ზურა აბაშიძე პროკურატურაში დაიბარეს. თავისუფალი დემოკრატების წევრი უწყებაში 2009 წლის ინციდენტთან დაკავშირებით დაზარალებულის სტატუსით იკითხება.
საუბარია პოლიციის სამმართველოსთან აქციის დაშლის საქმეზე.
"იცით, რომ ჩვენი მხრიდან არერთხელ დაისვა 2009 წლის 15 ივნისის ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა, ქალაქ თბილისის პოლიციის სამმართველოსთან, სადაც გახლდით მეც. სადაც ძალიან სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მივიღე. წინა ხელისუფლების დროს პრინციპში გამორიცხული იყო ამ თემებზე საუბარია და გამოძიების მოთხოვნა, მაგრამ ამ ხელისუფლების დორსაც ეს საკმაოდ გაჭიანურდა. დღეს როგორც ჩანს დაიწყო ამ საქმეზე გამოძიება. ძალიან კარგია, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.
გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.