4 იანვარს პატრიარქის 83 წლის იუბილის აღსანიშნავად, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის პატრიარქისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირები - პრეზიდენტი და პრემიერი დაესწრნენ.
მოგვიანებით, საპატიო სტუმრებმა საპატრიარქოში საზეიმო ტრაპეზზე გადაინაცვლეს, რომელიც პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილთან ერთად მიღებას მაკა ჩიჩუა ესწრებოდა, საქართველოს ახლადარჩეული პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი მარტო იმყოფებოდა საიუბილეო წვეულებაზე.