სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ" - რატომ თქვა ექიმობაზე უარი და სად გაიცნო მომავალი მეუღლე გიორგი კვირიკაშვილმა?
"სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ" - რატომ თქვა ექიმობაზე უარი და სად გაიცნო მომავალი მეუღლე გიორგი კვირიკაშვილმა?

"კი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი ინა­ხავს მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის ვრცელ ინ­ტერ­ვი­უს, რო­მელ­შიც სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უბ­რობს. ინ­ტერ­ვიუ მისი მე­უღ­ლის მო­ნა­ყო­ლით იწყე­ბა. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას არ­ქი­ვი­დან:

მაკა ცი­ნა­ძე, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე:

- მე და გი­ორ­გიმ ერ­თმა­ნე­თი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში გა­ვი­ცა­ნით. ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. 1990 წელს ინ­სტი­ტუტს ვამ­თავ­რებ­დით, რო­დე­საც დავ­ქორ­წინ­დით. 4 შვი­ლი გვყავს - ნინო და ანა, სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას სწავ­ლო­ბენ იე­სემ­ში. გი­ორ­გი მე­თერ­თმე­ტე კლას­შია, უმ­ცრო­სი ნი­კო­ლო­ზი კი პირ­ველკ­ლა­სე­ლი. რო­დე­საც გი­ორ­გი მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად და­ა­სა­ხე­ლეს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი გვქონ­და. მისი ვაჟი, გი­ორ­გი, მე­უბ­ნე­ბა, რომ მა­მის წარ­დგე­ნა მი­ნის­ტრის პოსტზე ნა­ხევ­რად გა­უ­ხარ­და. ნინო და ანა კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მა­მას ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა და რთულ საქ­მეს მოჰ­კი­და ხელი.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი:

- ხა­სი­ა­თით უმ­ცრო­სი ვაჟი, ნიკა მგავს, ყვე­ლაფ­რის სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად გა­კე­თე­ბა უყ­ვარს და გაბ­რა­ზე­ბაც ჩემ­სა­ვით ორ წუთ­ში გა­და­უვ­ლის ხოლ­მეო. პა­ტა­რა­ო­ბი­დან ვი­ფიქ­რე, რომ მე­დი­ცი­ნა იყო სფე­რო, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­რე­ბო­დი. 1984 წელს კო­მა­რო­ვის სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე. სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბა ძნე­ლი იყო და მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, სწო­რედ იქ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ინ­სტი­ტუ­ტში სა­ში­ნე­ლი კო­რუფ­ცია იყო. რად­გან ოქ­როს­მე­და­ლო­სა­ნი ვი­ყა­ვი, ერთი (ფი­ზი­კის) გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის მერე მოვ­ხვდი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში. იმ წელს მი­სა­ღე­ბი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე გია მა­ჩა­ბე­ლი იყო, უპა­ტი­ოს­ნე­სი კაცი. ჩანს, ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ა­ტა­რა გა­მოც­დე­ბი და, ამი­ტო­მაც მოვ­ხვდი ინ­სტი­ტუ­ტში. მა­შინ გა­მო­ვი­და სუ­ლე­ლუ­რი კა­ნო­ნი, სტუ­დენ­ტე­ბი ჯარ­ში მიჰ­ყავ­დათ. 2 წელი ვიმ­სა­ხუ­რე ეს­ტო­ნეთ­ში. დავ­ბრუნ­დი და ისევ სა­მე­დი­ცი­ნო­ზე გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა, მაგ­რამ ერთი წლის მერე გა­დავ­წყვი­ტე, და­უს­წრებ­ლად მეს­წავ­ლა ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზეც. სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პე­რი­ო­დი იწყე­ბო­და, კარ­გი მა­თე­მა­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მქონ­და და ახალ­მა რე­ა­ლო­ბამ და­მა­ინ­ტე­რე­სა. მრეწ­ვე­ლო­ბის და­გეგ­მვის სპე­ცი­ა­ლო­ბა წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე. ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბის­თა­ნა­ვე ექი­მო­ბის ინ­ტე­რე­სი გა­მი­ნელ­და. ოჯახ­ში მთხო­ვეს, იქ­ნებ მო­მა­ვალ­ში შე­იც­ვა­ლო აზრი და სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტიც და­ამ­თავ­როო. პირ­ვე­ლი სამი კურ­სი სულ ფრი­ა­დებ­ზე მაქვს გას­რუ­ლე­ბუ­ლი, მერე სულ სა­მი­ა­ნე­ბი მყავ­და. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი უფ­როს ვა­ჟიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში მი­ვი­ტა­ნე სა­მე­დი­ცი­ნოს დიპ­ლო­მი სახ­ლში, რო­მე­ლიც არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია. ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას "ვნე­შე­კო­ნომ­ბან­კში" ვმუ­შა­ობ­დი. ეს ბან­კი "ექ­სპორტ-იმ­პორტ ბან­კად" გარ­და­იქ­მნა. მერე "შემ­ნახ­ვე­ლი ბან­კი" "ინ­დუსტრია ბან­კი", "ექ­სპორტ-იმ­პორტ ბან­კი" გა­ერ­თი­ან­დნენ და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ბან­კი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. იქი­დან მე­გობ­რე­ბის ჯგუ­ფი "ბინ­სოც­ბან­კში" გა­და­ვე­დით. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნუ­ლი­დან შევ­ქმე­ნით და საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ან კო­მერ­ცი­ულ ბან­კად გა­და­ვაქ­ცი­ეთ, სა­დაც მმარ­თვე­ლის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი. ამ პე­რი­ოდ­ში ედ­მუნდ მას­კის პროგ­რა­მით ამე­რი­კის მთავ­რო­ბამ და­მი­ფი­ნან­სა მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლე­ბა. ერთი წლი­თა და სამი თვით ილი­ნო­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსწავ­ლობ­დი.

გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ ასე­ვე: რა ქო­ნე­ბას ფლობს ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ" - რატომ თქვა ექიმობაზე უარი და სად გაიცნო მომავალი მეუღლე გიორგი კვირიკაშვილმა?

"სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ" - რატომ თქვა ექიმობაზე უარი და სად გაიცნო მომავალი მეუღლე გიორგი კვირიკაშვილმა?

"კირის პალიტრის" არქივი ინახავს მომავალი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვრცელ ინტერვიუს, რომელშიც საკუთარ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ინტერვიუ მისი მეუღლის მონაყოლით იწყება. გთავაზობთ სტატიას არქივიდან:

მაკა ცინაძე, გიორგი კვირიკაშვილის მეუღლე:

- მე და გიორგიმ ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გავიცანით. ჯგუფელები ვიყავით. 1990 წელს ინსტიტუტს ვამთავრებდით, როდესაც დავქორწინდით. 4 შვილი გვყავს - ნინო და ანა, სტუდენტები არიან. ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობენ იესემში. გიორგი მეთერთმეტე კლასშია, უმცროსი ნიკოლოზი კი პირველკლასელი. როდესაც გიორგი მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს, განსხვავებული ემოციები გვქონდა. მისი ვაჟი, გიორგი, მეუბნება, რომ მამის წარდგენა მინისტრის პოსტზე ნახევრად გაუხარდა. ნინო და ანა კი მიიჩნევენ, რომ მამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა და რთულ საქმეს მოჰკიდა ხელი.

გიორგი კვირიკაშვილი:

- ხასიათით უმცროსი ვაჟი, ნიკა მგავს, ყველაფრის სკრუპულოზურად გაკეთება უყვარს და გაბრაზებაც ჩემსავით ორ წუთში გადაუვლის ხოლმეო. პატარაობიდან ვიფიქრე, რომ მედიცინა იყო სფერო, სადაც ადამიანებს დავეხმარებოდი. 1984 წელს კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება ძნელი იყო და მიზნად დავისახე, სწორედ იქ ჩამებარებინა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტიტუტში საშინელი კორუფცია იყო. რადგან ოქროსმედალოსანი ვიყავი, ერთი (ფიზიკის) გამოცდის ჩაბარების მერე მოვხვდი სამედიცინო ინსტიტუტში. იმ წელს მისაღები კომისიის თავმჯდომარე გია მაჩაბელი იყო, უპატიოსნესი კაცი. ჩანს, ობიექტურად ჩაატარა გამოცდები და, ამიტომაც მოვხვდი ინსტიტუტში. მაშინ გამოვიდა სულელური კანონი, სტუდენტები ჯარში მიჰყავდათ. 2 წელი ვიმსახურე ესტონეთში. დავბრუნდი და ისევ სამედიცინოზე გავაგრძელე სწავლა, მაგრამ ერთი წლის მერე გადავწყვიტე, დაუსწრებლად მესწავლა ეკონომიკის ფაკულტეტზეც. საბაზრო ეკონომიკის პერიოდი იწყებოდა, კარგი მათემატიკური განათლება მქონდა და ახალმა რეალობამ დამაინტერესა. მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობა წითელ დიპლომზე დავამთავრე. ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარებისთანავე ექიმობის ინტერესი გამინელდა. ოჯახში მთხოვეს, იქნებ მომავალში შეიცვალო აზრი და სამედიცინო ინსტიტუტიც დაამთავროო. პირველი სამი კურსი სულ ფრიადებზე მაქვს გასრულებული, მერე სულ სამიანები მყავდა. გიორგი კვირიკაშვილი უფროს ვაჟიშვილთან ერთად საზეიმო ვითარებაში მივიტანე სამედიცინოს დიპლომი სახლში, რომელიც არ გამომიყენებია. ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლისას "ვნეშეკონომბანკში" ვმუშაობდი. ეს ბანკი "ექსპორტ-იმპორტ ბანკად" გარდაიქმნა. მერე "შემნახველი ბანკი" "ინდუსტრია ბანკი", "ექსპორტ-იმპორტ ბანკი" გაერთიანდნენ და გაერთიანებული ქართული ბანკი ჩამოყალიბდა. იქიდან მეგობრების ჯგუფი "ბინსოცბანკში" გადავედით. ის, ფაქტობრივად, ნულიდან შევქმენით და საკმაოდ მომგებიან კომერციულ ბანკად გადავაქციეთ, სადაც მმართველის მოადგილე ვიყავი. ამ პერიოდში ედმუნდ მასკის პროგრამით ამერიკის მთავრობამ დამიფინანსა მაგისტრატურაში სწავლება. ერთი წლითა და სამი თვით ილინოისის უნივერსიტეტში ფინანსების მიმართულებით ვსწავლობდი.

გაგრძელება

იხილეთ ასევე: რა ქონებას ფლობს ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია