სამთო კურორტებზე ხვალიდან პატრულირებას სამართალდამცავები დაიწყებენ

 სამთო კურორტებზე ხვალიდან პატრულირებას სამართალდამცავები დაიწყებენ

უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით სამთო კურორტებზე სამართალდამცავები პატრულირებას განახორციელებენ. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.

მისივე განმარტებით, შს მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. "შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება და უკვე ამ შაბათ-კვირას პატრული დაგხვდებათ აბსოლუტურად ყველა სამთო კურორტზე", - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მთავრობა სამთო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს განსახილველად 10 დღის ვადაში წარედგინება. ერთ-ერთი ცვლილებით, ნასვამ მოთხილამურეს სრიალის უფლება ჩამოერთმევა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია