სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლევან მურუსიძის კომენტარი ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოებაზე
ლევან მურუსიძის კომენტარი ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოებაზე

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის შე­ფა­სე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის მიერ ირი­ნა ენუ­ქი­ძის თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნით და­ჯილ­დო­ე­ბა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, თუმ­ცა ეს შე­იძ­ლე­ბო­და ადრე გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, - ამის შე­სა­ხებ მუ­რუ­სი­ძემ დღეს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში მო­სა­მარ­თლე­ებ­თან ერ­თად გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მო­სა­მარ­თლე­ე­ბის აზ­რით, გუ­შინ­დე­ლი და­ჯილ­დო­ე­ბით პა­რას­კევს და­გეგ­მი­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უვა­დო მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში იქნა გა­და­ტა­ნი­ლი.

"მინ­და მთლი­ა­ნად სა­სა­მარ­თლოს პო­ზი­ცია გა­მოვ­ხა­ტო, რომ ჩვენ ვუ­ერ­თდე­ბით იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლი­თაც ირი­ნა ენუ­ქი­ძეს მი­ე­ნი­ჭა შე­სა­ბა­მი­სი ორ­დე­ნი და მიგ­ვაჩ­ნია, რომ ირი­ნა ენუ­ქი­ძე იყო ღირ­სე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც მარ­თლაც იბ­რძო­და იმ უფ­ლე­ბე­ბის­თვის და იმ უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ჩვენ ყვე­ლას გვინ­და ქვე­ყა­ნა­ში, უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობთ, შე­იძ­ლე­ბო­და ეს უფრო ადრე გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო და არ მომ­ხდა­რი­ყო ამ ფაქ­ტის დამ­თხვე­ვა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე პა­რას­კევს არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვფიქ­რობთ, ამან გა­ნა­პი­რო­ბა სა­კი­თხის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­და­ტა­ნა და სა­სა­მარ­თლო გა­ლან­ძღვის ობი­ექ­ტი გახ­და", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ.

მან კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­სი­რა პა­ტი­ვის­ცე­მა ირი­ნა ენუ­ქი­ძის მი­მართ და აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რი იყო, თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ ამის გა­კე­თე­ბა უფრო ადრე იქ­ნე­ბო­და მი­ზან­შე­წო­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლევან მურუსიძის კომენტარი ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოებაზე

ლევან მურუსიძის კომენტარი ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოებაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ლევან მურუსიძის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს შეიძლებოდა ადრე გაკეთებულიყო, - ამის შესახებ მურუსიძემ დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მოსამართლეების აზრით, გუშინდელი დაჯილდოებით პარასკევს დაგეგმილი არჩევნები უვადო მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ჭრილში იქნა გადატანილი.

"მინდა მთლიანად სასამართლოს პოზიცია გამოვხატო, რომ ჩვენ ვუერთდებით იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ირინა ენუქიძეს მიენიჭა შესაბამისი ორდენი და მიგვაჩნია, რომ ირინა ენუქიძე იყო ღირსეული ქალბატონი, რომელიც მართლაც იბრძოდა იმ უფლებებისთვის და იმ უკეთესი ცხოვრებისთვის, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა ქვეყანაში, უბრალოდ, ვფიქრობთ, შეიძლებოდა ეს უფრო ადრე გაკეთებულიყო და არ მომხდარიყო ამ ფაქტის დამთხვევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე პარასკევს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ამან განაპირობა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და სასამართლო გალანძღვის ობიექტი გახდა", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა პატივისცემა ირინა ენუქიძის მიმართ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო, თუმცა დასძინა, რომ ამის გაკეთება უფრო ადრე იქნებოდა მიზანშეწონილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ