სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რამდენი ხანი გელოდოთ შამპუნიანი თავით?!" - თბილისელები "ყაზტრანსგაზის" უპასუხისმგებლო მომსახურებაზე ჩივიან
"რამდენი ხანი გელოდოთ შამპუნიანი თავით?!" - თბილისელები "ყაზტრანსგაზის" უპასუხისმგებლო მომსახურებაზე ჩივიან

"რის­თვის გინ­დათ ცხე­ლი ხაზი??? ადა­მი­ა­ნი რომ იგუ­დე­ბო­დეს კა­ციშ­ვი­ლი ვერ და­გი­კავ­შირ­დე­ბათ. ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო და სა­ში­ნე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა გაქვთ!"

"კი­დევ რამ­დე­ნი ხანი გე­ლო­დოთ შამ­პუ­ნი­ა­ნი თა­ვით?!"; "გაზი არ მაქვს სახ­ლში. იქ­ნებ გა­მა­გე­ბი­ნოთ, რა­ტომ არ მაქვს და სას­წრა­ფოდ ჩარ­თოთ. ტე­ლე­ფონ­ზე რომ დავ­რე­კე თქვენ­თან, თურ­მე სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის და დღე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ორ­შა­ბა­თამ­დე არ მუ­შა­ობთ! სას­წრა­ფოდ ჩარ­თეთ!"; "ან ცხელ ხაზ­ზე მი­პა­სუ­ხოს ვინ­მემ ან აქ გა­მე­ცით პა­სუ­ხი: რო­დის მოვა გაზი წყნეთ­ში რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე. ასე­თი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა, თქვენ ხომ არა­ფე­რი არ გა­დარ­დებთ!"; "12 სა­ა­თი­დან კი არა 00:00-დან აღა­რაა გა­ზის მო­წო­დე­ბა თემ­ქა­ზე და ამას წერთ და აქ­ვეყ­ნებთ 12-13 სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით. უზ­ნე­ო­ბა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ეს! ცხე­ლი ხაზი თქვენ არ გი­მუ­შა­ვებთ და არა­ფე­რი..." - ამ ტი­პის კო­მენ­ტა­რებს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მრავ­ლად შეხ­ვდე­ბით. აღ­შფო­თე­ბუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბი კომ­პა­ნი­ას მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უქონ­ლო­ბის გამო ჩი­ვი­ან. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გაზ­მომ­მა­რა­გე­ბელ კომ­პა­ნი­ას­თან სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა - "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" ცხე­ლი ხაზი 240 40 04, მხო­ლოდ სა­მუ­შაო დღე­ებ­ში, ისიც დი­ლის 10:00 სა­ღა­მოს 18:00-მდე იღებს აბო­ნენ­ტე­ბის პრე­ტენ­ზი­ებს. და­ნარ­ჩენ დროს კი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბის თუ ავა­რი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ტო­ვე­ბა აბო­ნენ­ტებს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე შე­უძ­ლი­ათ.

რო­გორ მუ­შა­ობს იმ კომ­პა­ნი­ის ცხე­ლი ხაზი, რო­მელ­საც თბი­ლი­სე­ლე­ბის თბილ ზამ­თარ­ზე ზრუნ­ვა ევა­ლე­ბა? აბო­ნენ­ტე­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა AMBEBI.GE-მ სცა­და. "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" ცხელ ხაზ­ზე სა­ღა­მოს დავ­რე­კეთ და მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. ცხელ ხაზ­ზე გვი­პა­სუ­ხეს, რომ დი­ლით დავ­კავ­ში­რე­ბო­დით, რად­გან სა­ღა­მოს სა­მუ­შა­ო­ებს ვე­რა­ვინ შე­ას­რუ­ლებ­და. მე­ო­რე დი­ლით კვლავ დავ­რე­კეთ. ოპე­რა­ტორ­მა გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თა შე­სა­ბა­მი­სი რა­ი­ო­ნის სერ­ვი­სენ­ტრთან. სერ­ვის­ცენ­ტრმა - ტექ­ნი­კურ დე­პარ­ტა­მენ­ტში. იქ გვი­თხრეს, რომ სა­ა­ვა­რიო ჯგუ­ფი და­ზი­ა­ნე­ბის ად­გილ­ზე ერთ სა­ათ­ში მი­ვი­დო­და. თუმ­ცა, დღე ისე დას­რულ­და, რომ "ყა­ზტრანსგა­ზის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­გილ­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლან. მომ­დევ­ნო დი­ლით ისევ დავ­რე­კეთ ცხელ ხაზ­ზე, ისევ დაგვპირ­დნენ, რომ ერთ სა­ათ­ში გა­ას­წო­რებ­დნენ ხარ­ვეზს. "ყას­ტრანსგა­ზის" ჯგუ­ფი ად­გილ­ზე მხო­ლოდ მე­სა­მე დღეს, 14:00 სა­ათ­ზე გა­მოჩ­ნდა…

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მო­ვა­ხერ­ხეთ დავ­კავ­ში­რე­ბო­დით "ყა­ზტრას­გაზ-თბი­ლი­სის" სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის თა­ნა­შემ­წეს. ნინო გო­გი­ტი­ძის თქმით, თუ ინ­ფორ­მა­ცია "ფე­ის­ბუქ­ზე" ან სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხურ­შია მი­წო­დე­ბუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­რი­ცხუ­ლია რე­ა­გი­რე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არ მოხ­დეს, თუმ­ცა უშ­ვებს იმას, რომ, შე­საძ­ლოა, ინ­ფორ­მა­ცია არას­წო­რად იქნა გა­და­ცე­მუ­ლი, რის გა­მოც აბო­ნენტს დრო­უ­ლად ვერ აღუდ­გა გაზ­მო­მა­რა­გე­ბა. "თუ ქოლ-ცენ­ტრში ვერ გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან, გვწე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზე". შე­სა­ბა­მი­სად, 09:00-20:00 სა­ა­თამ­დე ხდე­ბა მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, თუმ­ცა სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში რა­ი­ო­ნე­ბის სერ­ვის ცენ­ტრე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ, ამი­ტომ შე­საძ­ლოა გვი­ან შე­მო­სულ ზარ­ზე რე­ა­გი­რე­ბა მოხ­დეს მე­ო­რე დღეს. შე­საძ­ლოა მი­სა­მარ­თის გა­და­ცე­მა დაგ­ვი­ან­და და ამი­ტომ მოხ­და შე­ფერ­ხე­ბა. "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე რომ მო­ე­წე­რათ, მა­შინ­ვე იქ­ნე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ცე­მუ­ლი. ცხე­ლი ხაზი ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლია და ვერ ხდე­ბა ყვე­ლა ზარ­ზე რე­ა­გი­რე­ბა. ამი­ტომ, ვინც იქ ვერ რე­კავს, გვწერს ფე­ის­ბუქ­ზე და ჩვენ გა­დავ­ცემთ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს" - ამ­ბობს ნინო გო­გი­ტი­ძე. მი­სი­ვე თქმით, სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბა აბო­ნენ­ტებს, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნო­მერ­ზე 114.

ასე რომ, თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაზ­მო­მა­რა­გე­ბა შე­გი­წყდათ, და­ხე­დეთ კა­ლენ­დარს: თუ შა­ბათ-კვი­რა არაა, უკვე გა­გი­მარ­თლათ, შე­საძ­ლოა, ვინ­მემ ყუ­რად იღოს თქვე­ნი გა­ჭირ­ვე­ბა. ნუ ეც­დე­ბით ცხელ ხაზ­ზე და­კავ­ში­რე­ბას, პირ­და­პირ მი­უ­ჯე­ქით კომ­პი­უ­ტერს და "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" "ფე­ის­ბუ­ქის" გვერდს მი­ა­კი­თხეთ... თუ დრო­უ­ლად არა­ვინ და­გეხ­მა­რე­ბათ, და­ნარ­ჩე­ნი ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პოს­ტე­ბი მა­ინც გა­გამ­ხნე­ვებთ - რომ ცივ ზამ­თარ­ში სით­ბოს გა­რე­შე მარ­ტო არ ხართ...

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"რამდენი ხანი გელოდოთ შამპუნიანი თავით?!" - თბილისელები "ყაზტრანსგაზის" უპასუხისმგებლო მომსახურებაზე ჩივიან

"რამდენი ხანი გელოდოთ შამპუნიანი თავით?!" - თბილისელები "ყაზტრანსგაზის" უპასუხისმგებლო მომსახურებაზე ჩივიან

"რისთვის გინდათ ცხელი ხაზი??? ადამიანი რომ იგუდებოდეს კაციშვილი ვერ დაგიკავშირდებათ. ყველაზე სამარცხვინო და საშინელი მომსახურება გაქვთ!"

"კიდევ რამდენი ხანი გელოდოთ შამპუნიანი თავით?!"; "გაზი არ მაქვს სახლში. იქნებ გამაგებინოთ, რატომ არ მაქვს და სასწრაფოდ ჩართოთ. ტელეფონზე რომ დავრეკე თქვენთან, თურმე სამუშაო საათების და დღეების გათვალისწინებით ორშაბათამდე არ მუშაობთ! სასწრაფოდ ჩართეთ!"; "ან ცხელ ხაზზე მიპასუხოს ვინმემ ან აქ გამეცით პასუხი: როდის მოვა გაზი წყნეთში რუსთაველის ქუჩაზე. ასეთი უპასუხისმგებლობა შეიძლება, თქვენ ხომ არაფერი არ გადარდებთ!"; "12 საათიდან კი არა 00:00-დან აღარაა გაზის მოწოდება თემქაზე და ამას წერთ და აქვეყნებთ 12-13 საათის დაგვიანებით. უზნეობა და უპასუხისმგებლობაა ეს! ცხელი ხაზი თქვენ არ გიმუშავებთ და არაფერი..." - ამ ტიპის კომენტარებს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მრავლად შეხვდებით. აღშფოთებული აბონენტები კომპანიას მომსახურების ხარისხის და მოსახლეობასთან კომუნიკაციის უქონლობის გამო ჩივიან. როგორც აღმოჩნდა, სოციალური ქსელი გაზმომმარაგებელ კომპანიასთან საკომუნიკაციოდ, ფაქტობრივად, ერთადერთი საშუალებაა - "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცხელი ხაზი 240 40 04, მხოლოდ სამუშაო დღეებში, ისიც დილის 10:00 საღამოს 18:00-მდე იღებს აბონენტების პრეტენზიებს. დანარჩენ დროს კი ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების თუ ავარიის შესახებ ინფორმაციის დატოვება აბონენტებს "ფეისბუქის" გვერდზე შეუძლიათ.

როგორ მუშაობს იმ კომპანიის ცხელი ხაზი, რომელსაც თბილისელების თბილ ზამთარზე ზრუნვა ევალება? აბონენტების პრეტენზიების გადამოწმება AMBEBI.GE-მ სცადა. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცხელ ხაზზე საღამოს დავრეკეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია დაზიანების შესახებ. ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ დილით დავკავშირებოდით, რადგან საღამოს სამუშაოებს ვერავინ შეასრულებდა. მეორე დილით კვლავ დავრეკეთ. ოპერატორმა გადაგვამისამართა შესაბამისი რაიონის სერვისენტრთან. სერვისცენტრმა - ტექნიკურ დეპარტამენტში. იქ გვითხრეს, რომ საავარიო ჯგუფი დაზიანების ადგილზე ერთ საათში მივიდოდა. თუმცა, დღე ისე დასრულდა, რომ "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები ადგილზე არ გამოჩენილან. მომდევნო დილით ისევ დავრეკეთ ცხელ ხაზზე, ისევ დაგვპირდნენ, რომ ერთ საათში გაასწორებდნენ ხარვეზს. "ყასტრანსგაზის" ჯგუფი ადგილზე მხოლოდ მესამე დღეს, 14:00 საათზე გამოჩნდა…

მოგვიანებით, მოვახერხეთ დავკავშირებოდით "ყაზტრასგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველის თანაშემწეს. ნინო გოგიტიძის თქმით, თუ ინფორმაცია "ფეისბუქზე" ან საავარიო სამსახურშია მიწოდებული, ფაქტობრივად, გამორიცხულია რეაგირება დაუყოვნებლივ არ მოხდეს, თუმცა უშვებს იმას, რომ, შესაძლოა, ინფორმაცია არასწორად იქნა გადაცემული, რის გამოც აბონენტს დროულად ვერ აღუდგა გაზმომარაგება. "თუ ქოლ-ცენტრში ვერ გვიკავშირდებიან, გვწერენ "ფეისბუქზე". შესაბამისად, 09:00-20:00 საათამდე ხდება მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუმცა საღამოს საათებში რაიონების სერვის ცენტრები არ მუშაობენ, ამიტომ შესაძლოა გვიან შემოსულ ზარზე რეაგირება მოხდეს მეორე დღეს. შესაძლოა მისამართის გადაცემა დაგვიანდა და ამიტომ მოხდა შეფერხება. "ფეისბუქის" გვერდზე რომ მოეწერათ, მაშინვე იქნებოდა ინფორმაცია გადაცემული. ცხელი ხაზი ძალიან გადატვირთულია და ვერ ხდება ყველა ზარზე რეაგირება. ამიტომ, ვინც იქ ვერ რეკავს, გვწერს ფეისბუქზე და ჩვენ გადავცემთ შესაბამის სამსახურს" - ამბობს ნინო გოგიტიძე. მისივე თქმით, საავარიო სამსახურთან დაკავშირება, რომელიც გადაუდებელ შემთხვევებში ემსახურება აბონენტებს, შესაძლებელია ნომერზე 114.

ასე რომ, თუ მოულოდნელად გაზმომარაგება შეგიწყდათ, დახედეთ კალენდარს: თუ შაბათ-კვირა არაა, უკვე გაგიმართლათ, შესაძლოა, ვინმემ ყურად იღოს თქვენი გაჭირვება. ნუ ეცდებით ცხელ ხაზზე დაკავშირებას, პირდაპირ მიუჯექით კომპიუტერს და "ყაზტრანსგაზ-თბილისის" "ფეისბუქის" გვერდს მიაკითხეთ... თუ დროულად არავინ დაგეხმარებათ, დანარჩენი ფეისბუქმომხმარებლების პოსტები მაინც გაგამხნევებთ - რომ ცივ ზამთარში სითბოს გარეშე მარტო არ ხართ...

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია