სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ტაბულას" ჟურნალისტები რესტორანში მათზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს ყვებიან
"ტაბულას" ჟურნალისტები რესტორანში მათზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს ყვებიან

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტა­ბუ­ლას" ყო­ფილ და მოქ­მედ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე გუ­შინ სა­ღა­მოს რეს­ტო­რან "ჭაშ­ნა­გირ­ში" თავ­დას­ხმა მოხ­და. თავ­დას­ხმა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გვი­ან ღა­მით და­კი­თხეს. რო­გორც ისი­ნი ყვე­ბი­ან, ოთხი ახალ­გაზ­რდა ყო­ველ­გვა­რი სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბის გა­რე­შე, პირ­და­პირ გა­და­ვი­და მათ­ზე თავ­დას­ხმა­ზე: "მი­ნი­მა­ლუ­რი პრო­ვო­ცი­რე­ბაც არ ყო­ფი­ლა ჩვე­ნი მხრი­დან. შე­ვე­დით, დავ­სხე­დით, უკ­ნი­დან რა­ღაც კო­მენ­ტა­რე­ბი იყო, მაგ­რამ ჩავ­თვა­ლეთ რომ ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით არ ყო­ფი­ლა" - ყვე­ბა "ტა­ბუ­ლას" ერთ-ერთი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ლე­ვან სუ­თი­ძე "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

"იყო სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, და­ლე­წეს მთე­ლი რეს­ტო­რა­ნი, ინ­ვენ­ტა­რი, სკა­მე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი. ჩვენ­ზე თავ­დას­ხმა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფერს ნიშ­ნავს მეტს, უბ­რა­ლოდ, ეს ალ­ბათ და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მია, რაც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­იც­ვას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა ირაკ­ლი კიკ­ნა­ვე­ლი­ძემ.

"ტა­ბუ­ლას" წამ­ყვან­მა ლე­ვან სუ­თი­ძემ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა: "გა­მო­ვე­დით პო­ლი­ცი­ი­დან. არა­ვის ვუ­ცე­მი­ვარ, ვერ მო­ას­წრეს. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა მსგავ­სი რის­კის ქვეშ ვდგე­ბი, ამი­ტომ არა­ნა­ირ სტრესს არ გან­ვიც­დი. იალ­ბუ­ზი­ვით მშვი­დი და გო­რო­ზი ვარ. ვი­ნერ­ვი­უ­ლე მე­გობ­რის გამო, რო­მელ­საც სცე­მეს. უტვი­ნო, მო­ძა­ლა­დე ბნე­ლე­ბის, რო­მელ­საც სა­პატ­რი­არ­ქო აწარ­მო­ებს თა­ვის ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნულ ბაპ­ტის­ტე­რი­უ­მებ­ში, არას­დროს მე­ში­ნო­და, არც ახლა მე­ში­ნია და არც ხვალ შე­მე­შინ­დე­ბა. ძვი­რად და­უჯ­დე­ბათ. თუ მო­ძა­ლა­დე­ებს არა, იმათ, ვინც ცუ­დად გა­მო­ი­ძი­ებს."

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 125-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ტაბულას" ჟურნალისტები რესტორანში მათზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს ყვებიან

"ტაბულას" ჟურნალისტები რესტორანში მათზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს ყვებიან

ტელეკომპანია "ტაბულას" ყოფილ და მოქმედ ჟურნალისტებზე გუშინ საღამოს რესტორან "ჭაშნაგირში" თავდასხმა მოხდა. თავდასხმაზე გამოძიება უკვე დაწყებულია. დაზარალებული ჟურნალისტები გვიან ღამით დაკითხეს. როგორც ისინი ყვებიან, ოთხი ახალგაზრდა ყოველგვარი სიტყვიერი შელაპარაკების გარეშე, პირდაპირ გადავიდა მათზე თავდასხმაზე: "მინიმალური პროვოცირებაც არ ყოფილა ჩვენი მხრიდან. შევედით, დავსხედით, უკნიდან რაღაც კომენტარები იყო, მაგრამ ჩავთვალეთ რომ ჩვენი მისამართით არ ყოფილა" - ყვება "ტაბულას" ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ლევან სუთიძე "რუსთავი 2"-თან საუბარში.

იხილეთ ვიდეო

"იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დალეწეს მთელი რესტორანი, ინვენტარი, სკამები, აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენზე თავდასხმა აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს მეტს, უბრალოდ, ეს ალბათ დაუსჯელობის სინდრომია, რაც ქვეყანაში არსებობს. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ჟურნალისტები და ზოგადად, ადამიანის უფლებები", - განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი კიკნაველიძემ.

"ტაბულას" წამყვანმა ლევან სუთიძემ მოგვიანებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: "გამოვედით პოლიციიდან. არავის ვუცემივარ, ვერ მოასწრეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსგავსი რისკის ქვეშ ვდგები, ამიტომ არანაირ სტრესს არ განვიცდი. იალბუზივით მშვიდი და გოროზი ვარ. ვინერვიულე მეგობრის გამო, რომელსაც სცემეს. უტვინო, მოძალადე ბნელების, რომელსაც საპატრიარქო აწარმოებს თავის ანტიქრისტიანულ ბაპტისტერიუმებში, არასდროს მეშინოდა, არც ახლა მეშინია და არც ხვალ შემეშინდება. ძვირად დაუჯდებათ. თუ მოძალადეებს არა, იმათ, ვინც ცუდად გამოიძიებს."

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ