სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მეკობრეები" ინტერნეტიდან ანუ როგორ შევქმნათ "მედიაჰოლდინგი" სახლის პირობებში
"მეკობრეები" ინტერნეტიდან ანუ როგორ შევქმნათ "მედიაჰოლდინგი" სახლის პირობებში

სახ­ლის პი­რო­ბებ­ში "მე­დი­აჰოლ­დინ­გე­ბის" შექ­მნა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ყო­ფი­ლა. გჭირ­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რი და მეტ­ნაკ­ლე­ბად გა­მარ­თუ­ლი სა­ი­ტი. შემ­დეგ შე­გიძ­ლია სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ავ­ტო­რო მა­სა­ლე­ბი მო­ი­პა­რო და ამით შე­ე­ცა­დო პო­პუ­ლა­რო­ბი­სა და შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბას. იქ­ნებ გა­აბ­რიყ­ვო რო­მე­ლი­მე ბიზ­ნეს­მე­ნი, რომ პა­რა­ზი­ტო­ბით პო­პუ­ლა­რო­ბა­მოხ­ვე­ჭილ "მე­დი­აჰოლ­დინ­გში" რეკ­ლა­მა და­გიკ­ვე­თოს. რა თქმა უნდა, "მე­კობ­რე" სა­ი­ტე­ბის შემ­ქნე­ლებს არ ანაღ­ვლებთ, თუ რა უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დე­ბენ რეკ­ლა­მის დამ­კვეთს. იმა­ზე მეტი ან­ტი­რეკ­ლა­მა რაღა უნდა იყოს, რომ ქურ­დს უკ­ვე­თავ რეკ­ლა­მას - ამით ხომ შენც ქურ­დო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გა­მო­დი­ხარ?! ეს იგი­ვეა, რომ რო­მე­ლი­მე მსხვილ­მა კომ­პა­ნი­ამ ტე­ლე­ვი­ზი­ით მან­ქა­ნა გა­ა­თა­მა­შოს და შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდეს, რომ ეს მან­ქა­ნა მო­პა­რუ­ლი ყო­ფი­ლა.

"პა­ლიტ­რა მე­დია" და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ მო­უ­წო­დებ­და "მე­კობ­რე­ებს", რომ შე­ე­წყვი­ტათ სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მით­ვი­სე­ბის მავ­ნე პრაქ­ტი­კა. სამ­წუ­ხა­როდ, მო­წო­დე­ბას მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ვებგ­ვერ­დი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, "პა­რა­ზი­ტო­ბამ" კი უფრო მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღო. გაჩ­ნდნენ ახალ-ახა­ლი ე.წ. სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლე­ბი", რომ­ლე­ბიც უკვე ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან, ვინ უფრო სწრა­ფად მო­ი­პა­რავს ორი­გი­ნა­ლურ, ექ­სკლუ­ზი­ურ მა­სა­ლას რე­ა­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო ვე­ბპორ­ტა­ლე­ბი­დან. "პა­ლიტ­რა მე­დი­ამ" გა­და­წყვი­ტა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი სა­მარ­თლებ­ლი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბით და­ეც­ვა - ნე­ბის­მი­ე­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ამა თუ იმ ვებგ­ვერ­დზე, სა­სა­მარ­თლო და­ვის სა­გა­ნი გახ­დე­ბა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში უკვე შე­ტა­ნი­ლია სარ­ჩე­ლი ორი "მე­კობ­რე" ვებგ­ვერ­დის წი­ნა­აღ­მდეგ. პა­რა­ლე­ლუ­რად, რამ­დე­ნი­მე სარ­ჩე­ლი კი­დევ მზად­დე­ბა. ანა სამ­სო­ნია, "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" იუ­რის­ტი: "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" ყო­ველ­დღი­უ­რად იქ­მნე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა - სა­ავ­ტო­რო და ექ­სკლუ­ზი­უ­რი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლე­ბი და სხვა. ზო­გი­ერ­თმა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­მა სუ­ბი­ექ­ტებ­მა "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" მა­სა­ლე­ბის უკა­ნო­ნო გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და მით­ვი­სე­ბით ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა გა­და­წყვი­ტეს. მა­გა­ლი­თად, ვებგ­ვერ­დე­ბი www.baidu.ge, mcvane.ge "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სა­ავ­ტო­რო მა­სა­ლებს "აკო­პი­რე­ბენ" და შემ­დეგ სა­კუ­თარ სა­იტ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ვეყ­ნე­ბენ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მეკობრეები" ინტერნეტიდან ანუ როგორ შევქმნათ "მედიაჰოლდინგი" სახლის პირობებში

"მეკობრეები" ინტერნეტიდან ანუ როგორ შევქმნათ "მედიაჰოლდინგი" სახლის პირობებში

სახლის პირობებში "მედიაჰოლდინგების" შექმნა ძალიან მარტივი ყოფილა. გჭირდება კომპიუტერი და მეტნაკლებად გამართული საიტი. შემდეგ შეგიძლია სხვა მედიასაშუალებების მიერ მომზადებული საავტორო მასალები მოიპარო და ამით შეეცადო პოპულარობისა და შემოსავლის მიღებას. იქნებ გააბრიყვო რომელიმე ბიზნესმენი, რომ პარაზიტობით პოპულარობამოხვეჭილ "მედიაჰოლდინგში" რეკლამა დაგიკვეთოს. რა თქმა უნდა, "მეკობრე" საიტების შემქნელებს არ ანაღვლებთ, თუ რა უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ რეკლამის დამკვეთს. იმაზე მეტი ანტირეკლამა რაღა უნდა იყოს, რომ ქურდს უკვეთავ რეკლამას - ამით ხომ შენც ქურდობის თანამონაწილე გამოდიხარ?! ეს იგივეა, რომ რომელიმე მსხვილმა კომპანიამ ტელევიზიით მანქანა გაათამაშოს და შემდეგ აღმოჩნდეს, რომ ეს მანქანა მოპარული ყოფილა.

"პალიტრა მედია" დაახლოებით ერთი წლის წინ მოუწოდებდა "მეკობრეებს", რომ შეეწყვიტათ სხვა მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მასალების მითვისების მავნე პრაქტიკა. სამწუხაროდ, მოწოდებას მხოლოდ რამდენიმე ვებგვერდი გამოეხმაურა, "პარაზიტობამ" კი უფრო მასშტაბური სახე მიიღო. გაჩნდნენ ახალ-ახალი ე.წ. საინფორმაციო პორტალები", რომლებიც უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო სწრაფად მოიპარავს ორიგინალურ, ექსკლუზიურ მასალას რეალური საინფორმაციო ვებპორტალებიდან. "პალიტრა მედიამ" გადაწყვიტა საავტორო უფლებები სამართლებლივი მექანიზმებით დაეცვა - ნებისმიერი მასალა, რომელიც "პალიტრა მედიის" კონკრეტული მედიასაშუალების ნებართვის გარეშე გამოქვეყნდება ამა თუ იმ ვებგვერდზე, სასამართლო დავის საგანი გახდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი ორი "მეკობრე" ვებგვერდის წინააღმდეგ. პარალელურად, რამდენიმე სარჩელი კიდევ მზადდება. ანა სამსონია, "პალიტრა მედიის" იურისტი: "პალიტრა მედიაში" ყოველდღიურად იქმნება ინტელექტუალური საკუთრება - საავტორო და ექსკლუზიური პუბლიკაციები, ფოტო და ვიდეო მასალები და სხვა. ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა სუბიექტებმა "პალიტრა მედიის" მასალების უკანონო გამოყენებითა და მითვისებით ბიზნესის წარმოება გადაწყვიტეს. მაგალითად, ვებგვერდები www.baidu.ge, mcvane.ge "პალიტრა მედიის" მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ საავტორო მასალებს "აკოპირებენ" და შემდეგ საკუთარ საიტსა და სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ განაგრძეთ კითხვა "კვირის პალიტრის" საიტზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია