სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვახტანგ ქირიას ახლობელი - კუჭავას გამოჩენამ საერთოდ დაგვაბნია და სრულ გაურკვევლობაში ვართ
ვახტანგ ქირიას ახლობელი - კუჭავას გამოჩენამ საერთოდ დაგვაბნია და სრულ გაურკვევლობაში ვართ

პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას ოჯა­ხის წევ­რებ­მა ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თეს.

ქი­რი­ას ძმის ელ­დარ ქი­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, "ფაქ­ტე­ბი სულ სხვა რა­მეს ამ­ბო­ბენ", თუმ­ცა გარ­დაც­ვლი­ლის ძმა კონ­კრე­ტულ ვერ­სი­ებ­ზე არ სა­უბ­რობს.

"არ ვიცი. დღემ­დე ვერ გა­ვი­გე რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ზე­ზი. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, თუ რამე სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა, გა­გა­გე­ბი­ნებთ", - აღ­ნიშ­ნა ელ­დარ ქი­რი­ამ.

ვახ­ტანგ ქი­რი­ას ძმის ცოლი რუ­სუ­დან პა­ჭ­კო­რია კი აცხა­დებს, რომ საქ­მე­ში ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას გა­მო­ჩე­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რა­მაც ოჯა­ხის წევ­რე­ბი სრუ­ლი­ად და­აბ­ნია.

"შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს იყოს მო­რი­გი სკან­და­ლუ­რი ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ეს არის დიდი ტრა­გე­დია. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი არის ჭორი და ჭო­რა­ო­ბა, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ვი­ღებთ. კუ­ჭა­ვას გა­მო­ჩე­ნამ სა­ერ­თოდ დაგ­ვაბ­ნია და ვართ სრულ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში. ვე­რა­ნა­ირ დას­კვნას ვერ ვა­კე­თებთ. მო­ტი­ვი გვა­ინ­ტე­რე­სებს, რა თქმა უნდა და გა­მო­ძი­ე­ბის­გან ვე­ლო­დე­ბით ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნას. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი გა­მო­ძი­ე­ბას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. ჩვენ შე­საძ­ლოა, ცხე­და­რიც არ გვყო­ლო­და და­სა­ტი­რებ­ლად, ისე გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, ამი­ტომ, ვე­ლო­დე­ბით, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას", - აღ­ნიშ­ნა პა­ჭ­კო­რი­ამ.

ის გა­მო­რი­ცხავს, რომ კუ­ჭა­ვას და ქი­რი­ას რა­ი­მე სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი ჰქო­ნო­დათ, ან და­პი­რის­პი­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მათ შო­რის.

"შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო არ გაგ­ვე­გო კონ­ფლიქ­ტის ან და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ვე­რა­ფერს გე­ტყვით და­ზუს­ტე­ბით, არ ვი­ცით", - ვახ­ტანგ ქი­რი­ას ძმის ცოლ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვახტანგ ქირიას ახლობელი - კუჭავას გამოჩენამ საერთოდ დაგვაბნია და სრულ გაურკვევლობაში ვართ

ვახტანგ ქირიას ახლობელი - კუჭავას გამოჩენამ საერთოდ დაგვაბნია და სრულ გაურკვევლობაში ვართ

პროკურორ ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრებმა ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას მეუღლის განცხადების შემდეგ პირველი კომენტარები გააკეთეს.

ქირიას ძმის ელდარ ქირიას განცხადებით, "ფაქტები სულ სხვა რამეს ამბობენ", თუმცა გარდაცვლილის ძმა კონკრეტულ ვერსიებზე არ საუბრობს.

"არ ვიცი. დღემდე ვერ გავიგე რა შეიძლება იყოს მიზეზი. მეტს ვერაფერს გეტყვით, თუ რამე სიახლე იქნება, გაგაგებინებთ", - აღნიშნა ელდარ ქირიამ.

ვახტანგ ქირიას ძმის ცოლი რუსუდან პაჭკორია კი აცხადებს, რომ საქმეში ბიძინა კუჭავას გამოჩენა მოულოდნელი იყო, რამაც ოჯახის წევრები სრულიად დააბნია.

"შესაძლებელია ეს იყოს მორიგი სკანდალური ამბავი, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის ეს არის დიდი ტრაგედია. დანარჩენი ყველაფერი არის ჭორი და ჭორაობა, რაშიც მონაწილეობას ვერ მივიღებთ. კუჭავას გამოჩენამ საერთოდ დაგვაბნია და ვართ სრულ გაურკვევლობაში. ვერანაირ დასკვნას ვერ ვაკეთებთ. მოტივი გვაინტერესებს, რა თქმა უნდა და გამოძიებისგან ველოდებით ჭეშმარიტების დადგენას. ოჯახის ყველა წევრი გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ. ჩვენ შესაძლოა, ცხედარიც არ გვყოლოდა დასატირებლად, ისე განვითარდა მოვლენები, ამიტომ, ველოდებით, რომ გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას", - აღნიშნა პაჭკორიამ.

ის გამორიცხავს, რომ კუჭავას და ქირიას რაიმე საერთო ბიზნესი ჰქონოდათ, ან დაპირისპირება ყოფილიყო მათ შორის.

"შეუძლებელი იყო არ გაგვეგო კონფლიქტის ან დაპირისპირების შესახებ, თუმცა ვერაფერს გეტყვით დაზუსტებით, არ ვიცით", - ვახტანგ ქირიას ძმის ცოლმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ