თელავში პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 19 წლის მამაკაცი დააკავეს

თელავში პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 19 წლის მამაკაცი დააკავეს

პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თელავში ერთი 19 წლის პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19 109-ე მუხლებით დაიწყო, რაც შესაბამისად, განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევა თელავის პოლიციის შენობის ეზოში ცოტა ხნის წინ მოხდა. მოქალაქემ პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ