სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საჭმლის ფულს ძლივს ვშოულობ და ათასობით ლარი კოსმეტიკაში მივეცი" - ესთეტიკური მაქინაცია და მოტყუებული ქალები
"საჭმლის ფულს ძლივს ვშოულობ და ათასობით ლარი კოსმეტიკაში მივეცი" - ესთეტიკური მაქინაცია და მოტყუებული ქალები

კოს­მე­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წი­ლი გა­ყიდ­ვის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად აგ­რე­სი­ულ მარ­კე­ტინ­გულ კამ­პა­ნი­ას მი­მარ­თავს. ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია ისი­ნი ძვი­რა­დღი­რე­ბულ კოს­მე­ტი­კურ მომ­სა­ხუ­რე­ბას მომ­ხმა­რე­ბელს ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ჯერ "უფა­სოდ" სთა­ვა­ზო­ბენ, კომ­პა­ნი­ა­ში მი­სულს კი 2000-4000 ლა­რი­ა­ნი კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ყიდ­ვას "აი­ძუ­ლე­ბენ". ასე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი ბა­ზარ­ზე ბოლო დროს საკ­მა­ოდ მომ­რავ­ლდა. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობს რამ­დე­ნი­მე: "დე­შე­ლი", "რე­ნე­სან­სი" და სხვა. ისი­ნი კლი­ენტს სა­ხის გაწ­მენ­დის უფა­სო პრო­ცე­დუ­რას სთა­ვა­ზო­ბენ, რო­მე­ლიც თით­ქოს "მე­გობ­რის სა­ჩუ­ქა­რია", თუმ­ცა მე­გობ­რის ვი­ნა­ო­ბას არ ასახ­ლე­ბენ.

40 წლის მა­რი­ნა ხავ­თა­სი ამ­ბობს, რომ ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მას კომ­პა­ნია "რე­ნე­სან­სი­დან" და­უ­რე­კეს და შეს­თა­ვა­ზეს უფა­სო პრო­ცე­დუ­რა, რა­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხმდა. კომ­პა­ნი­ა­ში მი­სულს საკ­მა­ოდ გა­ურ­კვე­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცია დახდვა. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ამ­ბობს, მას 1 სა­ათ­ზე მეტ­ხანს არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ უარი არ უნდა ეთ­ქვა "სულ რა­ღაც 2000-ლა­რი­ან კოს­მე­ტი­კა­ზე, რო­მელ­საც "რე­ნე­სან­სი" კლი­ენ­ტებს ფას­დაკ­ლე­ბით სთა­ვა­ზობს".

"რო­გორც კი კა­ბი­ნეტ­ში შე­ვე­დი, კოს­მე­ტო­ლოგ­მა ერთი შე­ხედ­ვით "შე­ა­ფა­სა" ჩემი კა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა და მი­თხრა, რომ მაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა და კომ­პა­ნი­ის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა უნდა მი­მე­ღო. მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა­საც მალე შე­უდ­გა, ჯერ ნა­ხე­ვა­რი სა­ხის, რო­მელ­საც ნა­ხე­ვარ სა­ათ­ზე მეტი მო­ან­დო­მა. თა­ნაც ის­ტე­რი­კუ­ლად ჩამ­ჩი­ჩი­ნებ­და, რომ ქა­ლებ­მა უარი არ უნდა ვთქვათ ამ სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე, იმის მი­უ­ხე­და­ვა­დაც, რომ შე­იძ­ლე­ბა მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სი გვქონ­დეს ან სუ­ლაც უმუ­შე­ვა­რი ვიყო. შემ­დეგ კომ­პა­ნი­ის სხვა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­მო­ვი­და, რო­მე­ლიც ასე­ვე ცდი­ლობ­და ჩემს და­ყო­ლი­ე­ბას, რომ 2000 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა მე­ყი­და. არ ვიცი, რო­გორ გა­ვუ­ძე­ლი და სეს­ხის აღე­ბას არ დავ­თან­ხმდი", - ამ­ბობს მა­რი­ნა ხავ­თა­სი.

მის­გან გან­სხვა­ვე­ბით კომ­პა­ნი­ის ბა­დე­ში ბევ­რი გა­ე­ბა. "რამ­დე­ნი­მე თვეა, გან­ვა­დე­ბით შე­ძე­ნი­ლი კოს­მე­ტი­კის სა­ფა­სურს ვიხ­დი. სულ 3000 ლა­რამ­დეა. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წი­ნა­შე ახლა მრცხვე­ნია. საჭ­მლის ფულს ძლივს ვშო­უ­ლობ და ათა­სო­ბით ლარი კოს­მე­ტი­კა­ში მი­ვე­ცი. სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი ადა­მი­ა­ნი მარ­წმუ­ნებ­და ამ სეს­ხის აღე­ბას. არ მო­მეშ­ვნენ, იმ­დე­ნი გა­ა­კე­თეს, რომ თავი უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი. საკ­ვირ­ვე­ლი კი ისაა, რომ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, უამ­რა­ვი პენ­სი­ო­ნე­რი კლი­ენ­ტი გვყავს, რომ­ლებ­საც პენ­სი­ის გარ­და სხვა შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვთ, მაგ­რამ სი­ლა­მა­ზე­ში ფუ­ლის გა­დახ­და არ ენა­ნე­ბა­თო. ჰიპ­ნო­ზი­ვი­თაა, ხელს აწერ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად. გა­მო­დი­ხარ და ხვდე­ბი, რომ შარ­ში გა­ეხ­ვიე, რომ შენს ოჯახს შე­მო­სა­ვა­ლი და­ა­კე­ლი. გრცხვე­ნია კი­დეც, მაგ­რამ ამას რომ გა­აც­ნო­ბი­ე­რებ, უკვე გვი­ა­ნაა", - ამ­ბობს 36 წლის თეა თუ­აშ­ვი­ლი.

არა­ნაკ­ლებ სა­გან­გა­შოა ის, რომ სქე­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ბან­კე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ "შე­კე­რილ" კლი­ენ­ტებს უპ­რობ­ლე­მოდ უმ­ტკი­ცე­ბენ გან­ვა­დე­ბას. რო­გორც ჩანს, კომ­პა­ნი­ა­ში შემ­თხვე­ვით მი­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის ცდუ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად დი­დია, რად­გან უშე­მო­სავ­ლო ან მწირ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ოჯა­ხის­თვის 2000-ლა­რი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის­თვის დიდ პრობ­ლე­მად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს.

მა­რი­კა გო­გო­ხია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"საჭმლის ფულს ძლივს ვშოულობ და ათასობით ლარი კოსმეტიკაში მივეცი" - ესთეტიკური მაქინაცია და მოტყუებული ქალები

"საჭმლის ფულს ძლივს ვშოულობ და ათასობით ლარი კოსმეტიკაში მივეცი" - ესთეტიკური მაქინაცია და მოტყუებული ქალები

კოსმეტიკური კომპანიების ნაწილი გაყიდვის წასახალისებლად აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას მიმართავს. ბოლო რამდენიმე წელია ისინი ძვირადღირებულ კოსმეტიკურ მომსახურებას მომხმარებელს ტელეფონის საშუალებით ჯერ "უფასოდ" სთავაზობენ, კომპანიაში მისულს კი 2000-4000 ლარიანი კოსმეტიკური საშუალებების ყიდვას "აიძულებენ". ასეთი კომპანიები ბაზარზე ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა. განსაკუთრებით აქტიურობს რამდენიმე: "დეშელი", "რენესანსი" და სხვა. ისინი კლიენტს სახის გაწმენდის უფასო პროცედურას სთავაზობენ, რომელიც თითქოს "მეგობრის საჩუქარია", თუმცა მეგობრის ვინაობას არ ასახლებენ.

40 წლის მარინა ხავთასი ამბობს, რომ ამ რამდენიმე დღის წინ მას კომპანია "რენესანსიდან" დაურეკეს და შესთავაზეს უფასო პროცედურა, რასაც სიამოვნებით დათანხმდა. კომპანიაში მისულს საკმაოდ გაურკვეველი სიტუაცია დახდვა. როგორც ქალბატონი მარინა ამბობს, მას 1 საათზე მეტხანს არწმუნებდნენ, რომ უარი არ უნდა ეთქვა "სულ რაღაც 2000-ლარიან კოსმეტიკაზე, რომელსაც "რენესანსი" კლიენტებს ფასდაკლებით სთავაზობს".

"როგორც კი კაბინეტში შევედი, კოსმეტოლოგმა ერთი შეხედვით "შეაფასა" ჩემი კანის მდგომარეობა და მითხრა, რომ მაქვს სერიოზული პრობლემა და კომპანიისგან შემოთავაზება უნდა მიმეღო. მაკიაჟის გაკეთებასაც მალე შეუდგა, ჯერ ნახევარი სახის, რომელსაც ნახევარ საათზე მეტი მოანდომა. თანაც ისტერიკულად ჩამჩიჩინებდა, რომ ქალებმა უარი არ უნდა ვთქვათ ამ სიამოვნებაზე, იმის მიუხედავადაც, რომ შეიძლება მიზერული ხელფასი გვქონდეს ან სულაც უმუშევარი ვიყო. შემდეგ კომპანიის სხვა წარმომადგენელი შემოვიდა, რომელიც ასევე ცდილობდა ჩემს დაყოლიებას, რომ 2000 ლარად ღირებული პროცედურა მეყიდა. არ ვიცი, როგორ გავუძელი და სესხის აღებას არ დავთანხმდი", - ამბობს მარინა ხავთასი.

მისგან განსხვავებით კომპანიის ბადეში ბევრი გაება. "რამდენიმე თვეა, განვადებით შეძენილი კოსმეტიკის საფასურს ვიხდი. სულ 3000 ლარამდეა. ჩემი ოჯახის წევრების წინაშე ახლა მრცხვენია. საჭმლის ფულს ძლივს ვშოულობ და ათასობით ლარი კოსმეტიკაში მივეცი. საათნახევრის განმავლობაში ორი ადამიანი მარწმუნებდა ამ სესხის აღებას. არ მომეშვნენ, იმდენი გააკეთეს, რომ თავი უხერხულად ვიგრძენი. საკვირველი კი ისაა, რომ მეუბნებოდნენ, უამრავი პენსიონერი კლიენტი გვყავს, რომლებსაც პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვთ, მაგრამ სილამაზეში ფულის გადახდა არ ენანებათო. ჰიპნოზივითაა, ხელს აწერ გაუცნობიერებლად. გამოდიხარ და ხვდები, რომ შარში გაეხვიე, რომ შენს ოჯახს შემოსავალი დააკელი. გრცხვენია კიდეც, მაგრამ ამას რომ გააცნობიერებ, უკვე გვიანაა", - ამბობს 36 წლის თეა თუაშვილი.

არანაკლებ საგანგაშოა ის, რომ სქემის განხორციელებაში ბანკებიც მონაწილეობენ, რომლებიც კომპანიის წარმომადგენლების მიერ "შეკერილ" კლიენტებს უპრობლემოდ უმტკიცებენ განვადებას. როგორც ჩანს, კომპანიაში შემთხვევით მისული ქალბატონებისთვის ცდუნება ნამდვილად დიდია, რადგან უშემოსავლო ან მწირშემოსავლიანი ოჯახისთვის 2000-ლარიანი ფინანსური ვალდებულება ოჯახისთვის დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს.

მარიკა გოგოხია

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია