სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მაია ნიკოლეიშვილის კომენტარი პროკურატურის დატოვების შემდეგ
მაია ნიკოლეიშვილის კომენტარი პროკურატურის დატოვების შემდეგ

ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ოჯა­ხის მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტს მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილს გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ყვე­ლა ექ­სპერ­ტი­ზა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა თბი­ლი­სის პრო­კუ­რორ მი­ხე­ილ შა­ყუ­ლაშ­ვილ­თან მისი და კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლის, ასე­ვე ად­ვო­კა­ტე­ბის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა­ში მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მათ შო­რის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­შიც. ეს იყო თბი­ლი­სის პრო­კუ­რო­რის კე­თი­ლი ნება, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, თუ რო­დის და­ი­წყე­ბა ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამას ად­ვო­კა­ტებს შე­ა­ტყო­ბი­ნე­ბენ.

კო­მენ­ტა­რი თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა კუ­ჭა­ვას ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ნა­თია კორ­კო­ტა­ძე­მაც, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ხე­ილ შა­ყუ­ლაშ­ვილ­მა მათ მიერ დას­მულ ყვე­ლა შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­სუ­ხებ­ზე ამ ეტაპ­ზე ვერ ისა­უბ­რებს. მისი თქმით, ამ დრომ­დე გარ­დაც­ვლილ კუ­ჭა­ვას არც ბრალ­დე­ბუ­ლის და არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი არ გა­აჩ­ნია. ნა­თია კორ­კო­ტა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ პი­რო­ბა მი­ი­ღეს, რომ უახ­ლო­ეს ორ დღე­ში კუ­ჭა­ვებს გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის მა­სა­ლე­ბი ად­ვო­კა­ტებს გა­და­ე­ცე­მათ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვით­მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას­თან ერ­თად მყოფ და­ვით პო­პოვს, ნა­თია კორ­კო­ტა­ძის თქმით, მი­ხე­ილ შა­ყუ­ლაშ­ვილს ამ სა­კი­თხზეც და­ეს­ვა შე­კი­თხვა. ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ თბი­ლი­სის პრო­კუ­რო­რის­გან მი­ი­ღო პა­სუ­ხი, რომ პო­პო­ვის მი­მართ, მისი ჩვე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ დრო­ი­სათ­ვის რა­ი­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ იკ­ვე­თე­ბა.

"შა­ყუ­ლაშ­ვილ­მა გვი­თხრა, რომ ამ დრო­ის­თვის პო­პო­ვის ჩვე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ იკ­ვე­თე­ბა მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს სხვა მოწ­მე­თა და­კი­თხვას და თუკი რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, პო­პო­ვი შე­საძ­ლოა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცეს", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია კორ­კო­ტა­ძემ.

მან კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს, თავი შე­ი­კა­ვოს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის დამ­რღვე­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მაია ნიკოლეიშვილის კომენტარი პროკურატურის დატოვების შემდეგ

მაია ნიკოლეიშვილის კომენტარი პროკურატურის დატოვების შემდეგ

ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ დაქირავებულ დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს გამოძიების ფარგლებში, ყველა ექსპერტიზაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ ნიკოლეიშვილმა თბილისის პროკურორ მიხეილ შაყულაშვილთან მისი და კუჭავას მეუღლის, ასევე ადვოკატების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ყველა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში მივიღებ მონაწილეობას, მათ შორის შემთხვევის ადგილების დათვალიერებაშიც. ეს იყო თბილისის პროკურორის კეთილი ნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ როდის დაიწყება ექსპერტიზები, ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ამას ადვოკატებს შეატყობინებენ.

კომენტარი თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ გააკეთა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ შაყულაშვილმა მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, ამ დრომდე გარდაცვლილ კუჭავას არც ბრალდებულის და არც დაზარალებულის სტატუსი არ გააჩნია. ნათია კორკოტაძის ინფორმაციით, მათ პირობა მიიღეს, რომ უახლოეს ორ დღეში კუჭავებს გარდაცვალების საქმის მასალები ადვოკატებს გადაეცემათ.

რაც შეეხება გამოძიების ინფორმაციით, თვითმკვლელობის მომენტში ბიძინა კუჭავასთან ერთად მყოფ დავით პოპოვს, ნათია კორკოტაძის თქმით, მიხეილ შაყულაშვილს ამ საკითხზეც დაესვა შეკითხვა. ადვოკატი აცხადებს, რომ თბილისის პროკურორისგან მიიღო პასუხი, რომ პოპოვის მიმართ, მისი ჩვენებიდან გამომდინარე, ამ დროისათვის რაიმე პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება.

"შაყულაშვილმა გვითხრა, რომ ამ დროისთვის პოპოვის ჩვენებიდან გამომდინარე არ იკვეთება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა პროკურატურა აგრძელებს სხვა მოწმეთა დაკითხვას და თუკი რაიმე დანაშაული გამოიკვეთება, პოპოვი შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს", - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა შს მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს, თავი შეიკავოს უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი განცხადებებისგან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ