სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოების ცნობილმა სახეებმა გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს
საზოგადოების ცნობილმა სახეებმა გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს

ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე ელე­ნე ხოშ­ტა­რია ავ­რცე­ლებს, რო­მელ­მაც პრე­ზი­დენ­ტის სა­ხელ­ზე მი­მარ­თვა დღეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა.

"ჩვენ გან­სხა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გვა­ერ­თი­ა­ნებს მო­საზ­რე­ბა, რომ გიგი უგუ­ლა­ვას პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნა არა­სა­მარ­თლი­ა­ნი და ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნოა. გვსურს გა­გაც­ნოთ რიგი მო­საზ­რე­ბე­ბი, რაც კი­თხვებს გვი­ჩენს საქ­მის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა­ზე და რის სა­ფუძ­ველ­ზეც მისი პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნა სას­ჯე­ლის გა­უ­მარ­თლე­ბელ და არაპ­რო­პორ­ცი­ულ ზო­მად მიგ­ვაჩ­ნია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ნა­წილ­მა პრე­ზი­დენტს გიგი უგუ­ლა­ვას შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა

მის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე არა­ერ­თგზის და­ირ­ღვა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს შიდა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­ში­რი­სო აქ­ტე­ბით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი. ქა­ლა­ქის მე­რად პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­უ­ლი გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბი­ლი ნორ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე მხო­ლოდ პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შუ­ა­ღა­მი­სას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სა­სა­მარ­თლომ გა­და­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი მთავ­რო­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მო­რა­ტო­რი­უ­მის პე­რი­ოდ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად, პა­ტიმ­რო­ბის სა­ერ­თო ვადა 9 თვეს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს, მან 1 წელი და 3 თვე წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რა. გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი კი­თხვა გაჩ­ნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში ჩა­რე­ვის შე­სა­ხებ. ნა­თე­ლი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სა­კონ­სტი­ტუ­ციო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის, შემ­დეგ კი მისი აღ­სრუ­ლე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის მცდე­ლო­ბა. მე­ო­რეს მხრივ, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით წა­რი­მარ­თა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს პრო­ცე­სი.

მო­სა­მარ­თლემ 80 ტო­მი­ან საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც 120-მდე მოწ­მე და­ი­კი­თხა, ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას­თვის სა­ბო­ლოო სი­ტყვის მო­სამ­ზა­დებ­ლად დრო­ის მი­უ­ცემ­ლად გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა სა­თათ­ბი­რო ოთახ­ში გას­ვლი­დან 4 სა­ათ­ში, ღა­მის 10 სა­ა­თის შემ­დეგ. შე­დე­გად, გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა მხო­ლოდ 23 სა­ა­თი იყო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გვრჩე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, არა­მედ გიგი უგუ­ლა­ვას პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის ინ­ტე­რე­სით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და", - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

მას­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ყუ­რადსა­ღე­ბია ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა, სა­დაც ანა­ლო­გი­ურ საქ­მე­ებ­ზე პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად მოყ­ვა­ნი­ლია ბორ­დოს ყო­ფი­ლი მე­რის ალან ჟუ­პეს საქ­მე, რო­მელ­საც ანა­ლო­გი­უ­რი ბრალ­დე­ბი­სას პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის ვა­დით შე­ე­ფარ­და.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ გიგი უგუ­ლა­ვას პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­მოშ­ვე­ბა ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯ­ზეც პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს. ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა­გან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თგზის გა­კე­თე­ბუ­ლა გან­ცხა­დე­ბა მისი პა­ტიმ­რო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი­სა და დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ. გარ­და ცალ­კე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უგუ­ლა­ვას საქ­მე­ზე სა­უ­ბა­რია აშშ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ წლი­ურ ან­გა­რიშ­ში, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის რე­ზო­ლუ­ცი­ა­სა და ეუ­თოს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რიშ­ში.

ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ევ­რო­პის საბ­ჭოს წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტე­ტის ან­გა­რი­ში, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია გიგი უგუ­ლა­ვას პა­ტიმ­რო­ბის არაჰუ­მა­ნურ პი­რო­ბებ­ზე და ხა­სი­ათ­დე­ბა, რო­გორც არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი. გა­აგ­რძე­ლებს თუ არა გიგი უგუ­ლა­ვა პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, ჩვე­ნი ზრუნ­ვის სა­გა­ნი ვერ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, მიგ­ვაჩ­ნია, რომ მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებ­ზე. თქვენ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე მაღ­ლა დგა­ხართ. მიგ­ვაჩ­ნია, რომ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ თქვენ­თვის კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი შე­წყა­ლე­ბის, რო­გორც ჰუ­მა­ნუ­რი აქ­ტის, უფ­ლე­ბა და შე­ი­წყა­ლოთ გიგი უგუ­ლა­ვა", - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

მი­მარ­თვას ხელს წე­რენ: გი­ორ­გი ხოშ­ტა­რია, ნანი ბრეგ­ვა­ძე, მა­ნა­ნა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე, გელა ჩარ­კვი­ა­ნი, ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი, ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი, ზაალ კო­კა­ია, მალ­ხაზ სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძე, ლაშა ბუ­ღა­ძე, დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, დათო საყ­ვა­რე­ლი­ძე, რატი ამაღ­ლო­ბე­ლი, ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლი, თა­მარ გურ­ჩი­ა­ნი, თა­მარ (თათა) ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი, თიკო ცო­მა­ია, ნინო ევ­გე­ნი­ძე, ბაია პა­ტა­რა­ია, ნი­ნია კა­კა­ბა­ძე, ელე­ნე ხოშ­ტა­რია, ნინო და­ნე­ლია, ნინო კიკ­ნა­ძე, გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე, ზაალ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლი, ნუნუ გა­ბუ­ნია, მა­რი­კო კვა­ლი­აშ­ვი­ლი, მაყ­ვა­ლა გო­ნაშ­ვი­ლი, ოლეგ ხუ­ბაშ­ვი­ლი, გია ნო­დია, ირი­ნა პო­პი­აშ­ვი­ლი, ნინო ზამ­ბა­ხი­ძე, ეკა მა­მა­ლა­ძე, ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლი, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი, ნინო კირ­თა­ძე, გუგა კო­ტე­ტიშ­ვი­ლი, მა­ცა­ცო სე­ფის­კვე­რა­ძე, ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რი, გოგი-ალექ­სი მეს­ხიშ­ვი­ლი, თა­მარ ჩხე­ი­ძე, ლია ლო­რია, ნიკო ცე­ცხლა­ძე, ოლეგ ტიმ­ჩენ­კო, მი­ხე­ილ შენ­გე­ლია, ეთერ ჭკა­დუა, ლე­ვან ადა­მია, ნი­ნია ახვლე­დი­ა­ნი, ეთერ (ბაია) გა­და­ბა­ძე, ლაშა ბაქ­რა­ძე, ინგა გრი­გო­ლია, ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი, რეზი არ­ვე­ლა­ძე, არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძე, შოთა არ­ვე­ლა­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საზოგადოების ცნობილმა სახეებმა გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს

საზოგადოების ცნობილმა სახეებმა გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანათავმჯდომარე ელენე ხოშტარია ავრცელებს, რომელმაც პრეზიდენტის სახელზე მიმართვა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩააბარა.

"ჩვენ განსხავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, გვაერთიანებს მოსაზრება, რომ გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა არასამართლიანი და ქვეყნისთვის საზიანოა. გვსურს გაგაცნოთ რიგი მოსაზრებები, რაც კითხვებს გვიჩენს საქმის მიუკერძოებლობაზე და რის საფუძველზეც მისი პატიმრობაში ყოფნა სასჯელის გაუმართლებელ და არაპროპორციულ ზომად მიგვაჩნია. საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილმა პრეზიდენტს გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით მიმართა

მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე არაერთგზის დაირღვა როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული საერთაშირისო აქტებით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ქალაქის მერად პირდაპირი წესით არჩეული გიორგი უგულავა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე მხოლოდ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე შუაღამისას თანამდებობიდან სასამართლომ გადააყენა, შემდეგ კი მთავრობის მიერ გამოცხადებული საარჩევნო მორატორიუმის პერიოდში დაკავებული იქნა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, პატიმრობის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, მან 1 წელი და 3 თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა. გიორგი უგულავას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისი კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი კითხვა გაჩნდა ხელისუფლების მიერ სასამართლო პროცესში ჩარევის შესახებ. ნათელი იყო ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო გადაწყვეტილების, შემდეგ კი მისი აღსრულების გაჭიანურების მცდელობა. მეორეს მხრივ, დაჩქარებული წესით წარიმართა საქალაქო სასამართლოს პროცესი.

მოსამართლემ 80 ტომიან საქმეზე, რომელზეც 120-მდე მოწმე დაიკითხა, ბრალდებულ გიორგი უგულავასთვის საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად დროის მიუცემლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა სათათბირო ოთახში გასვლიდან 4 საათში, ღამის 10 საათის შემდეგ. შედეგად, გიორგი უგულავა მხოლოდ 23 საათი იყო გათავისუფლებული. შთაბეჭდილება გვრჩება, ხელისუფლება არა კანონის უზენაესობის, არამედ გიგი უგულავას პატიმრობაში დატოვების ინტერესით ხელმძღვანელობდა", - ნათქვამია მიმართვაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ყურადსაღებია ევროპული სასამართლო პრაქტიკა, სადაც ანალოგიურ საქმეებზე პატიმრობის გამოყენება არ ხდება. მაგალითად მოყვანილია ბორდოს ყოფილი მერის ალან ჟუპეს საქმე, რომელსაც ანალოგიური ბრალდებისას პირობითი სასჯელი წელიწად-ნახევრის ვადით შეეფარდა.

"მიგვაჩნია, რომ გიგი უგულავას პატიმრობიდან გამოშვება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზეც პოზიტიურ გავლენას იქონიებს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისაგან და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არაერთგზის გაკეთებულა განცხადება მისი პატიმრობის პოლიტიკური ხასიათისა და დარღვევების შესახებ. გარდა ცალკეული განცხადებებისა, აღსანიშნავია, რომ უგულავას საქმეზე საუბარია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ წლიურ ანგარიშში, ევროპარლამენტში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასა და ეუთოს სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში, რომელშიც საუბარია გიგი უგულავას პატიმრობის არაჰუმანურ პირობებზე და ხასიათდება, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი. გააგრძელებს თუ არა გიგი უგულავა პოლიტიკურ მოღვაწეობას, ჩვენი ზრუნვის საგანი ვერ იქნება, თუმცა, მიგვაჩნია, რომ მის გათავისუფლებას პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებზე. თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის მიხედვით პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა დგახართ. მიგვაჩნია, რომ უნდა გამოიყენოთ თქვენთვის კანონით მინიჭებული შეწყალების, როგორც ჰუმანური აქტის, უფლება და შეიწყალოთ გიგი უგულავა", - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელს წერენ: გიორგი ხოშტარია, ნანი ბრეგვაძე, მანანა დოიჯაშვილი, ზურაბ კიკნაძე, გელა ჩარკვიანი, ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ზაალ კოკაია, მალხაზ სონღულაშვილი, რუსუდან გოცირიძე, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, დათო საყვარელიძე, რატი ამაღლობელი, ქეთი ხუციშვილი, თამარ გურჩიანი, თამარ (თათა) ცოფურაშვილი, თიკო ცომაია, ნინო ევგენიძე, ბაია პატარაია, ნინია კაკაბაძე, ელენე ხოშტარია, ნინო დანელია, ნინო კიკნაძე, გიორგი მაისურაძე, ზაალ ანდრონიკაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, ნუნუ გაბუნია, მარიკო კვალიაშვილი, მაყვალა გონაშვილი, ოლეგ ხუბაშვილი, გია ნოდია, ირინა პოპიაშვილი, ნინო ზამბახიძე, ეკა მამალაძე, ნიკა მემანიშვილი, დავით დოიაშვილი, ნინო კირთაძე, გუგა კოტეტიშვილი, მაცაცო სეფისკვერაძე, ბაკურ სულაკაური, გოგი-ალექსი მესხიშვილი, თამარ ჩხეიძე, ლია ლორია, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მიხეილ შენგელია, ეთერ ჭკადუა, ლევან ადამია, ნინია ახვლედიანი, ეთერ (ბაია) გადაბაძე, ლაშა ბაქრაძე, ინგა გრიგოლია, ნინო ჟიჟილაშვილი, რეზი არველაძე, არჩილ არველაძე, შოთა არველაძე.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."