მცირე ბიზნესი ქართულად: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი - უკან

მცირე ბიზნესი ქართულად: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი - უკან

"მაღაზიის გახსნა ადვილია, მისი შენარჩუნება კი - ხელოვნება", - გვეუბნება ჩინური ანდაზა, თუმცა ეს სიტყვები ზედმიწვენით მიესადაგება ქართულ რეალობას: ჩვენთან ბიზნესის დაწყება იოლია, მაგრამ მის შენარჩუნებას და გაფართოებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. მცირე ბიზნესის პრობლემებზე საქართველოში ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ დრო გადის, მთავრობები იცვლებიან, პრობლემები კი - პრობლემებად რჩება.

ნინო კ.-ძე უკვე 15 წელია სურსათის მაღაზიის მფლობელია. როგორც ამბობს, ამ 15 წლის განმავლობაში ბევრი რამ გამოიარა, მაგრამ მის საქმიანობაში თითქმის არაფერი შეცვლილა. პრობლემებზე გულახდილად ჰყვება, თუმცა ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს.

"რაც ჩვენმა მთავრობებმა ამ 15 წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის განვითარებაზე ილაპარაკეს, მეოთხედიც რომ შესრულებულიყო, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. სიტყვით ყველა ხელისუფლება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე "ზრუნავს", საქმით კი - ყველაფერი სხვაგვარადაა. ამის ბრალია, რომ საქართველოში მცირე მეწარმეობა ვერ ვითარდება. პირადად ჩემი მდგომარეობა ერთ ცნობილ გამონათქვამს მაგონებს: "ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი - უკან". დღეს საქართველოში მცირე ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაშია და არანაირი შეღავათით არ სარგებლობს და ეს მაშინ, როცა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდებოდა", - გვეუბნება ნინო კ.-ძე.

საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამაზ ვაშაკიძეც აცხადებს, რომ ქვეყანაში მცირე ბიზნესის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფერი გაკეთებულა.

თამაზ ვაშაკიძე: "ვფიქრობ, რომ ამ ხალხის საკეთილდღეოდ თითქმის არაფერი შეცვლილა. საქართველოში ბიზნესს თან წველიან და თან მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებენ, ოღონდ მისგან როგორმე ფული ამოიღონ. ასე იყო წინა მთავრობების დროს, ასეა დღესაც. სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგაც აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. საქართველოში 150 ათასი სამეწარმეო სუბიექტია, 300 ათასი კი საბიუჯეტო ანგარიშზე მუშაობს. საიდან იღებენ ისინი ხელფასს? - ამ 150 ათასი კაცის შემოსავლიდან. საიდან იღებს 800 ათასი პენსიონერი თავის პენსიას? - ამ 150 ათასი მეწარმის ნაშრომიდან. ბიუჯეტის 82% საგადასახადო სისტემიდან ივსება - ისევ და ისევ მეწარმეების შემოსავლიდან. მე ვიცი არაერთი ფაქტი, თუ როგორ უყადაღებენ მათ ანგარიშებს მხოლოდ იმის გამო, რომ ინფორმაცია დროულად არ მიაწოდეს შესაბამის ორგანოებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია