სასმელი წყალი აზბესტის მილებით - კიბოს გავრცელების საფრთხე თელავის სოფლებში

სასმელი წყალი აზბესტის მილებით - კიბოს გავრცელების საფრთხე თელავის სოფლებში

აზბესტი მსოფლიოს 53 ქვეყანაში აკრძალულია, რადგან კიბოს იწვევს. თელავის რაიონის სოფელ ფშაველში მცხოვრებ 2000-ზე მეტ ადამიანს კი სასმელი წყალი აზბესტის მილებით მიეწოდება.

"წყალი ლაბორატორიაში წაუღიათ და იქ უკითხავთ, საქონელი, რომელიც ამ წყალს სვამს, ცოცხალიაო? საქონელი არა სვამს, ჩვენ ვსვამთ", - ამბობს ალიკა ამიროვი, სოფელ ფშაველის მკვიდრი.

ფშაველში აზბესტის მილებით მიწოდებულ წყალს სვამენ საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღშიც.

"სასმელი წყლის ქსელი სოფელში დაახლოებით 50 წლის წინ არის გაყვანილი. 2300-2400 ადამიანი ვსარგებლობთ ამ წყლით", - აღნიშნავს გელა უშარაული, სოფელში გამგებლის წარმომადგენელი.

აზბესტის მილები 2011 წელს გამოცვალეს ფშაველის მეზობელ სოფელ სოფელ ლეჩურში, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, აზბესტო-ცემენტის მილები დარჩა ლეჩურის სასმელი წყლის სათავე ნაგებობაში, საიდანაც სოფელი სასმელი წყლით მარაგდება.

თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარების ფონდიდან უკვე გამოყოფილია 254 ათასი ლარი სოფელ ფშაველში სასმელი წყლის სისტემის შესაცვლელად. გამგებლის ინფორმაციით, ტენდერი თებერვალში უნდა გამოცხადდეს და სამუშაოები ორ–სამ თვეში დასრულდება.

გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ბაჩიაშვილი ამბობს, რომ პროექტი სათავე ნაგებობის და სადრენაჟე სისტემის შეცვლას არ ითვალისწინებს, არადა ფშაველში სათავე ნაგებობაში სასმელი წყალი სამი სადრენაჟე სისტემიდან გროვდება, აქედან ერთი აზბესტის მილებითაა აწყობილი.

"აზბესტი მაშინაა საშიში, როცა მისი მტვერი ჰაერში იფანტება. მაგალითად, აზბესტის შიფერის მტვრევის დროს. წყალი როცა გადის აზბესტის მილში, სველია, მტვერი არ იფრქვევა და საშიში არაა", -  აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა