უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - ზოგიერთ რაიონში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - ზოგიერთ რაიონში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, გუშინ ძლიერი ქარი - 25 მეტრი წამში, ქობულეთში დაფიქსირდა, ბათუმში 18 მეტრი წამში იყო, თბილისის აეროპორტში - 19 მეტრი წამში.

საქართველოში ქარი დღესაც შენარჩუნდება და მისი სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზოგან უფრო გაძლიერდება და წამში 20-25 მეტრს მიაღწევს, კერძოდ, თბილისის გარეუბნებში და კოლხეთის დაბლობზე. მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ქარბუქი. შავი ზღვის სანაპიროზე დღეს ქარი შესუსტდება.

10 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება. 11 იანვარს - 16 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 12 იანვარს - 18 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი შენარჩუნდება. გასულ ღამეს ძლიერად თოვდა და ახლაც გრძელდება თოვა რიკოთის უღელტეხილზე. ასევე თოვდა ბაკურიანსა და გუდაურში, თოვლი იყო მესტიაში, აჭარის მთიანეთში კი ზოგან თოვდა, ზოგან კი თოვლჭყაპი იყო.

11-12 იანვარს დასავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა 10 იანვარს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ ზოგან შესაძლოა შენარჩუნდეს წვიმა. შემდგომ, 13 იანვრის ჩათვლით უნალექო მზიანი ამინდი იქნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია