ძაღლი რომ არ გაეტანა, დაამუხრუჭა, სველ გზაზე მოსრიალდა და ხეს დაეჯახა...

ძაღლი რომ არ გაეტანა, დაამუხრუჭა, სველ გზაზე მოსრიალდა და ხეს დაეჯახა...

ლევან გრიგორიანის ცხოვრება ორად იყოფა. ავარიამდე და მის შემდეგ. ძაღლი რომ არ გაეტანა, დაამუხრუჭა, სველ გზაზე მოსრიალდა და ხეს დაეჯახა. ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო. უკვე 4 წელია ვერ დადის.

"2011 წლის 26 ოქტომბერს სახლიდან გამთენიისას გამოვედი, როდესაც "ტაქსაობას" დილიდან იწყებ, უფრო მეტის შოვნაა შესაძლებელი. ეს კარგად ვიცი, რადგან ტაქსის მძღოლად, თითქმის სკოლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობ. როდესაც მამა ავად გახდა და ინსულტი გადაიტანა, ოჯახი რომ შემენახა, სწავლას თავი დავანებე და საჭეს მივუჯექი.

იმ დღეს წვიმდა, გზაზე ძაღლმა გადამირბინა, მას ავაცილე, სველ გზაზე მოვსრიალდი და მეტი არაფერი მახსოვს... გონს რომ მოვეგე, სასწრაფო დახმარების ექიმი დავინახე... წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი... მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა... ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, შემეცოდა დედაჩემი, მამა, ჩემი თავიც...

როდესაც საავადმყოფოდან გამომწერეს, მითხრეს, რომ" აღდგენას არ ვექვემდებარები" ისევე როგორც ჩემი მანქანა. მეც არ მჯეროდა, რომ ოდესმე ავდგებოდი და გავივლიდი. მშობლების პენსია საჭმლისთვის და წამლებისთვის არ იყო საკმარისი, რეაბილიტაციის კურსის ჩატარებაზე საუბარიც ზედმეტი იყო", - იხსენებს ლევანი.

საქველმოქმედო ფონდ "სოციალური პარტნიორობის" ექთნებმა, სამი წლის წინ დაიწყეს ლევანის მკურნალობა და თითქმის შეუძლებელს მიაღწიეს! სარეაბილიტაციო მასაჟების ინტენსიურმა კურსმა შედეგი გამოიღო და ახლა ლევანს ორთეზების დახმარებით გადაადგილება შეუძლია. მაგრამ სამწუხაროდ, რამოდენიმე დღის წინ იგი წაიქცა და მისი ერთადერთი საყრდენი გატყდა.

ლევანს ახლა ძალიან ესაჭიროება ახალი ორთეზები, სიარული რომ გააგრძელოს. ოჯახი, რომლის შემოსავალი მშობლების პენსიაა, ახალი ორთეზების ყიდვაზე ვერც კი ოცნებობს, ძველები კი აღდგენას არ ექვემდებარება.

ჩვენ გთხოვთ ყველა გულისხმიერ ადამიანს, მხარი დაუჭიროთ ლევანს. ნებისმიერი სახის დახმარება მისთვის სიარულის დაწყების შანსია! (https://goo.gl/pAHpAC)

თანხა ორთეზების შესაძენად შეგიძლიათ გადმორიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ლევან გრიგორიანი) ან ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/113/

ასევე თანხის ჩასარიცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეისბუკ გვერდზე განთავსებული ღილაკი «donate now»

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს