დღეს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ბრიფინგის თემა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შესაძლოა ბრიფინგი საკადრო ცვლილებებს უკავშირდებოდეს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას.
ინფორმაცია ამის შესახებ ყველა მედიაგამოცემის პირველ გვერდებზე მოხვდა და "ფეისბუქზეც" დიდი გამოხმაურება ჰპოვა. გთავაზობთ თემასთან დაკავშირებულ პოსტებს:
ელენე ხოშტარია
არაფორმალური მმართველობის პრობლემა სხვა საკითხებთან ერთად ისიც არის, რომ ღარიბაშვილის გადაყენებით უკეთესის მოლოდინის ილუზია შეიქმნება. არადა გადაწყვეტილებებს ხომ ისევ ივანიშვილი მიიღებს. და აი, ჩვენც ყველამ ამ ფიქციაში უნდა ვიცხოვროთ.
ინგა გრიგოლია
აშკარად ჟურნალისტად ვარ რა დაბადებული...შანსი არაა, მე სადმე წავიდე და იმ დროს არ მოხდეს რამე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული. ქუთაისში ჩამოვედი სულ სხვა სიუჟეტის გასაკეთებლად და ზუსტად დღეს არ დაემთხვა პრემიერის ამბები? ძაღლის ბედი მაქვს ჟურნალისტიკაში... სადაც ვხვდები, სულ რაღაც ხდება იქ. არადა, პაწაწინა, უხმაურო სიუჟეტისთვის ჩამოვედი პარლამენტში. თვალი არ მეცეს, დიდი გიშრით დავდივარ.
ნინია კაკაბაძე
ღარიბაშვილის წასვლაზე უკეთესი რა უნდა იყოს, მაგრამ ის დონ კორლეონე რომ მართავს პროცესებს ეს მაინც მაცოფებს!
ზაზა ბიბილაშვილი
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი? არანაირი უკეთესობა არ იქნება, სანამ ივანიშვილის ჯამაჰირია არ დაემხობა.
ამ ბედოვლათს ორჯერ თქმა არ ჭირდებოდა. შემდეგმა უნდა შეძლოს, უთქმელად ამოიცნოს და შეასრულოს ოლიგარქის სურვილები
ნიკა რურუა
ე.ი. ბოლო ბოღმის ფრქვევას 6-ზე მოვისმენთ აწ უკვე პრემიერ-ყოფილისგან.
ლადო სადღობელაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენი პრემიერი! ყველაზე მისაღები!!! მე პირადად სხვა ვერ წარმომიდგენია ამ პოსტზე - მიმდინარე პოლიტ ელიტიდან... უდიდესი პატივისცემა ღარიბაშვილს!
თამარა ჩერგოლეიშვილი
ღარიბაშვილივით კომიკური არც ერთია და არც მეორე, მაგრამ საბოლოო ჯამში პრობლემა ბიძინაა - მისი ახირებების შესრულებისას, შეუძლებელია კომიკურად არ იქცე.
ნანუკა ჟორჟოლიანი
კვირიკაშვილი ბევრად უფრო პოზიტიური ფიგურაა, ვიდრე პოლიტიკურად გაკოტრებული ღარიბაშვილი. ბიძინასგან ეს არაა უჭკუო სვლა, მაგრამ მთავარია რამდენ ხანში გააკოტრებს ის ახალ პრემიერს და მერე მასაც გაწევს გვერდით.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერ პოსტს გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს.