პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი ძმასთან ერთად დააკავეს

პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი ძმასთან ერთად დააკავეს

პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. საგამოძიებო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნათია სუხიაშვილის ინფორმაციით, ინწკირველი დაკავებულია პროკურატურის გენინსპექციის მიერ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ირაღის უკანონო ტარებისა და მუქარის ბრალდებით.

დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, 353-ე და 236-ე მუხლებით. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გიორგი ინწკირველთან ერთად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებითი დაკავებულია მისი ძმაც.

დაკავება თბილისში, მცხეთის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ძმები ინწკირველები დაკავების მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

თელავის სასამართლომ წნორში, დეიდის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პატიმრობაში დატოვა

ოზურგეთის სოფელ მელექედურში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

35 წლის დავით მუმლაძის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას პატიმრობა შეეფარდა