სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დოპინგის გამო, რუს ძალოსანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ქართველს გადასცეს
დოპინგის გამო, რუს ძალოსანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ქართველს გადასცეს

ძა­ლოს­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბულს, რუს ალექ­სეი ლოვ­ჩევს ორ­გა­ნიზ­მში აკ­რძა­ლუ­ლი პრე­პა­რა­ტის აღ­მო­ჩე­ნის გამო ტი­ტუ­ლი ჩა­მო­არ­თვა და ავ­ტო­მა­ტუ­რად, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნად ლაშა ტა­ლა­ხა­ძე გა­მო­ცხად­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ლოვ­ჩევ­მა გა­მო­ი­ყე­ნა აკ­რძა­ლუ­ლი პრე­პა­რა­ტი იპა­მო­რე­ლი­ნი, რის გა­მოც ავ­ტო­მა­ტუ­რად, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი ვიცე-ჩემ­პი­ონ­ზე გა­და­დის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წელს, ნო­ემ­ბერ­ში, ჰი­უს­ტონ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, +105 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში 22 წლის ქარ­თვე­ლი ძა­ლო­სა­ნი, ჯამ­ში, 454 კგ-ით (ატა­ცი 207+აკ­ვრა 247) მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და, ლოვ­ჩევ­მა კი, რო­მელ­მაც რე­კორ­დუ­ლი შე­დე­გი - 475 კი­ლოგ­რა­მი აჩ­ვე­ნა, ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ლოვ­ჩე­ვის გარ­და, აკ­რძა­ლუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში კი­დევ 16 სპორ­ტსმე­ნია და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი.

ვი­თა­რე­ბა­ში უკეთ გარ­კვე­ვის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, ზუ­რაბ თა­ლაკ­ვა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მისი თქმით, რუ­სებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ, თუმ­ცა, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ამან შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს. აი, რას წერს ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­სან­თა ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი გი­ორ­გი ასა­ნი­ძე: "მინ­და ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს მი­ვუ­ლო­ცო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა... არა­ვის ცუდი არ მი­ხა­რია, თუმ­ცა ჩემი ლა­შას ჩემ­პი­ო­ნო­ბა ნამ­დვი­ლად მა­ხა­რებს... ლოვ­ჩე­ვის ტეს­ტმა და­დე­ბი­თი აჩ­ვე­ნა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე". თა­ვად რუსი სპორ­ტსმე­ნი თა­ვის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას ამ­ტკი­ცებს და ტეს­ტის ხე­ლა­ხალ ჩა­ტა­რე­ბას ითხოვს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა sportall.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დოპინგის გამო, რუს ძალოსანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ქართველს გადასცეს

დოპინგის გამო, რუს ძალოსანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ქართველს გადასცეს

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულს, რუს ალექსეი ლოვჩევს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის აღმოჩენის გამო ტიტული ჩამოართვა და ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონად ლაშა ტალახაძე გამოცხადდა. როგორც ირკვევა, ლოვჩევმა გამოიყენა აკრძალული პრეპარატი იპამორელინი, რის გამოც ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვიცე-ჩემპიონზე გადადის.

შეგახსენებთ, რომ წელს, ნოემბერში, ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, +105 კგ წონით კატეგორიაში 22 წლის ქართველი ძალოსანი, ჯამში, 454 კგ-ით (ატაცი 207+აკვრა 247) მეორე ადგილზე გავიდა, ლოვჩევმა კი, რომელმაც რეკორდული შედეგი - 475 კილოგრამი აჩვენა, ოქროს მედალი მოიპოვა. ლოვჩევის გარდა, აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში კიდევ 16 სპორტსმენია დადანაშაულებული.

ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელს, ზურაბ თალაკვაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, რუსებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ, თუმცა, პრაქტიკულად, გამორიცხულია, ამან შედეგი გამოიღოს. აი, რას წერს ამის შესახებ საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძე: "მინდა ლაშა ტალახაძეს მივულოცო მსოფლიო ჩემპიონობა... არავის ცუდი არ მიხარია, თუმცა ჩემი ლაშას ჩემპიონობა ნამდვილად მახარებს... ლოვჩევის ტესტმა დადებითი აჩვენა მსოფლიო ჩემპიონატზე". თავად რუსი სპორტსმენი თავის უდანაშაულობას ამტკიცებს და ტესტის ხელახალ ჩატარებას ითხოვს.

განაგრძეთ კითხვა sportall.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია