''ჯარისკაცის მამა'' რეალური ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო აატირა

''ჯარისკაცის მამა'' რეალური ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო აატირა

''ჯარისკაცის მამა'' 1964 წელს უკვე გადაღებულია. ამ დროისთვის 36 წლის რეზო ჩხეიძეს, თენგიზ აბულაძესთან ერთად, შექმნილი აქვს ორი საერთო დოკუმენტური ფილმი და მხატვრული სურათი ''მაგდანას ლურჯა'', შემდეგ დამოუკიდებლად მუშაობს ფილმებზე: ''ჩვენი ეზო'', ''მაია წყნეთელი'', ''განძი'', ''ზღვის ბილიკი''. ამ უკანასკნელი ფილმის გადაღებებზე კინოსტუდიაში მყოფ რეჟისორთან სულიკო ჟღენტს მიაქვს სცენარი და სთხოვს, იმ დღესვე წაიკითხოს, როგორც კი დროს გამონახავს...

რეზო ჩხეიძეს დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია. მამა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ქუთაისში სამი შვილით დარჩენილი დედა მალე სახლიდანაც გამოასახლეს. თბილისში ნათესავმა შეიფარა და ორი ოთახიდან ერთი ჩხეიძეებს დაუთმო. მამის ბიბლიოთეკის გაყიდვა მოუხდა, რომ ოცნება აესრულებინა და ''ვგიკის'' სტუდენტი გამხდარიყო. სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრებისას არც შიმშილი იყო უცხო.

ერთხელად, როცა მას და მის მეგობრე-ბს მეორე დღე იყო, არაფერი ეჭამათ, მათ ოთახში შესულმა მეზობელმა იდეა მიაწოდა, გაზაფხული დადგა, პალტოები ჩავაბაროთ და საჭმელი ვიყიდოთო. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის ნიშნები არსად ჩანდა, ხუთი სტუდენტი მაინც წავიდა ლომბარდში პალტოების ჩასაბარებლად. რიგში მდგომი მოხუცები ეხვეწებოდნენ – ეს არ გააკეთოთ, ზამთარი ჯერ კიდევ წინააო, მაგრამ უკან როგორ დაიხევდნენ?! ლომბარდიდან გამოვიდნენ და თოვლიც წამოვიდა. პალტოები აღარ ჰქონდათ, სამაგიეროდ, ხელთ ფული ეკავათ და როგორც ნამდვილი ქართველები, რესტორანში წავიდნენ.

სულიკო ჟღენტს მოსკოვიდან იცნობდა, როცა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლობდნენ. სტუდენტები რომ იკრიბებოდნენ და ორიოდ კაპიკი ჩაუვარდებოდათ ხელში, ჩარლი ჩაპლინის სადღეგრძელოს ყოველთვის პირველს და ფეხზე ადგომით სვამდნენ...

იმ დღეს, როცა სულიკო ჟღენტმა თავისი ახალი სცენარი რეზო ჩხეიძეს დაუტოვა, თავად ბათუმში გაემგზავრა. კინოსტუდიიდან გამოსული რეჟისორი ტრამვაიში ჩაჯდა და მეგობრის დატოვებული ფურცლები გადაათვალიერა. სულ ხუთი-ექვსი ფურცელი იყო, სათაურით ''ჯარისკაცის მამა''. ''პატარა სცენარი იყო, მაგრამ ამ ხუთ ფურცელში აბსოლუტურად ყველაფერი გასაგებად ეწერა. ხასიათი, იდეა, გარემო – ყველაფერი იგრძნობოდა. წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ეს იყო ბრწყინვალე მასალა. იმ საღამოსვე ბათუმში დავრეკე და სულიკო შევაქე. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი, ამ სცენარზე ფილმი შემექმნა...'' – იგონებდა მოგვიანებით რეჟისორი.

რეზო ჩხეიძე ''ზღვის ბილიკში'' მთავარ როლში სერგო ზაქარიაძეს იღებდა. ერთ დილას მსახიობს გრიმს უკეთებდნენ, როცა მას თავზე რეზო ჩხეიძე წამოადგა. როგორც ჩანს, გრიმს ისე არ უკეთებდნენ, როგორც თავად თვლიდა საჭიროდ, რადგან გრიმიორ ქალს შენიშვნებს აძლევდა და რეზო ჩხეიძეს ყურადღებას არ აქცევდა. ის კი ცდილობდა, მსახიობს გამოლაპარაკებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს პირდაპირ სულიკო ჟღენტის სცენარის თხრობა დაიწყო და ცოტა ხანში მიხვდა, რომ ნელ-ნელა სერგოს ყურადღებას იპყრობდა. თხრობა რომ დაასრულა, მსახიობმა აღტაცებით თქვა: ''ბიჭო, რა კარგი რამეა!'' და ატირდა. რეჟისორიც აჰყვა... იქვე გადაწყდა, უახლოეს მომავალში ფილმი უნდა გადაეღოთ.

სცენარზე მუშაობას ნახევარი წელი დასჭირდა. კინოსტუდიაში ითხოვდნენ, მთავარ როლზე სპარტაკ ბაღაშვილი დაეკავებინა, თუმცა თავად რეჟისორი მოხუცი გიორგი მახარაშვილის როლზე სერგო ზაქარიაძეს ხედავდა და სურდა, სწორედ მისთვის მიენდო ამ სახის შექმნა.  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს