სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ დაარეგულირებს ონლაინ კაზინოების მუშაობას მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი რეგულაციები
როგორ დაარეგულირებს ონლაინ კაზინოების მუშაობას მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი რეგულაციები

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის მი­მართ შე­საძ­ლოა, მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამოქ­მედ­დეს. მთავ­რო­ბა სა­კი­თხის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შეს­წავ­ლას გეგ­მავს. კვი­რი­კაშ­ვი­ლის თქმით, მი­ი­ღე­ბენ ზო­მებს, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი ის ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­თა­მა­შო ბიზ­ნესს მო­აქვს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ნეტ-კა­ზი­ნო­ე­ბის ბიზ­ნე­სი დღეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლად გა­სა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი და პრობ­ლე­მუ­რი სფე­როა.

არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით, ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ებ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე ხდე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რე­გის­ტრა­ცია ყალ­ბი და ცრუ მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დეს. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც არას­რულ­წლოვ­ნე­ბი სა­თა­მა­შოდ სხვა ადა­მი­ა­ნის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მოწ­მო­ბას იყე­ნე­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არე­გუ­ლი­რე­ბენ სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო წე­სე­ბის შექ­მნას. ზოგი ინ­ტერ­ნეტ კა­ზი­ნო კლი­ენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს მისი რე­გის­ტრა­ცი­ის დროს სა­ხე­ლი­თა და პი­რა­დი ნომ­რით, თუმ­ცა არა­ნა­ი­რი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი არ არის მო­თხოვ­ნი­ლი იმის­თვის, რომ დად­გინ­დეს, შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა ერ­თმა­ნეთს სა­ხე­ლი და რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პი­რა­დო­ბის ნო­მე­რი. არ არ­სე­ბობს პრე­ვენ­ცი­უ­ლი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი იმი­სათ­ვის, რომ არ მოხ­დეს ფიქ­ტი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რა ტი­პის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა ინ­ტერ­ნეტ კა­ზი­ნო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და რო­გო­რი იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბის შემ­დგო­მი ქმე­დე­ბე­ბი. თა­ვად ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბი "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვე­ბენ. ექ­სპერ­ტე­ბი კი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე თან­ხმდე­ბი­ან. ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ია აღ­ნიშ­ნავს, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლი­თაც სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის მო­წეს­რი­გე­ბა მოხ­დე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია. "ეს არ ნიშ­ნავს, რომ ბიზ­ნესს ხელი შე­ეშ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რი საქ­მის კე­თე­ბა­ში. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში არის საკ­მა­ოდ ცუდი ბიზ­ნე­სი და არც თუ ისე გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს." ექ­სპერ­ტის­თვის ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, თუ რო­გორ მოხ­დე­ბა მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა და მისი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა, თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ ასა­კობ­რი­ვი თუ სხვა შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა სა­ჭი­როა.

გაგ­რძა­ლე­ბა

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ დაარეგულირებს ონლაინ კაზინოების მუშაობას მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი რეგულაციები

როგორ დაარეგულირებს ონლაინ კაზინოების მუშაობას მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი რეგულაციები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ონლაინ კაზინოების მიმართ შესაძლოა, მკაცრი რეგულაციები ამოქმედდეს. მთავრობა საკითხის საფუძვლიანად შესწავლას გეგმავს. კვირიკაშვილის თქმით, მიიღებენ ზომებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ზიანი, რომელიც სათამაშო ბიზნესს მოაქვს მოქალაქეებისთვის. საქართველოში ინტერნეტ-კაზინოების ბიზნესი დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაკონტროლებელი და პრობლემური სფეროა.

არსებული პრაქტიკით, ონლაინ-კაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ხდება, რაც საშუალებას იძლევა, რეგისტრაცია ყალბი და ცრუ მონაცემების საფუძველზე მოხდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები სათამაშოდ სხვა ადამიანის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას იყენებენ. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც არეგულირებენ საიდენტიფიკაციო წესების შექმნას. ზოგი ინტერნეტ კაზინო კლიენტის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი რეგისტრაციის დროს სახელითა და პირადი ნომრით, თუმცა არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არ არის მოთხოვნილი იმისთვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს სახელი და რეგისტრირებული პირადობის ნომერი. არ არსებობს პრევენციული კონტროლის მექანიზმები იმისათვის, რომ არ მოხდეს ფიქტიური მონაცემების გამოყენება.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ტიპის რეგულაციები ამოქმედდება ინტერნეტ კაზინოების წინააღმდეგ და როგორი იქნება მთავრობის შემდგომი ქმედებები. თავად ონლაინ კაზინოები ,,ბიზნესპრესნიუსთან“ რაიმე კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. ექსპერტები კი რეგულაციების ამოქმედების საჭიროებაზე თანხმდებიან. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, რომ რეგულაციები, რომლითაც სათამაშო ბიზნესის მოწესრიგება მოხდება, აუცილებელია. ,,ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესს ხელი შეეშლება რეალური საქმის კეთებაში. სიმართლე გითხრათ, ონლაინ კაზინოები მთელ მსოფლიოში არის საკმაოდ ცუდი ბიზნესი და არც თუ ისე გამართულად მუშაობს.“ ექსპერტისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ მოხდება მკაცრი რეგულაციების აღსრულება და მისი ადმინისტრირება, თუმცა მიაჩნია, რომ ასაკობრივი თუ სხვა შეზღუდვების დაწესება საჭიროა.

გაგრძალება

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია