ფოთელები ქალაქში თევზის სუნის პრობლემის მოუგვარებლობას აპროტესტებენ

ფოთელები ქალაქში თევზის სუნის პრობლემის მოუგვარებლობას აპროტესტებენ

ფოთში ცენტრში გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ქალაქში ქაფშიის სუნის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

შეკრებილები "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ამბობენ, რომ ქალაქს უსიამოვნო სუნი თევზის გადამუშავების დროს ყოველ სეზონზე აწუხებს. მოსახლეობა ცენტრალურ მთავრობას საკითხის მოგვარების თხოვნით მიმართავს. საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი მოქალაქეა შეკრებილი. მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია აპოლიტიკურია.

ფოთში თევზის გადამამუშავებელი 4 ქარხანა ფუნქციონირებს. უსიამოვნო სუნს კი ის ფაქტი იწვევს, რომ ქარხნებს ფილტრები არ აქვს. აქციის მონაწილეების თქმით, ქარხნების ხელმძღვანელები მას იმიტომ არ ყიდულობენ, რომ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, ხოლო მთავრობის მიერ დადგენილი ჯარიმები უფრო ნაკლებია და ქარხნებიც ჯარიმების გადახდას ამჯობინებენ.

აქციის მონაწილეები ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ისინი ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ საქართველოს მთავრობა მათ მიერ წაყენებულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია