სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სიყვარულის დოქტრინა, როგორც პასუხი ჩვენს სულიერ კრიზისზე - ირაკლი კაკაბაძე
სიყვარულის დოქტრინა, როგორც პასუხი ჩვენს სულიერ კრიზისზე - ირაკლი კაკაბაძე

"დღეს უკვე მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ლა­პა­რა­კობს ჩვენს სუ­ლი­ერ სი­ღა­ტა­კე­ზე, რაც უკვე ღა­რი­ბე­ბის და ღა­ტა­კე­ბის პირ­და­პირ ხოც­ვა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ნა­ა­ხალ­წლევს მო­ხუ­ცი კაცი გა­ი­ყი­ნა დე­ლი­სის მეტ­როს­თან და ეს ერ­თა­დერ­თი ეშ­მე­თხვე­ვა არ არის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ სა­ში­ნე­ლი სუ­ლი­ერ სი­დუ­ხ­ჭი­რი­დან გა­მო­სა­ვალს ეძებს და ერთი ნა­წი­ლი მე­ო­რეს ადა­ნა­შა­უ­ლებს, მე­ო­რე მე­სა­მეს და პა­სუ­ხი კი არ ჩანს.

დღე­ვან­დე­ლო­ბის სა­ში­ნე­ლი სუ­ლი­ე­რი კრი­ზი­სი არა­ხა­ლია. მას უკვე დიდი ხა­ნია ვიმ­კით. თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ერ გა­მო­ფუტ­ვა­ზე ბევ­რი და­სავ­ლე­ლი და აღ­მო­სავ­ლე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი და მო­აზ­როვ­ნე წერ­და და წერს კი­დეც. დღეს უკვე დიდი ხა­ნია რაც ეგო­ცენ­ტრიზ­მი და მხო­ლოდ სა­კუ­თარ თა­ვა­ზე ზრუნ­ვა ით­ვლე­ბა უალ­ტე­ნა­ტი­ვო 'წარ­მა­ტე­ბის' გა­სა­ღე­ბად. დღს მთე­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი იქ­ნე­ბა იმის შე­სა­ხებ თუ რო­გორ ვი­ყოთ უფრო 'წარ­მა­ტე­ბუ­ლი' ეგო­ის­ტე­ბი, რო­გორ მო­ვა­ტყუ­ოთ 'სხვე­ბი', რო­გორ 'გა­ვი­მარ­ჯვოთ სა­ყო­ველ­თაო კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში' და რომ ეს ცხოვ­რე­ბა 'ყვე­ლას ომია ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ'. დიახ ამ ფსევ­დო-მეც­ნი­ე­რუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით დიდი ხა­ნია რაც მთე­ლი მსოფ­ლიო იწამ­ლე­ბა - ეს ფი­ლო­სო­ფია არ-ახა­ლია. 'რად­გან ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა ბო­რო­ტია - ჩვენ გვჭირ­დე­ბა ყოვ­ლის­შემ­ძლე ლე­ვი­ა­თა­ნის ხელი' - დიდი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტის, რო­მე­ლიც თით­ქოს ჩვენს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებს და­ა­ლა­გებს და სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მხო­ლოდ მდიდ­რებს და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლებს და­ი­ცავს ჩაგ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სიმ­რავ­ლი­სა­გან.

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაც სრუ­ლე­ბით არა-ადექ­ვა­ტუ­რია. რო­გორც დიდი ბრა­ზი­ლი­ე­ლი მეც­ნი­ე­რი პა­ო­ლო ფრე­ი­რე წერ­და, დღეს მხო­ლოდ 'სა­ბან­კო გა­ნათ­ლე­ბის მე­თოდს' აღი­ა­რებს ის­ტაბ­ლიშ­მენ­ტუ­რი სამ­ყა­რო, სა­დაც ადა­მი­ანს გარ­კვე­ულ დო­მი­ნა­ცი­ურ დოგ­მას ძა­ლა­დობ­რი­ვად შთა­ა­გო­ნებს სის­ტე­მა და აი­ძუ­ლებს რომ მო­ერ­გოს ერ­თმა­ნე­თის ჭა­მის ცხოვ­რე­ბის წესს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ყვე­ლაფ­რის სა­წყი­სი ის არის, რომ ადა­მი­ა­ნებს აში­ნე­ბენ სა­ყო­ველ­თაო უკ­მა­რი­სო­ბით - იმით რომ ტე­რი­ტო­რია, რე­სურ­სე­ბი და სი­ცო­ცხლეც კი არ არის საკ­მა­რი­სი დე­და­მი­წა­ზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის და ის მხო­ლოდ 'გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის' პა­ტა­რა ჯგუფს ერ­გე­ბა. ეს არის მთა­ვა­რი მცდა­რი აზრი ამ ფსევ­დო-მეც­ნი­ე­რულ დას­კვნებ­ში. ეს არის ის ხე­ლოვ­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა რო­მი­ლი­თაც მო­წამ­ლუ­ლია რო­გორც ერი, ასე­ვე ბერი. ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბის მთლი­ა­ნო­ბა სწო­რედ ამ პრინ­ცი­პის არას­წო­რი და დოგ­მა­ტუ­რი ჩა­დე­ბით ირ­ღვე­ვა - და ის ხდე­ბა და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხდე­ბა და­თი­თო­კა­ცე­ბუ­ლი. და ამ და­თი­თო­კა­ცე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია რომ ბან­დი­ტე­ბის, ქურ­დე­ბის ჯგუ­ფებ­მა ან ტრანს-ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა კორ­პო­რა­ცი­ებ­მა დიდი მო­გე­ბა ნა­ხონ გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი მი­ლი­არ­დო­ბით ადა­მი­ა­ნის ხარ­ჯზე. ესეც დიდი ხა­ნია რაც ხდე­ბა ჩვენს დე­და­მი­წა­ზე. მაგ­რამ, ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ო­ცარ პროგ­რესს მი­აღ­წი­ეს ბუ­ნე­ბის­მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში - დღეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის თე­ო­რია სა­ოც­რად წა­ვი­და წინ. ჩვენ არ­ნა­ხუ­ლი პროგ­რე­სი გვაქვს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში - და თუნ­დაც 50 წლის წინ ამის წარ­მოდ­გე­ნა რე­ა­ლუ­რად ჭირ­და.

მაშ რა­ტომ არ შეგ­ვიძ­ლია გა­დავძლი­ოთ იმ უკ­მა­რი­სო­ბის შიშს, რო­მე­ლიც გვაქ­ცევს პა­ტა­რა კა­ცუ­ნე­ბად - ჰა­ი­დე­გე­რის არა­რა­ო­ბა 'მან'-ად ან შარლ ბოდ­ლე­რის და­სა­ცინ 'ბურ­ჟუ­ად' ანაც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ლუ­არ­საბ თათ­ქა­რი­ძედ? დიახ, ეს უკ­მა­რი­სო­ბის შიში სრუ­ლი­ად ყალ­ბი და ხე­ლოვ­ნუ­რია. კა­ცობ­რი­ო­ბამ დიდი ხა­ნია და­ამ­ტკი­ცა რომ შიმ­ში­ლით დღეს არა­ვინ უნდა კვდე­ბო­დეს - და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ყო­ველ­დღი­უ­რად 22 ათას მარ­ტო ბავ­შვს ვკლავთ ყო­ველ­დღი­უ­რად. რა­ტომ ვართ ასე არას­ჭო­რად შე­ში­ნე­ბულ­ნი.

სა­კა­ცობ­რიო აზ­როვ­ნე­ბის დიდი შეც­დო­მა სწო­რედ ის არის რომ მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი და ჩვენს სა­უ­კუ­ნემ­დე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ხში­რად და ძა­ლი­ან ხში­რად უარ­ყო­ფი­ლია ჩვე­ნი ყო­ფი­ე­რე­ბის მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი ნა­წი­ლი - ცნო­ბი­ე­რე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც უტყუ­ა­რად და ინ­ტუ­ი­ტუ­რად გვე­უბ­ნე­ბა რომ რე­ა­ლუ­რად უსას­რუ­ლო სამ­ყა­რო­ში არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი უკ­მა­რი­სო­ბა და ის არც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს. ადა­მი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნიჭი იმ­ხე­ლაა, რომ ის უკ­მა­რი­სო­ბის ყვე­ლა ბა­რი­ერს ან­გრევს. შე­მოქ­მე­დი სამ­ყა­როს მთა­ვა­რი ძა­ლაა და ინ­სტიქ­ტია, რომ­ლის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ის არის რომ სი­ცო­ცხლის და სამ­ყა­როს უკ­მა­რი­სო­ბა გა­და­ლა­ხოს ყვე­ლა მო­ცე­მულ ეტაპ­ზე. ევო­ლუ­ცია არის მუდ­მი­ვად კრე­ა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი - სწო­რედ ამ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ენერ­გი­ის წყა­ლო­ბით აღ­წევს კა­ცობ­რი­ო­ბა ყვე­ლა­ნა­ირ პროგ­რესს.

დღეს ამ სუ­ლი­ერ კრი­ზის­შია რო­გორც ერი ასე­ვე ბერი - კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას ეწა­ფე­ბა ყვე­ლა ვი­საც უკ­მა­რი­სო­ბის ეში­ნია, და ცდი­ლობს ნივ­თე­ბით ამო­ივ­სოს ის სი­ცა­რი­ე­ლე, რომ­ლიც გა­ღა­ტა­კე­ბულ სულ­შია უკ­მა­რი­სო­ბის მუდ­მი­ვი ში­შის ქვეშ. ეს უკ­მა­რი­სო­ბის ში­შია ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი სი­ღა­ტა­კის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი.

სიკ­ვდი­ლის ში­შის ძრწო­ლით ატა­ნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი სწო­რე­დაც რომ ამ ყალ­ბი უკ­მა­რი­სო­ბის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნის მო­ნად იქ­ცე­ვა და ცდი­ლობს მხო­ლოდ სხვებ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში და ქიშპ­ში გა­და­ი­ტა­ნოს სა­კუ­თა­რი ცხვრე­ბი­სე­უ­ლი ენერ­გია. ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბის სის­ტე­მა არ არის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მრა­ვალ­ხმი­ა­ნი, ისე­ვე რო­გორც ეს ჩვენს ტრა­დი­ცი­ულ სიმ­ღე­რებ­შია. პო­ლი­ფო­ნი­უ­რი სიმ­რე­რა სოწრე­დაც რომ სამ­ყა­როს უსას­რუ­ლო­ბის აფირ­მა­ცი­აა - იმის ინ­ტუ­ი­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რომ არა­ნა­ი­რი უკ­მა­რი­სო­ბა რე­ა­ლუ­რად ჩვენს სამ­ყა­რო­ში არ არ­სე­ბობს.

სიყ­ვა­რულს სწო­რედ მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სამ­ყა­როს შეგ­რძნე­ბა უდევს სა­ფუძ­ველ­ში. და ეს სიყ­ვა­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია.

მხო­ლოდ მთლი­ა­ნია ადა­მი­ა­ნი - მრა­ვალ­ხმი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს რომ გა­დაძ­ლი­ოს ბურ­ჟუ­ას არ­სე­ბის სინ­დრომს და მხო­ლოდ ის შეძ­ლებს სამ­ყა­რო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სრულ­ფა­სოვ­ნად".

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სიყვარულის დოქტრინა, როგორც პასუხი ჩვენს სულიერ კრიზისზე - ირაკლი კაკაბაძე

სიყვარულის დოქტრინა, როგორც პასუხი ჩვენს სულიერ კრიზისზე - ირაკლი კაკაბაძე

"დღეს უკვე მთელი საზოგადოება ლაპარაკობს ჩვენს სულიერ სიღატაკეზე, რაც უკვე ღარიბების და ღატაკების პირდაპირ ხოცვაში გამოიხატება. ნაახალწლევს მოხუცი კაცი გაიყინა დელისის მეტროსთან და ეს ერთადერთი ეშმეთხვევა არ არის. საზოგადოება ამ საშინელი სულიერ სიდუხჭირიდან გამოსავალს ეძებს და ერთი ნაწილი მეორეს ადანაშაულებს, მეორე მესამეს და პასუხი კი არ ჩანს.

დღევანდელობის საშინელი სულიერი კრიზისი არახალია. მას უკვე დიდი ხანია ვიმკით. თანამედროვე ადამიანის სულიერ გამოფუტვაზე ბევრი დასავლელი და აღმოსავლელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე წერდა და წერს კიდეც. დღეს უკვე დიდი ხანია რაც ეგოცენტრიზმი და მხოლოდ საკუთარ თავაზე ზრუნვა ითვლება უალტენატივო 'წარმატების' გასაღებად. დღს მთელი სახელმძღვანელოები იქნება იმის შესახებ თუ როგორ ვიყოთ უფრო 'წარმატებული' ეგოისტები, როგორ მოვატყუოთ 'სხვები', როგორ 'გავიმარჯვოთ საყოველთაო კონკურენციაში' და რომ ეს ცხოვრება 'ყველას ომია ყველას წინააღმდეგ'. დიახ ამ ფსევდო-მეცნიერული მსოფლმხედველობით დიდი ხანია რაც მთელი მსოფლიო იწამლება - ეს ფილოსოფია არ-ახალია. 'რადგან ადამიანის ბუნება ბოროტია - ჩვენ გვჭირდება ყოვლისშემძლე ლევიათანის ხელი' - დიდი სახელმწიფო აპარატის, რომელიც თითქოს ჩვენს შორის ურთიერთობებს დაალაგებს და სინამდვილეში კი მხოლოდ მდიდრებს და პრივილეგირებულებს დაიცავს ჩაგრული ადამიანების სიმრავლისაგან.

განათლების სისტემაც სრულებით არა-ადექვატურია. როგორც დიდი ბრაზილიელი მეცნიერი პაოლო ფრეირე წერდა, დღეს მხოლოდ 'საბანკო განათლების მეთოდს' აღიარებს ისტაბლიშმენტური სამყარო, სადაც ადამიანს გარკვეულ დომინაციურ დოგმას ძალადობრივად შთააგონებს სისტემა და აიძულებს რომ მოერგოს ერთმანეთის ჭამის ცხოვრების წესს.

სინამდვილეში კი ყველაფრის საწყისი ის არის, რომ ადამიანებს აშინებენ საყოველთაო უკმარისობით - იმით რომ ტერიტორია, რესურსები და სიცოცხლეც კი არ არის საკმარისი დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისათვის და ის მხოლოდ 'გამარჯვებულების' პატარა ჯგუფს ერგება. ეს არის მთავარი მცდარი აზრი ამ ფსევდო-მეცნიერულ დასკვნებში. ეს არის ის ხელოვნური უკმარისობის ცნობიერება რომილითაც მოწამლულია როგორც ერი, ასევე ბერი. ადამიანის ცნობიერების მთლიანობა სწორედ ამ პრინციპის არასწორი და დოგმატური ჩადებით ირღვევა - და ის ხდება დაქუცმაცებული და შესაბამისად საზოგადოება ხდება დათითოკაცებული. და ამ დათითოკაცებულ საზოგადოებაში ძალიან მარტივია რომ ბანდიტების, ქურდების ჯგუფებმა ან ტრანს-ნაციონალურმა კორპორაციებმა დიდი მოგება ნახონ გაუბედურებული მილიარდობით ადამიანის ხარჯზე. ესეც დიდი ხანია რაც ხდება ჩვენს დედამიწაზე. მაგრამ, ადამიანებმა საოცარ პროგრესს მიაღწიეს ბუნებისმეცნიერებებში - დღეს კომუნიკაციების თეორია საოცრად წავიდა წინ. ჩვენ არნახული პროგრესი გვაქვს ტექნოლოგიებში - და თუნდაც 50 წლის წინ ამის წარმოდგენა რეალურად ჭირდა.

მაშ რატომ არ შეგვიძლია გადავძლიოთ იმ უკმარისობის შიშს, რომელიც გვაქცევს პატარა კაცუნებად - ჰაიდეგერის არარაობა 'მან'-ად ან შარლ ბოდლერის დასაცინ 'ბურჟუად' ანაც ილია ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძედ? დიახ, ეს უკმარისობის შიში სრულიად ყალბი და ხელოვნურია. კაცობრიობამ დიდი ხანია დაამტკიცა რომ შიმშილით დღეს არავინ უნდა კვდებოდეს - და მიუხედავად ამისა ყოველდღიურად 22 ათას მარტო ბავშვს ვკლავთ ყოველდღიურად. რატომ ვართ ასე არასჭორად შეშინებულნი.

საკაცობრიო აზროვნების დიდი შეცდომა სწორედ ის არის რომ მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული და ჩვენს საუკუნემდე გაგრძელებული ხშირად და ძალიან ხშირად უარყოფილია ჩვენი ყოფიერების მეტაფიზიკური ნაწილი - ცნობიერების ის ნაწილი, რომელიც უტყუარად და ინტუიტურად გვეუბნება რომ რეალურად უსასრულო სამყაროში არ არსებობს არანაირი უკმარისობა და ის არც შეიძლება არსებობდეს. ადამიანის შემოქმედებითი ნიჭი იმხელაა, რომ ის უკმარისობის ყველა ბარიერს ანგრევს. შემოქმედი სამყაროს მთავარი ძალაა და ინსტიქტია, რომლის მთავარი დანიშნულებაც ის არის რომ სიცოცხლის და სამყაროს უკმარისობა გადალახოს ყველა მოცემულ ეტაპზე. ევოლუცია არის მუდმივად კრეატიული პროცესი - სწორედ ამ შემოქმედებითი ენერგიის წყალობით აღწევს კაცობრიობა ყველანაირ პროგრესს.

დღეს ამ სულიერ კრიზისშია როგორც ერი ასევე ბერი - კერძო საკუთრებას ეწაფება ყველა ვისაც უკმარისობის ეშინია, და ცდილობს ნივთებით ამოივსოს ის სიცარიელე, რომლიც გაღატაკებულ სულშია უკმარისობის მუდმივი შიშის ქვეშ. ეს უკმარისობის შიშია ჩვენი სულიერი სიღატაკის მთავარი მიზეზი.

სიკვდილის შიშის ძრწოლით ატანილი თანამედროვე ადამიანი სწორედაც რომ ამ ყალბი უკმარისობის შესახებ წარმოდგენის მონად იქცევა და ცდილობს მხოლოდ სხვებთან კონკურენციაში და ქიშპში გადაიტანოს საკუთარი ცხვრებისეული ენერგია. ჩვენი დღევანდელი წარმოდგენების სისტემა არ არის მრავალფეროვანი და მრავალხმიანი, ისევე როგორც ეს ჩვენს ტრადიციულ სიმღერებშია. პოლიფონიური სიმრერა სოწრედაც რომ სამყაროს უსასრულობის აფირმაციაა - იმის ინტუიტური მტკიცებულება რომ არანაირი უკმარისობა რეალურად ჩვენს სამყაროში არ არსებობს.

სიყვარულს სწორედ მრავალხმიანი სამყაროს შეგრძნება უდევს საფუძველში. და ეს სიყვარული შემოქმედების საფუძველია.

მხოლოდ მთლიანია ადამიანი - მრავალხმიანი ადამიანი შეძლებს რომ გადაძლიოს ბურჟუას არსების სინდრომს და მხოლოდ ის შეძლებს სამყაროში განხორციელებას სრულფასოვნად".

ირაკლი კაკაბაძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს