სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ე.წ. დაზარალებულ იპოთეკარებს ტყუილად ჰგონიათ, რომ სახლებს ვერ გაუყიდიან"
"ე.წ. დაზარალებულ იპოთეკარებს ტყუილად ჰგონიათ, რომ სახლებს ვერ გაუყიდიან"

იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვა ყვე­ლა მსეს­ხებ­ლის­თვის მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია, ხოლო ბან­კე­ბის­თვის ეს პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხე­ბის და­ფარ­ვის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი, ქმე­დი­თი გზაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ანს აქვს აღე­ბუ­ლი იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, ამი­ტომ ბევ­რი გა­ა­ხა­რა ჯერ პარ­ლა­მენ­ტის, და მერე - უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, რო­მე­ლიც იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ზღუ­დავს. სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, მსეს­ხებ­ლის ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით გა­ყიდ­ვა უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბად ჩა­ით­ვლე­ბა. ბან­კმა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მო­ვა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და ხელი შე­უ­წყოს, რომ მან სრულ­ყო­ფი­ლად შეძ­ლოს თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას პარ­ლა­მენ­ტში სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ბა­ტე­ბი მოჰ­ყვა. ამ­ჟა­მად კი, პრო­ექ­ტი პრე­ზი­დენ­ტთან არის გა­დაგ­ზავ­ნი­ლი და ჯერ კი­დევ ძნე­ლია თქმა, რა ბედი ელის.

აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თად აფა­სე­ბენ სა­ბან­კო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, უფრო მე­ტიც, მას არც ერთი ბან­კი არ იწო­ნებს.

"და­მერ­წმუ­ნეთ, ეს ორი­ვე მხა­რის­თვის ცუდი გზაა, თა­ნაც, სა­კუთ­რე­ბა - მთელ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლიკ­ვი­დუ­რი აქ­ტი­ვი - სრულ­ყო­ფი­ლად ვერ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში", - თქვა "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ზუ­რაბ გვა­სა­ლი­ამ.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით ძალ­ზე ჰუ­მა­ნუ­რი ჩანს?

- ჩემს აზრს დაწ­ვრი­ლე­ბით მო­გახ­სე­ნებთ - ამ ცვლი­ლე­ბით ბან­კის და იპო­თე­კა­რის მდგო­მა­რე­ო­ბა ერ­თდრო­უ­ლად უა­რეს­დე­ბა. აგიხ­სნით, რა­ტო­მაც: გა­მო­სახ­ლე­ბა მა­შინ­ვე ხომ არ ხდე­ბა? - იპო­თე­კარს ჯერ აფრ­თხი­ლე­ბენ, ვა­დას აძ­ლე­ვენ რომ ბი­ნი­დან გა­მო­ვი­დეს და შემ­დეგ პო­ლი­ცია ასახ­ლებს. გთა­ვა­ზობთ შსს-ის მიერ მო­წო­დე­ბულ სტა­ტის­ტი­კას, რო­მე­ლიც ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა გა­მო­სახ­ლე­ბას თუ გან­ვი­ხი­ლავთ, მათ­გან მხო­ლოდ 5 პრო­ცენ­ტია გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი. ეს ის შემ­თხვე­ვე­ბია, რო­დე­საც გა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი პირი (ან ოჯა­ხი) მი­იჩ­ნევ­და, რომ მისი უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა, მაგ­რამ არც ერთი სა­ჩი­ვა­რი არ იქნა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი - სა­სა­მარ­თლო­მაც და­ა­მოწ­მა, რომ ყვე­ლა გა­მო­სახ­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი იყო. თუ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში შევა, გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სი დრო­ში იქ­ნე­ბა გა­წე­ლი­ლი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სა­სა­მარ­თლო ისევ იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ი­ტანს, მსეს­ხე­ბელს ბი­ნი­დან მა­ინც გა­მო­ა­სახ­ლე­ბენ და სა­სა­მარ­თლოს ხარ­ჯი, სა­ხელ­მწი­ფო ბაჟი, ად­ვო­კა­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით მი­ღე­ბუ­ლი ზა­რა­ლი ვინ უნდა აა­ნა­ზღა­უ­როს? - იმან, ვინც უნდა გა­მო­ა­სახ­ლონ. როცა სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვეტს, ის უკვე ვე­რა­ფერს შეც­ვლის.

- მაგ­რამ, ხომ არ­სე­ბობს სხვა, უკე­თე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა?

- სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა რო­გორ უნდა არ­სე­ბობ­დეს, რო­დე­საც ქო­ნე­ბა აუქ­ცი­ონ­ზეა გა­ტა­ნი­ლი და უკვე ბან­კის სა­კუთ­რე­ბაა? ბანკს არა­ვის ინ­ტე­რე­სი არა აქვს, მას აინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ ის, რომ თა­ვი­სი თან­ხა და­იბ­რუ­ნოს ყვე­ლა იმ ხარ­ჯით, რო­მე­ლიც ამ იპო­თე­კუ­რი სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას დას­ჭირ­და. სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა რო­გორ უნდა არ­სე­ბობ­დეს, რო­დე­საც კლი­ენტს 20 ათა­სი აქვს და­სა­ფა­რი, ის კი, მო­დის და 10 ათასს გვთა­ვა­ზობს? დიდი ხნის მან­ძილ­ზე ვიხ­დი­დი პრო­ცენტს და ძირი თან­ხა მა­ინც და­მა­ფა­რი­ნეო, გვთა­ვა­ზო­ბენ და ეს არის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა?!

იხილთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ე.წ. დაზარალებულ იპოთეკარებს ტყუილად ჰგონიათ, რომ სახლებს ვერ გაუყიდიან"

"ე.წ. დაზარალებულ იპოთეკარებს ტყუილად ჰგონიათ, რომ სახლებს ვერ გაუყიდიან"

იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვა ყველა მსესხებლისთვის მტკივნეული საკითხია, ხოლო ბანკებისთვის ეს პრობლემური სესხების დაფარვის ყველაზე სწრაფი, ქმედითი გზაა. საქართველოში ათასობით ადამიანს აქვს აღებული იპოთეკური სესხი, ამიტომ ბევრი გაახარა ჯერ პარლამენტის, და მერე - უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებამ, რომელიც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზებას ზღუდავს. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მსესხებლის ქონების იძულებით გაყიდვა უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება. ბანკმა უნდა გაითვალისწინოს მოვალის მდგომარეობა და ხელი შეუწყოს, რომ მან სრულყოფილად შეძლოს თავისი ვალდებულებების შესრულება. ამ გადაწყვეტილების მიღებას პარლამენტში სერიოზული დებატები მოჰყვა. ამჟამად კი, პროექტი პრეზიდენტთან არის გადაგზავნილი და ჯერ კიდევ ძნელია თქმა, რა ბედი ელის.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მკვეთრად უარყოფითად აფასებენ საბანკო სექტორის წარმომადგენლები, უფრო მეტიც, მას არც ერთი ბანკი არ იწონებს.

"დამერწმუნეთ, ეს ორივე მხარისთვის ცუდი გზაა, თანაც, საკუთრება - მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიკვიდური აქტივი - სრულყოფილად ვერ მიიღებს მონაწილეობას ეკონომიკურ ურთიერთობებში", - თქვა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ გვასალიამ.

- ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებდით გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი შეხედვით ძალზე ჰუმანური ჩანს?

- ჩემს აზრს დაწვრილებით მოგახსენებთ - ამ ცვლილებით ბანკის და იპოთეკარის მდგომარეობა ერთდროულად უარესდება. აგიხსნით, რატომაც: გამოსახლება მაშინვე ხომ არ ხდება? - იპოთეკარს ჯერ აფრთხილებენ, ვადას აძლევენ რომ ბინიდან გამოვიდეს და შემდეგ პოლიცია ასახლებს. გთავაზობთ შსს-ის მიერ მოწოდებულ სტატისტიკას, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველოს მასშტაბით ყველა გამოსახლებას თუ განვიხილავთ, მათგან მხოლოდ 5 პროცენტია გასაჩივრებული. ეს ის შემთხვევებია, როდესაც გამოსახლებული პირი (ან ოჯახი) მიიჩნევდა, რომ მისი უფლებები დაირღვა, მაგრამ არც ერთი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული - სასამართლომაც დაამოწმა, რომ ყველა გამოსახლება კანონიერი იყო. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, გამოსახლების პროცესი დროში იქნება გაწელილი, მაგრამ საბოლოოდ სასამართლო ისევ იმ გადაწყვეტილებას გამოიტანს, მსესხებელს ბინიდან მაინც გამოასახლებენ და სასამართლოს ხარჯი, სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატის მომსახურება და საკუთრების უფლების შეზღუდვით მიღებული ზარალი ვინ უნდა აანაზღაუროს? - იმან, ვინც უნდა გამოასახლონ. როცა სასამართლო გადაწყვეტს, ის უკვე ვერაფერს შეცვლის.

- მაგრამ, ხომ არსებობს სხვა, უკეთესი ალტერნატივა?

- სხვა ალტერნატივა როგორ უნდა არსებობდეს, როდესაც ქონება აუქციონზეა გატანილი და უკვე ბანკის საკუთრებაა? ბანკს არავის ინტერესი არა აქვს, მას აინტერესებს მხოლოდ ის, რომ თავისი თანხა დაიბრუნოს ყველა იმ ხარჯით, რომელიც ამ იპოთეკური სესხის მომსახურებას დასჭირდა. სხვა ალტერნატივა როგორ უნდა არსებობდეს, როდესაც კლიენტს 20 ათასი აქვს დასაფარი, ის კი, მოდის და 10 ათასს გვთავაზობს? დიდი ხნის მანძილზე ვიხდიდი პროცენტს და ძირი თანხა მაინც დამაფარინეო, გვთავაზობენ და ეს არის ალტერნატივა?!

იხილთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია