სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თქვენ ცუდ თამაშს თამაშობდით მაშინ..." - რაზე ეკამათა ბიძინა ივანიშვილი ბიძინა კუჭავას 2013 წელს
"თქვენ ცუდ თამაშს თამაშობდით მაშინ..." - რაზე ეკამათა ბიძინა ივანიშვილი ბიძინა კუჭავას 2013 წელს

პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა, რო­მე­ლიც ტელე-რა­დიო კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო, მე­დი­ას­თან ბიზ­ნეს-კავ­ში­რის მი­უ­ხე­და­ვად, ტე­ლე­ვი­ზი­ით თუ ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში თით­ქმის არას­დროს გა­მო­ჩე­ნი­ლა. ერ­თა­დერ­თი სა­ჯა­რო კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა ჩანს, 2013 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

იხი­ლეთ ვი­დეო შეხ­ვედ­რი­დან

შეხ­ვედ­რა­ზე პრე­მი­ერ­სა და ტელე-რა­დიო კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს შო­რის მცი­რე შე­კა­მა­თე­ბა მოხ­და. როცა კუ­ჭა­ვამ კი­თხვის დას­მის უფ­ლე­ბა ითხო­ვა, ივა­ნიშ­ვილ­მა მას მათი ძვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­ახ­სე­ნა: "ის ბი­ძი­ნა ხართ მა­შინ რომ მოხ­ვე­დით ჩემ­თან? ახლა აღარ გა­გახ­სე­ნებთ... ძა­ლი­ან ცუდი პო­ზი­ცია გქონ­დათ. სხვა­თა შო­რის, მე თქვენ­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი მქონ­და. ის, რაც თქვენ მა­შინ ითა­მა­შეთ, იყო ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო და ძა­ლი­ან ცუდი. მინ­დო­და შეგ­ხვედ­რო­დით და პა­სუ­ხი მო­მე­თხო­ვა იმ პო­ზი­ცი­ის­თვის, რაც თქვენ და­ა­ფიქ­სი­რეთ არ­ჩევ­ნე­ბის შუა პე­რი­ოდ­ში. ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, თქვენ ცუდ თა­მაშს თა­მა­შობ­დით მა­შინ. თქვენ ძა­ლი­ან ცუდი როლი ითა­მა­შეთ მა­შინ და ძა­ლი­ან ცუდი პო­ზი­ცი­ით მობ­რძან­დით ჩემ­თან, როცა ოპო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი", - მი­მარ­თა ივა­ნიშ­ვილ­მა კუ­ჭა­ვას.

"მარ­თლა? ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. სი­ა­მოვ­ნე­ბით შეგ­ხვდე­ბით თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ. მინ­დო­და მე­თხო­ვა კი­დეც, ეს შეხ­ვედ­რა რომ დამ­თავ­რდე­ბა, თუ დრო გექ­ნე­ბათ, 30 წა­მით ვი­სა­უბ­როთ", - ასე უპა­სუ­ხა ივა­ნიშ­ვი­ლის კრი­ტი­კას კუ­ჭა­ვამ, რო­მელ­საც სა­ბო­ლო­ოდ, სა­ჯა­როდ კი­თხვა არ და­უს­ვამს პრე­მი­ე­რის­თვის, თუმ­ცა, რო­გორც ამ შეხ­ვედ­რა­ზე მყო­ფი მე­დი­ის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ყო­ფილ პრე­მი­ერ­თან გან­ცალ­კე­ვე­ბით რამ­დე­ნი­მე წუ­თის მან­ძილ­ზე ისა­უბ­რა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

რა აკავ­ში­რებ­და აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შის მკვლე­ლო­ბას­თან პრო­კუ­რო­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას?!

რას ყვე­ბა ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლე 18-სა­ა­თი­ა­ნი და­კი­თხვის შემ­დეგ - "კი­თხვე­ბი გა­მაჩ­ნია მე და ჩემს ოჯახს"

ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ჯღარ­კა­ვა "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნებ­ლის შე­სა­ხებ სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თქვენ ცუდ თამაშს თამაშობდით მაშინ..." - რაზე ეკამათა ბიძინა ივანიშვილი ბიძინა კუჭავას 2013 წელს

"თქვენ ცუდ თამაშს თამაშობდით მაშინ..." - რაზე ეკამათა ბიძინა ივანიშვილი ბიძინა კუჭავას 2013 წელს

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავა, რომელიც ტელე-რადიო კომპანია "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი იყო, მედიასთან ბიზნეს-კავშირის მიუხედავად, ტელევიზიით თუ ბეჭდურ მედიაში თითქმის არასდროს გამოჩენილა. ერთადერთი საჯარო კადრები, რომელშიც ბიძინა კუჭავა ჩანს, 2013 წელსაა გადაღებული, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

იხილეთ ვიდეო შეხვედრიდან

შეხვედრაზე პრემიერსა და ტელე-რადიო კომპანიის დამფუძნებელს შორის მცირე შეკამათება მოხდა. როცა კუჭავამ კითხვის დასმის უფლება ითხოვა, ივანიშვილმა მას მათი ძველი შეხვედრა გაახსენა: "ის ბიძინა ხართ მაშინ რომ მოხვედით ჩემთან? ახლა აღარ გაგახსენებთ... ძალიან ცუდი პოზიცია გქონდათ. სხვათა შორის, მე თქვენთან შეხვედრის სურვილი მქონდა. ის, რაც თქვენ მაშინ ითამაშეთ, იყო ძალიან საეჭვო და ძალიან ცუდი. მინდოდა შეგხვედროდით და პასუხი მომეთხოვა იმ პოზიციისთვის, რაც თქვენ დააფიქსირეთ არჩევნების შუა პერიოდში. ჩემი გადმოსახედიდან, თქვენ ცუდ თამაშს თამაშობდით მაშინ. თქვენ ძალიან ცუდი როლი ითამაშეთ მაშინ და ძალიან ცუდი პოზიციით მობრძანდით ჩემთან, როცა ოპოზიციაში ვიყავი", - მიმართა ივანიშვილმა კუჭავას.

"მართლა? ძალიან საინტერესოა. სიამოვნებით შეგხვდებით თუ სურვილი გექნებათ. მინდოდა მეთხოვა კიდეც, ეს შეხვედრა რომ დამთავრდება, თუ დრო გექნებათ, 30 წამით ვისაუბროთ", - ასე უპასუხა ივანიშვილის კრიტიკას კუჭავამ, რომელსაც საბოლოოდ, საჯაროდ კითხვა არ დაუსვამს პრემიერისთვის, თუმცა, როგორც ამ შეხვედრაზე მყოფი მედიის სხვა წარმომადგენლები იხსენებენ, პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ "საქართველოს ხმის" დამფუძნებელმა ყოფილ პრემიერთან განცალკევებით რამდენიმე წუთის მანძილზე ისაუბრა.

ასევე წაიკითხეთ:

რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!

რას ყვება ბიძინა კუჭავას მეუღლე 18-საათიანი დაკითხვის შემდეგ - "კითხვები გამაჩნია მე და ჩემს ოჯახს"

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."