თურქეთის სანაპირო დაცვამ 57 მიგრანტი გადაარჩინა

თურქეთის სანაპირო დაცვამ 57 მიგრანტი გადაარჩინა

თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ეგეოსის ზღვაში საბერძნეთისკენ მიმავალი 57 მიგრანტი გადაარჩინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გემი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, მეჩეჩზე შეჯდა. 12 ადამიანი, მათ შორის სამი ავადმყოფი ბავშვი ვერტმფრენით გადაიყვანეს, დანარჩენები კი თევზსაჭერი გემებით ნაპირზე გაიყვანეს.

გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისრის მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, 2015 წელს ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის გავლით, მილიონ 573 ადამიანი შევიდა, ხოლო 3753 ადამიანი ჩაიძირა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა