ბორჯომში მე-12 კლასის მოსწავლემ თავი ჩამოიხრჩო. მოზარდი ბორჯომის #6 საჯარო სკოლაში სწავლობდა. გავრცელებული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათი განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სუიციდის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.