"ფეისბუქის" დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა ახალშობილი ქალიშვილის ფოტოები განათავსა სოციალურ ქსელში: ფოტოზე ბავშვი ჯედაის მოსასხამშია გამოწყობილი, მის გვერდით კი ფილმ ”ვარსკვლავური ომების” სხვა ნივთებია დალაგებული. მარკმა ფოტო ფილმის ცნობილი ფრაზით დაასათაურა: ”მასში დიდი ძალა ცოცხლობს”.
ფილმის პრემიერის პირველ კვირას ცუკერბერგის ეს პოსტი საოცრად აქტუალური გამოდგა. შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში მარკი მამა გახდა. მეუღლე პრისცილა ჩანმა მას ქალიშვილი აჩუქა. გოგონას მაქსი დაარქვეს.
მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.