სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საბაჟოზე არსებულმა მდგომარეობამ აღაშფოთა
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საბაჟოზე არსებულმა მდგომარეობამ აღაშფოთა

ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მოლ­დო­ვას სა­ზღვარ­თან "კუ­ჩერ­გა­ნის" სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი მო­ი­ნა­ხუ­ლა. ჩი­ნოვ­ნი­კი აღაშ­ფო­თა არ­სე­ბულ­მა პრობ­ლე­მებ­მა, მე­სა­ზღვრე­ე­ბის მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­მა და მრა­ვალ­სა­ა­თი­ან­მა რი­გებ­მა. სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­ად­გი­ლეს­თან, იუ­ლია მა­რუ­შევ­სკა­ი­ას­თან ერ­თად მო­ი­ნა­ხუ­ლა ობი­ექ­ტი და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მხო­ლოდ ერთი გამ­შვე­ბი პუნ­ქტი მუ­შა­ობ­და. მან ასე­ვე ბრძა­ნე­ბა გას­ცა, რომ მო­ე­შო­რე­ბი­ნათ რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც აფერ­ხებ­და მან­ქა­ნე­ბის სწრა­ფად გას­ვლას და მი­ე­ხე­დათ სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის­თვის.

იხი­ლეთ ვი­დეო

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და პოს­ტში გა­იხ­სე­ნა, რომ ასე­თი­ვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ერთ დროს სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ვიდ­რე მის­მა მთავ­რო­ბამ არ გა­ა­მარ­ტი­ვა სა­ბა­ჟო პრო­ცე­დუ­რე­ბი და არ შე­მო­ი­ღო მოქ­ნი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სის­ტე­მა. "აი რა ხდე­ბა, როცა მთა­ვა­რი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი არ იპა­რა­ვენ და სხვას არ აძ­ლე­ვენ", - წერს სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საბაჟოზე არსებულმა მდგომარეობამ აღაშფოთა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საბაჟოზე არსებულმა მდგომარეობამ აღაშფოთა

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვას საზღვართან "კუჩერგანის" სასაზღვრო გამშვები პუნქტი მოინახულა. ჩინოვნიკი აღაშფოთა არსებულმა პრობლემებმა, მესაზღვრეების მძიმე სამუშაო პირობებმა და მრავალსაათიანმა რიგებმა. სააკაშვილმა მოადგილესთან, იულია მარუშევსკაიასთან ერთად მოინახულა ობიექტი და აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი მუშაობდა. მან ასევე ბრძანება გასცა, რომ მოეშორებინათ რკინის კონსტრუქცია, რომელიც აფერხებდა მანქანების სწრაფად გასვლას და მიეხედათ საპირფარეშოებისთვის.

იხილეთ ვიდეო

მოგვიანებით სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა შთაბეჭდილებების შესახებ და პოსტში გაიხსენა, რომ ასეთივე მძიმე მდგომარეობა იყო ერთ დროს საქართველოშიც, ვიდრე მისმა მთავრობამ არ გაამარტივა საბაჟო პროცედურები და არ შემოიღო მოქნილი მომსახურების სისტემა. "აი რა ხდება, როცა მთავარი ხელმძღვანელები არ იპარავენ და სხვას არ აძლევენ", - წერს საქართველოს ექს-პრეზიდენტი "ფეისბუქის" გვერდზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."