"შესაძლოა ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი მეც ვყოფილიყავი" - თინა ხიდაშელი სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

"შესაძლოა ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი მეც ვყოფილიყავი" - თინა ხიდაშელი სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე მწუხარებას გამოხატავს თურქეთში მომხდარი აფეთქების გამო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. ინგლისურენოვან პოსტში მინისტრი თავდაცვის სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით გამოთქვამს მწუხარებას

"შესაძლოა ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი მეც ვყოფილიყავი, რადგან სწორედ გასულ კვირაში ამ ულამაზესი ქალაქის ღირსშესანიშნაობების თვალიეებით ვტკბებოდი ჩემს ორ ვაჟთან და დედასთან ერთად.

ღრმად გწამდეთ, რომ საქართველო დგას თურქეთისა და დანარჩენი მსოფლიოს გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში" - წერს ფეისბუქის პოსტში თავდაცვის მინისტრი.

დღეს დილით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება ისტორიული "სულთანაჰმედის" მოედანზე მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ: პირველი კადრები სტამბოლის ცენტრიდან, სადაც აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს