სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რუსები "ბოინგის" ჩამომგდებებს იცილებენ?
რუსები "ბოინგის" ჩამომგდებებს იცილებენ?

"რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო იმ მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გე­ნერ­ლე­ბის ლიკ­ვი­და­ცია, რომ­ლე­ბიც 2014 წელს "ბუ­კის" სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტით უკ­რა­ი­ნის ცაში მა­ლა­ი­ზი­უ­რი სამ­გზავ­რო "ბო­ინ­გის" ჩა­მოგ­დე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ", - ასე­თი ვერ­სი­ე­ბი და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც ახა­ლი წლის დღე­ებ­ში ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვალ­ნენ რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო ჯა­რე­ბის (ВДВ) შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ალექ­სან­დრე შუ­შუ­კი­ნი და ГРУ-ს (გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო) უფ­რო­სი, გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კი იგორ სერ­გუ­ნი. ეჭვი იმა­ნაც გა­აძ­ლი­ე­რა, რომ შუ­შუ­კი­ნი მხო­ლოდ 52 წლის იყო, სერ­გუ­ნი კი 58-ის და ჯან­მრთე­ლო­ბას არც ერთი არ უჩი­ო­და. სა­მა­გი­ე­როდ, ორი­ვე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2014 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის და­პყრო­ბა­სა და დონ­ბას­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის წა­მო­წყე­ბა­ში.

თუკი ГРУ-ს უფ­რო­სი, გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კი იგორ სერ­გუ­ნი ამ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის ერთ-ერთი დამ­გეგ­მა­ვი გახ­ლდათ, სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო ჯა­რე­ბის შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ალექ­სან­დრე შუ­შუ­კი­ნი უშუ­ა­ლოდ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო ჯა­რე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბის გაშ­ლას ყი­რიმ­სა და დონ­ბას­ში. არც ერთი მათ­გა­ნის­თვის უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცია პირ­ვე­ლი არ ყო­ფი­ლა - მათ "მო­თელ­ვა" 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­ა­რეს. მა­შინ იგორ სერ­გუ­ნი რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვარ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და (ГРУ-ს უფ­რო­სად ის 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ნიშ­ნეს);

ალექ­სან­დრე შუ­შუ­კი­ნი 2008 წლის ომამ­დე გუ­და­უ­თა­ში 50-ე რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის მე­თა­უ­რი იყო და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბულ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში, 2009-2013 წლებ­ში კი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მე-4 რუ­სულ სა­ო­კუ­პა­ციო სამ­ხედ­რო ბა­ზას მე­თა­უ­რობ­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რუსები "ბოინგის" ჩამომგდებებს იცილებენ?

რუსები "ბოინგის" ჩამომგდებებს იცილებენ?

"რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო იმ მაღალჩინოსანი გენერლების ლიკვიდაცია, რომლებიც 2014 წელს "ბუკის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული რაკეტით უკრაინის ცაში მალაიზიური სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებას ხელმძღვანელობდნენ", - ასეთი ვერსიები დასავლურ მედიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახალი წლის დღეებში ერთმანეთის მიყოლებით მოულოდნელად გარდაიცვალნენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების (ВДВ) შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ალექსანდრე შუშუკინი და ГРУ-ს (გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო) უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ სერგუნი. ეჭვი იმანაც გააძლიერა, რომ შუშუკინი მხოლოდ 52 წლის იყო, სერგუნი კი 58-ის და ჯანმრთელობას არც ერთი არ უჩიოდა. სამაგიეროდ, ორივე აქტიურად მონაწილეობდა 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობასა და დონბასში საბრძოლო მოქმედებების წამოწყებაში.

თუკი ГРУ-ს უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ სერგუნი ამ რუსული სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი დამგეგმავი გახლდათ, საჰაერო-სადესანტო ჯარების შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ალექსანდრე შუშუკინი უშუალოდ ხელმძღვანელობდა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების დანაყოფების გაშლას ყირიმსა და დონბასში. არც ერთი მათგანისთვის უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული საბრძოლო ოპერაცია პირველი არ ყოფილა - მათ "მოთელვა" 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე გაიარეს. მაშინ იგორ სერგუნი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა (ГРУ-ს უფროსად ის 2011 წლის დეკემბერში დანიშნეს);

ალექსანდრე შუშუკინი 2008 წლის ომამდე გუდაუთაში 50-ე რუსული სამხედრო ბაზის მეთაური იყო და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში, 2009-2013 წლებში კი ცხინვალის რეგიონში მე-4 რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზას მეთაურობდა.

გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა