სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პირველობა ურთულესი მოვალეობაა" - პატრიარქს "ხალხის რჩეულის" ჯილდო გადაეცა
"პირველობა ურთულესი მოვალეობაა" - პატრიარქს "ხალხის რჩეულის" ჯილდო გადაეცა

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტამ სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო "ხალ­ხის რჩე­უ­ლი" და­ა­წე­სა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად, პირ­ვე­ლი სა­პა­ტიო ჯილ­დო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია მე­ო­რეს გა­და­ე­ცა. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­ი­მარ­თა. უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს, "ხალ­ხის რჩე­უ­ლის" ჯილ­დო სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტმა და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა გა­დას­ცა. ღო­ნის­ძი­ე­ბას თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი თედო კო­ბა­ხი­ძე, მომ­ღე­რა­ლი ნანი ბე­რეგ­ვა­ძე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სხვა პი­რე­ბი და­ეს­წრნენ. პატ­რი­არ­ქმა ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ პირ­ვე­ლო­ბა ურ­თუ­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა.

"დიდი მად­ლო­ბა ამ დიდი პა­ტი­ვის­თვის. პირ­ვე­ლო­ბა ურ­თუ­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა, პირ­ვე­ლი მუ­დამ სა­მიზ­ნეა და ამ 38 წლის მან­ძილ­ზე მე ვი­ყა­ვი და ვარ სა­მიზ­ნე. მინ­და უფრო მხატ­ვრუ­ლად გა­მოვ­სა­ხო ჩემი პირ­ვე­ლო­ბა. ცხვრის ფარა გი­ნა­ხავთ თქვენ, ცხვა­რი მი­დის და სულ ბო­ლო­ში არი­ან კოჭ­ლე­ბი. მე­ცხვა­რე შე­აბ­რუ­ნებს ცხვარს და კოჭ­ლე­ბი ხდე­ბი­ან პირ­ვე­ლე­ბი, აი ამას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი მე. პირ­ვე­ლო­ბა ძნე­ლია, მაგ­რამ ვი­ღაც ხომ უნდა იყოს სა­მიზ­ნე, ღმერ­თმა ეს მე მარ­გუ­ნა. ეკ­ლე­სი­ამ რთუ­ლი გზა გა­მო­ი­ა­რა, ჩემი პირ­ველ მი­ზა­ნი იყო გა­ვერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ერთ წი­ნას­წარ­მე­ტყველს ეუბ­ნე­ბა უფა­ლი, შენ ჩა­სა­ხუ­ლი არ იყა­ვი დე­დის მუ­ცელ­ში, რო­დე­საც მე შენ გიც­ნობ­დიო, ასე რომ ჩვენ გვიც­ნობს უფა­ლი. მად­ლო­ბელ­ნი ვართ უფ­ლის", - ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტის, და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ხალ­ხის რჩე­უ­ლის" ჯილ­დო ყო­ველ­წლი­უ­რი გახ­დე­ბა და ყო­ვე­ლი წლის ბო­ლოს ერთ რჩე­ულ პი­როვ­ნე­ბას გა­და­ე­ცე­მა.

"ხალ­ხის რჩე­უ­ლის" ჯილ­დო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტამ და­ა­წე­სა, გა­და­ე­ცა ჩვენს უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია მე­ო­რეს. სექ­ტემ­ბრი­დან 20 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და გა­მო­კი­თხვა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის 100 %-მა აღი­ა­რა, რომ ეს ჯილ­დო ეკუთ­ვნის ილია მე­ო­რეს. ჯილ­დო არის ყო­ველ­წლი­უ­რი და ყო­ვე­ლი წლის ბო­ლოს ის იმ ღირ­სე­ულ ადა­მი­ანს გა­და­ე­ცე­მა, ვი­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი აირ­ჩევს", - აღ­ნიშ­ნა და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"პირველობა ურთულესი მოვალეობაა" - პატრიარქს "ხალხის რჩეულის" ჯილდო გადაეცა

"პირველობა ურთულესი მოვალეობაა" - პატრიარქს "ხალხის რჩეულის" ჯილდო გადაეცა

საქართველოს კულტურის პალატამ სპეციალური ჯილდო "ხალხის რჩეული" დააწესა. საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად, პირველი საპატიო ჯილდო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია საპატრიარქოში გაიმართა. უწმინდესსა და უნეტარესს, "ხალხის რჩეულის" ჯილდო საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა გადასცა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრი თედო კობახიძე, მომღერალი ნანი ბერეგვაძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები დაესწრნენ. პატრიარქმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველობა ურთულესი მოვალეობაა.

"დიდი მადლობა ამ დიდი პატივისთვის. პირველობა ურთულესი მოვალეობაა, პირველი მუდამ სამიზნეა და ამ 38 წლის მანძილზე მე ვიყავი და ვარ სამიზნე. მინდა უფრო მხატვრულად გამოვსახო ჩემი პირველობა. ცხვრის ფარა გინახავთ თქვენ, ცხვარი მიდის და სულ ბოლოში არიან კოჭლები. მეცხვარე შეაბრუნებს ცხვარს და კოჭლები ხდებიან პირველები, აი ამას მივეკუთვნები მე. პირველობა ძნელია, მაგრამ ვიღაც ხომ უნდა იყოს სამიზნე, ღმერთმა ეს მე მარგუნა. ეკლესიამ რთული გზა გამოიარა, ჩემი პირველ მიზანი იყო გავერთიანებულიყავით. ერთ წინასწარმეტყველს ეუბნება უფალი, შენ ჩასახული არ იყავი დედის მუცელში, როდესაც მე შენ გიცნობდიო, ასე რომ ჩვენ გვიცნობს უფალი. მადლობელნი ვართ უფლის", - ბრძანა ილია მეორემ.

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, "ხალხის რჩეულის" ჯილდო ყოველწლიური გახდება და ყოველი წლის ბოლოს ერთ რჩეულ პიროვნებას გადაეცემა.

"ხალხის რჩეულის" ჯილდო, რომელიც საქართველოს კულტურის პალატამ დააწესა, გადაეცა ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა გამოკითხვა და საქართველოს მოსახლეობის თითქმის 100 %-მა აღიარა, რომ ეს ჯილდო ეკუთვნის ილია მეორეს. ჯილდო არის ყოველწლიური და ყოველი წლის ბოლოს ის იმ ღირსეულ ადამიანს გადაეცემა, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს", - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია