სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ირმა ნადირაშვილი დაკითხვაზე - რა საკითხზე მისცა ჩვენება სამართალდამცველებს დეპუტატმა
ირმა ნადირაშვილი დაკითხვაზე - რა საკითხზე მისცა ჩვენება სამართალდამცველებს დეპუტატმა

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი შსს-ს პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში და­კი­თხეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში და­კი­თხეს. ნა­დი­რაშ­ვილ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს იმ გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის მი­მართ, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა იგეგ­მე­ბო­და.

რო­გორც და­კი­თხვი­დან გა­მო­სულ­მა ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მის­ცა ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც ბრი­ფინგზე თქვა. რაც შე­ე­ხე­ბა წყა­როს და­სა­ხე­ლე­ბას, ნა­დი­რაშ­ვი­ლის თქმით, მან გა­მო­ი­ყე­ნა უფ­ლე­ბა და მისი ვი­ნა­ო­ბა არ და­ა­სა­ხე­ლა.

"და­ვა­სა­ხე­ლე ვინ ხელ­მძღვა­ნე­ლობს ამ და­გეგ­მვას, ეს გახ­ლავთ სუს-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გო­გაშ­ვი­ლი გა­მო­ვი­ყე­ნე ჩემი უფ­ლე­ბა და არ და­ვა­სა­ხე­ლე წყა­რო, რო­მელ­მაც ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­წო­და", - გა­ნა­ცხა­და ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა. იგი და­კი­თხვა­ზე ად­ვო­კატ ბექა ბა­სი­ლა­ი­ას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

"გა­მო­ძი­ე­ბა, რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, და­წყე­ბუ­ლია ჯერ კი­დევ დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ნიკა გვა­რა­მი­ა­სა და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ა­ზე შე­საძ­ლო ზე­წო­ლის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ საქ­მის ფარ­გლებ­ში, მო­ცე­მუ­ლი ორ­გა­ნო იძი­ებს იმ გა­რე­მო­ე­ბებს, რაც მე­დი­ა­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე თვე­ში მსგავ­სი ტი­პის ცნო­ბებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ირმა ნადირაშვილი დაკითხვაზე - რა საკითხზე მისცა ჩვენება სამართალდამცველებს დეპუტატმა

ირმა ნადირაშვილი დაკითხვაზე - რა საკითხზე მისცა ჩვენება სამართალდამცველებს დეპუტატმა

ირმა ნადირაშვილი შსს-ს პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხეს. ნადირაშვილმა სამართალდამცველებს იმ განცხადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ალეკო ელისაშვილის მიმართ, ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმებოდა.

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მან სამართალდამცავებს მისცა ის ინფორმაცია, რაც ბრიფინგზე თქვა. რაც შეეხება წყაროს დასახელებას, ნადირაშვილის თქმით, მან გამოიყენა უფლება და მისი ვინაობა არ დაასახელა.

"დავასახელე ვინ ხელმძღვანელობს ამ დაგეგმვას, ეს გახლავთ სუს-ის უფროსის მოადგილე გოგაშვილი გამოვიყენე ჩემი უფლება და არ დავასახელე წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია მომაწოდა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. იგი დაკითხვაზე ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად იმყოფებოდა.

"გამოძიება, როგორც შევიტყვეთ, დაწყებულია ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიაზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში, მოცემული ორგანო იძიებს იმ გარემოებებს, რაც მედიაშია გავრცელებული მიმდინარე თვეში მსგავსი ტიპის ცნობებზე", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."