სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"აზრზე არა ვარ, რა გვაპატია ჯემალ ჭკ­უასელმა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო სუხიშვილთან
"აზრზე არა ვარ, რა გვაპატია ჯემალ ჭკ­უასელმა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო სუხიშვილთან

ან­სამ­ბლი "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი" ახ­ლა­ხან სა­გას­ტრო­ლო ტურ­ნე­დან დაბ­რუნ­და, შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლეთ და ან­სამ­ბლის დი­რექ­ტო­რი ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვი­თან­ხმეთ.

- სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში­ კულტ­ურის სფე­რო არ არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი... ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია ქვეყ­ნის ყვე­ლა პრო­ექ­ტში­ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვართ, ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მოვ­დი­ვართ. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" გა­მოს­ვლით ღო­ნის­ძი­ე­ბა ლა­მაზ­დე­ბა.

- შარ­შან სა­ი­უ­ბი­ლეო წელი გქონ­დათ...

- 70 წელი შეგ­ვის­რულ­და. ვით­ვლით 1945 წლი­დან, როცა ან­სამ­ბლს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ე­ნი­ჭა წო­დე­ბა... თუმ­ცა ილი­კომ და ნი­ნომ მოღ­ვა­წე­ო­ბა 20-იან წლებ­ში და­ი­წყეს. 2015 წელი მე­ტის­მე­ტად გა­დატ­ვირ­თუ­ლი იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, მსოფ­ლი­ოს შე­მო­ვუ­ა­რეთ... ტურ­ნე უკ­რა­ი­ნი­დან და­ვი­წყეთ (ბოლო 11 წე­ლია ეს ტრა­დი­ცია გვაქვს), შემ­დეგ იყო ბე­ლო­რუ­სია, მოლ­და­ვე­თი, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი. ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა გვქონ­და ეგ­ვიპ­ტე­ში, ხუთი კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ ლონ­დონ­ში,­ შემ­დეგ ნიუ-იორკში, ფი­ლა­დელ­ფი­ა­სა და ვა­შინგტონ­ში. ამე­რი­კი­დან გა­დავფრინ­დით ჩი­ნეთ­ში, შემ­დეგ ის­რა­ე­ლის ხუთ ქა­ლაქ­ში ჩა­ვა­ტა­რეთ კონ­ცე­რტი. ვეწ­ვი­ეთ ბულ­გა­რეთს, შვე­ი­ცა­რი­ას და მთე­ლი დე­კემ­ბე­რი იტა­ლი­ა­ში გა­ვა­ტა­რეთ­. 31 დე­კემ­ბერს, ახალ წელს, სცე­ნა­ზე შევ­ხვდით, 12 სა­ა­თი იყო, როცა მა­ყუ­რე­ბე­ლი ბის­ზე გვიხ­მობ­და... სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს,­ 26 მა­ისს ეგ­ვიპ­ტე­ში, პი­რა­მი­დე­ბის ფონ­ზე შევ­ხვდით. ეს იყო უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით სავ­სე კონ­ცერ­ტი. 5 000 მა­ყუ­რე­ბე­ლი ეს­წრე­ბო­და და პა­რა­ლე­ლუ­რად ეგ­ვიპ­ტის არ­ხებ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში გად­ას­ცეს. ჩვე­ნი გა­მოს­ვლა მთელ­მა არა­ბულ­მა­ სამ­ყა­რომ ნახა, რაც ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ მა­ყუ­რე­ბელს ნიშ­ნავს... ამ კონ­ცერტს იმ­დე­ნად დიდი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად, ლა-სკა­ლას კონ­ცერ­ტის ტოლ­ფა­სი იყო ჩვენ­თვის. დიდი შრო­მა გას­წია ჩვენ­მა სა­ელ­ჩომ ეგ­ვიპ­ტე­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროც, ძა­ლი­ან კარ­გად გა­ა­შუ­ქა ქარ­თულ­მა მე­დი­ა­მაც...

- გა­მოს­ვლე­ბი­ სა­ქარ­თვე­ლო­შიც გქონ­დათ...

- რე­გი­ო­ნე­ბი მო­ვი­ა­რეთ...­ სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი გვქონ­და ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, სა­დაც მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ. ეს ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი იყო! მა­ყუ­რებ­ლის თხოვ­ნით, 23 იან­ვარს კონ­ცერ­ტის გა­მე­ო­რე­ბას ვგეგ­მავთ...

- 30 იან­ვარს თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი იხ­სნე­ბა სპექ­ტაკ­ლით "აბე­სა­ლომ და ეთე­რი", სა­დაც "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბიც" მი­ი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას...

- გვი­ხა­რია, რომ ნა­ნატ­რი, ულა­მა­ზე­სი­ ოპე­რა იხ­სნე­ბა. ჩვენ მე­ო­რე აქ­ტის ბო­ლოს ვი­ცეკ­ვებთ. ეს სიმ­ბო­ლუ­რია, რად­გან­ თა­ვის­ დრო­ზე, როცა "აბე­სა­ლომ და ეთე­რი"­ და­ი­წე­რა, ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვილ­მა მი­იწ­ვია ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ ძა­ლი­ან­ ახალ­გაზ­რდა იყო. 20 წლი­სამ სპექ­ტაკ­ლის­თვის დად­გა ცეკ­ვე­ბი და ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვილ­თან თა­ნამ­შრომლ­ობდა... ახლა უმ­ცრო­სი­ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი აღ­დგე­ნი­ლი "აბე­სა­ლომ და ეთე­რის­თვის" დგამს ცეკ­ვებს...

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენ მი­მართ ის­მო­და კრი­ტი­კა, თით­ქოს გა­უ­ჭირ­და მა­ყუ­რე­ბელს სი­ახ­ლის მი­ღე­ბა...

- ჩემ­თვის მათი აზრი, ვინც ამას ამ­ბობ­და, არ იყო კომ­პეტ­ენ­ტუ­რი. ჩვენ ყოვ­ე­ლთვის ხალ­ხურ შე­მოქ­მე­დე­ბას წარ­მო­ვა­ჩენ­დით და ახა­ლი ცეკ­ვე­ბიც სუ­ლი­თა თუ არ­სით ეროვ­ნუ­ლი და ქარ­თუ­ლია! არა აქვს მნიშ­ნე­ლო­ბა, 40-იან წლებ­ში და­იდ­გა, 80-იან­ში თუ XXI სა­უ­კუ­ნე­ში. ჩვე­ნი ტენ­დენ­ცი­აა მუდ­მი­ვად ახ­ლის

ძი­ე­ბა და დრო­ის ფეხ­და­ფეხ მი­ყო­ლა. გა­ჩერ­ება ნიშ­ნავს დაღ­მას­ვლას. ყვე­ლა­ფე­რი აჩ­ქარ­და - მუ­სი­კის რიტ­მი, ტემ­პი... დრომ მა­ინც თა­ვი­სი თქვა! ახალ­მა­ ცეკ­ვებ­მა დროს გა­უძ­ლო! ექ­სპე­რი­მენ­ტიც ჩა­ვა­ტა­რეთ - ჯერ კლა­სი­კუ­რი ცეკ­ვე­ბის კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ, შემ­დეგ ახა­ლი პროგ­რა­მა წარ­მო­ვად­გი­ნეთ... ახალ პროგ­რა­მა­ზე ბევ­რად დიდი მო­თხოვ­ნა იყო. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხალ­ხს მოს­წონს! ძვე­ლის გა­ნახ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ახალ­გაზ­რდე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ, ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა! ამას მო­რი­დე­ბის­ გა­რე­შე ვამ­ბობ! დღეს ჩვენს სტუ­დი­ა­სა და აკა­დე­მი­ა­ში მოს­წავ­ლე­თა რი­ცხვი ათას­ზე მეტს აღ­წევს... ჩვე­ნი ხე­ლოვ­ნე­ბა ახალ­გაზ­რდებ­ში პატ­რი­ო­ტიზ­მის გაღ­ვი­ვე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მარ­თლე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბაა.

ნა­ხეთ ვი­დეო| "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" კონ­ცერ­ტის ემო­ცი­უ­რი და­სას­რუ­ლი - და­უ­ვი­წყა­რი სა­ჩუქ­რე­ბი ან­სამ­ბლის წევ­რებს

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"აზრზე არა ვარ, რა გვაპატია ჯემალ ჭკ­უასელმა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო სუხიშვილთან

"აზრზე არა ვარ, რა გვაპატია ჯემალ ჭკ­უასელმა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო სუხიშვილთან

ანსამბლი "სუხიშვილები" ახლახან საგასტროლო ტურნედან დაბრუნდა, შემთხვევით ვისარგებლეთ და ანსამბლის დირექტორი ნინო სუხიშვილი ინტერვიუზე დავითანხმეთ.

- სამწუხაროდ, დღეს საქართველოში­ კულტ­ურის სფერო არ არის პრიორიტეტული... ჩვენ­თვის დიდი პატივია ქვეყნის ყველა პროექტში­ მონაწილეობა და თუ საქართველოში ვართ, ყველა ღონისძიებაზე სიამოვნებით გამოვდივართ. დიდი მადლობა ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ "სუხიშვილების" გამოსვლით ღონისძიება ლამაზდება.

- შარშან საიუბილეო წელი გქონდათ...

- 70 წელი შეგვისრულდა. ვით­ვლით 1945 წლიდან, როცა ანსამბლს ოფიციალურად მიენიჭა წოდება... თუმცა ილიკომ და ნინომ მოღვაწეობა 20-იან წლებში დაიწყეს. 2015 წელი მეტისმეტად გადატვირთული იყო. ფაქტობრივად, მსოფლიოს შემოვუარეთ... ტურნე უკრაინიდან დავიწყეთ (ბოლო 11 წელია ეს ტრადიცია გვაქვს), შემდეგ იყო ბელორუსია, მოლდავეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ძალიან წარმატებული გამოსვლა გვქონდა ეგვიპტეში, ხუთი კონცერტი ჩავატარეთ ლონდონში,­ შემდეგ ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ვაშინგტონში. ამერიკიდან გადავფრინდით ჩინეთში, შემდეგ ისრაელის ხუთ ქალაქში ჩავატარეთ კონცე­რტი. ვეწვიეთ ბულგარეთს, შვეიცარიას და მთელი დეკემბერი იტალიაში გავატარეთ­. 31 დეკემბერს, ახალ წელს, სცენაზე შევხვდით, 12 საათი იყო, როცა მაყურებელი ბისზე გვიხმობდა... საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,­ 26 მაისს ეგვიპტეში, პირამიდების ფონზე შევხვდით. ეს იყო უდიდესი შთაბეჭდილებებით სავსე კონცერტი. 5 000 მაყურებელი ესწრებოდა და პარალელურად ეგვიპტის არხებმა პირდაპირ ეთერში გად­ასცეს. ჩვენი გამოსვლა მთელმა არაბულმა­ სამყარომ ნახა, რაც ნახევარ მილიარდ მაყურებელს ნიშნავს... ამ კონცერტს იმდენად დიდი წარმატება ხვდა წილად, ლა-სკალას კონცერტის ტოლფასი იყო ჩვენთვის. დიდი შრომა გასწია ჩვენმა საელჩომ ეგვიპტეში. მონაწილეობდა საქართველოს კულტურის სამინისტროც, ძალიან კარგად გააშუქა ქართულმა მედიამაც...

- გამოსვლები­ საქართველოშიც გქონდათ...

- რეგიონები მოვიარეთ...­ საიუბილეო კონცერტი გვქონდა ფილარმონიაში, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები გამოდიოდნენ. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო! მაყურებლის თხოვნით, 23 იანვარს კონცერტის გამეორებას ვგეგმავთ...

- 30 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი იხსნება სპექტაკლით "აბესალომ და ეთერი", სადაც "სუხიშვილებიც" მიიღებთ მონაწილეობას...

- გვიხარია, რომ ნანატრი, ულამაზესი­ ოპერა იხსნება. ჩვენ მეორე აქტის ბოლოს ვიცეკვებთ. ეს სიმბოლურია, რადგან­ თავის­ დროზე, როცა "აბესალომ და ეთერი"­ დაიწერა, ზაქარია ფალიაშვილმა მიიწვია ილიკო სუხიშვილი, რომელიც მაშინ ძალიან­ ახალგაზრდა იყო. 20 წლისამ სპექტაკლისთვის დადგა ცეკვები და ზაქარია ფალიაშვილთან თანამშრომლ­ობდა... ახლა უმცროსი­ ილიკო სუხიშვილი აღდგენილი "აბესალომ და ეთერისთვის" დგამს ცეკვებს...

- წლების განმავლობაში თქვენ მიმართ ისმოდა კრიტიკა, თითქოს გაუჭირდა მაყურებელს სიახლის მიღება...

- ჩემთვის მათი აზრი, ვინც ამას ამბობდა, არ იყო კომპეტ­ენტური. ჩვენ ყოვ­ე­ლთვის ხალხურ შემოქმედებას წარმოვაჩენდით და ახალი ცეკვებიც სულითა თუ არსით ეროვნული და ქართულია! არა აქვს მნიშნელობა, 40-იან წლებში დაიდგა, 80-იანში თუ XXI საუკუნეში. ჩვენი ტენდენციაა მუდმივად ახლის

ძიება და დროის ფეხდაფეხ მიყოლა. გაჩერ­ება ნიშნავს დაღმასვლას. ყველაფერი აჩქარდა - მუსიკის რიტმი, ტემპი... დრომ მაინც თავისი თქვა! ახალმა­ ცეკვებმა დროს გაუძლო! ექსპერიმენტიც ჩავატარეთ - ჯერ კლასიკური ცეკვების კონცერტი გავმართეთ, შემდეგ ახალი პროგრამა წარმოვადგინეთ... ახალ პროგრამაზე ბევრად დიდი მოთხოვნა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს მოსწონს! ძველის განახლება აუცილებელი იყო და ახალგაზრდების დიდი ინტერესი ხალხური შემოქმედების მიმართ, ჩვენი დამსახურებაა! ამას მორიდების­ გარეშე ვამბობ! დღეს ჩვენს სტუდიასა და აკადემიაში მოსწავლეთა რიცხვი ათასზე მეტს აღწევს... ჩვენი ხელოვნება ახალგაზრდებში პატრიოტიზმის გაღვივების ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული მცდელობაა.

ნახეთ ვიდეო| "სუხიშვილების" კონცერტის ემოციური დასასრული - დაუვიწყარი საჩუქრები ანსამბლის წევრებს

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება