"მონტანელები ბავშვის ცოდვას ვერ დაიდებენ"

"მონტანელები ბავშვის ცოდვას ვერ დაიდებენ"

"ყველამ კარგად იცით, რომ ბაბუ­ლიკებს­ ყოველთვის პიჟონებად ვთვლიდი და ვთვლი... ბაბულიკებს კი არ უნდა მივბაძოთ,­ უნდა გავუსწროთ," - ამ ფრაზებზე "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლებს მონტანელების დაჯგუფების 3 წევრი ახსენდებათ: ყირმისა, რომელსაც რატი ბაქრაძე განასახიერებს, ბეისბოლის ჯოხმომარჯვებული რაგნარა - ამ როლს თორნიკე ქინქლაძე ასრულებს და გრუშა­ - სანდრო მიკუჩაძე. "კვირის პალიტრა" სამივე "მონტანელს" გაესაუბრა.

თორნიკე ქინქლაძე: - მონტანელები იმიტომ გვქვია, რომ ტონი მონტანა, ფილმიდან "ნაიარევი სახე", ყირმისას კერპია. ჩემს პერსონაჟს რაგნარა ჰქვია. თავიდან ბეისბოლის ჯოხით რომ გამოჩნდა, ძალიან მოეწონა მაყურებელს და მას შემდეგ ბიტიანი რაგნარა ვარ. ფიცხია, ჩხუბი უყვარს. ბევრი მანერა მე შევძინე, ბევრიც გადასაღებ მოედანზე შეემატა. მაგალითად, კევის გამაღიზიანებლად ღეჭვა გადასაღებ მოედანზე ისწავლა. როგორც რაგნარა დადის, ზუსტად ისე დაქანაობს ბიძაჩემიც. როცა ამ როლში მნახა, გამეხუმრა, ჰონორარიდან პროცენტი უნდა გადამიხადოო. მაყურებელმა აიტაცა რაგნარას ფრაზა: "აუ, ჩავცხებ, რა!.." ძალიან პოპულარული გახდა ახალი წლის რაგნარასეული­ მილოცვაც: "ჰეპი ნიუ იარ, ბრატ!" ეს ფრაზაც მე მოვიფიქრე და საახალწლოდ მორთული ბიტით რამდენიმე პერსონაჟის ცემაც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.

- ცხოვრებაში როგორია თორნიკე ქინქლაძე?

- რაგნარასგან­ სრუ­ლიად განსხვავე­ბული... ბებიამ გამზარდა. დედისერთა ვარ. დედ-მამა ერთად არ ცხოვრობს. დედა უკვე 10 წელია, ემიგრანტია, იტალიაში­ ცხოვრობს. დაოჯახებული არ ვარ, მაგრამ ყუ­რებამდე­ ვარ შეყვარებული. ძალიან­ ეგოისტი ვარ პირად ცხოვრებაშიც...

სანდრო მიკუჩაძე:

- ჩემს პერსონაჟს­ გრუშა ჰქვია. როგორც ის ამბობს, მონტა­ნელობა ბედისწერაა. ერთ-ერთ სერიაში გრუშას შეყვარებული ეკაკო ეკითხება, რომელი ხილი გიყვარს ყველაზე მეტადო, ის კი პასუხობს, მსხალიო. ალბათ­, ამიტომაც ეძახიან გრუშას.

- გრუშა ეკაკოსთან ურთიერთობისას ბევრ კარგ თვისებას ამჟღავნებს...

- ვეცადე, წამომეწია ყველა ის დადებ­ითი თვისება, რაც მას აქვს - ქალის სიყვარული, ზრუნვა, მხარში დგომა­ და სხვ.

- ამ სერიალამდე მაყურებელი გიცნობდათ, როგორც ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილსა­ და მისი გზის გამგრძელებელს. ბატონი ჯემალი თუ გაძლევთ მითითებებს?

- კი, როგორ არა. მაგრამ მაინც რბილია... თუმცა­, ისეთ ზუსტ რჩევებს მაძლევს, კმაყოფილი ვრჩები. ადრე თეატრი უფრო მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს სერიალზე მუშაობამაც­ გამიტაცა - კამერით მოვიწამლე... რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი პერს­ო­ნაჟი დადებით ემოციებს იწვევს. ბავშვები თუ მოხუცები სიყვარულით მხვდებიან - გრუშა, როგორ გვიყვარხარო... ეს ძალიან მახარებს.

გაგრძელება

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება