სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კომპანიები, რომლებიც წყლის უკანონო მოხმარებაში გამოიჭირეს - ვინ მოხვდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" "შავ სიაში"
კომპანიები, რომლებიც წყლის უკანონო მოხმარებაში გამოიჭირეს - ვინ მოხვდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" "შავ სიაში"

კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერ­მა", მიმ­დი­ნა­რე წლის ნო­ემ­ბერ­სა და დე­კემ­ბერ­ში, სას­მე­ლი წყლის უკა­ნო­ნოდ მოხ­მა­რე­ბის 150-მდე შემ­თხვე­ვა გა­მო­ავ­ლი­ნა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კომ­პა­ნი­ი­დან აც­ნო­ბეს, მო­ნი­ტო­რინ­გის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად, უკა­ნო­ნოდ მოხ­მა­რე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის სა­ფა­სუ­რი, ჯა­მუ­რად, 180 000-მდე ლარს შე­ად­გენს.

"პა­რა­ლე­ლუ­რად, "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას გა­ნაგ­რძობს, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით სას­მელ წყალს უკა­ნო­ნოდ მო­იხ­მარ­დნენ. მათ შო­რი­საა ორი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია: შპს "არ ენდ ელ გრუ­ფი", რო­მელ­საც წყლის უკა­ნო­ნო მოხ­მა­რე­ბის­თვის 36 345 ლარი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის სა­ხით და­ე­რი­ცხა, ხოლო შპს "ჯი დი გრუფს" 24 380 ლარი.

წყლის და­ტა­ცე­ბის ფაქ­ტე­ბი, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის გარ­და, გა­მოვ­ლინ­და სხვა­დას­ხვა ტი­პის ობი­ექ­ტებ­ში, მათ შო­რი­საა: შპს "თა­ნად­გო­მა" და შპს "პე­კი­ნი" (ჩი­ნუ­რი რეს­ტო­რა­ნი) - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, შპს "ლა­იმ­ლა­ი­თი" - სას­ტუმ­რო, შპს "მე­გობ­რო­ბა" - ავ­ტო­სამ­რე­ცხაო, შპს "შვი­დი მითი" - სა­სა­წყო­ბე მე­ურ­ნე­ო­ბა.

დარ­ღვე­ვის მქო­ნე თით­ქმის ყვე­ლა ობი­ექ­ტი წყლის და­ტა­ცე­ბას უკა­ნო­ნო ხა­ზე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახ­დენ­და. ყო­ველ კონ­კრე­ტულ დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აქ­ტის შედ­გე­ნა და და­ტა­ცე­ბუ­ლი წყლის ოდე­ნო­ბის და­ან­გა­რი­შე­ბა სე­მეკ-ის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოხ­და.

აბო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან წყლის უკა­ნო­ნო მოხ­მა­რე­ბა "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერს" მნიშ­ვნე­ლო­ვან მა­ტე­რი­ა­ლურ ზა­რალს აყე­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კომ­პა­ნია აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ ქმე­დე­ბებს წყლის და­ტა­ცე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. პა­რა­ლე­ლუ­რად, კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს ყვე­ლა იმ ობი­ექ­ტის მე­პატ­რო­ნეს, რო­მე­ლიც სას­მელ წყალს ჯერ კი­დევ უკა­ნო­ნოდ მო­იხ­მარს. აღი­ა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი ჯა­რი­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დნენ GWP-ის ცხელ ხაზს - 293 11 11 ან მი­მარ­თონ კომ­პა­ნი­ის სა­თა­ვო ოფისს. "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" მხრი­დან ანო­ნი­მუ­რო­ბა სრუ­ლად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი", - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კომპანიები, რომლებიც წყლის უკანონო მოხმარებაში გამოიჭირეს - ვინ მოხვდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" "შავ სიაში"

კომპანიები, რომლებიც წყლის უკანონო მოხმარებაში გამოიჭირეს - ვინ მოხვდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" "შავ სიაში"

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბერში, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების 150-მდე შემთხვევა გამოავლინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის შედეგად, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური, ჯამურად, 180 000-მდე ლარს შეადგენს.

"პარალელურად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" იმ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას განაგრძობს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარდნენ. მათ შორისაა ორი სამშენებლო კომპანია: შპს "არ ენდ ელ გრუფი", რომელსაც წყლის უკანონო მოხმარებისთვის 36 345 ლარი ადმინისტრაციული სახდელის სახით დაერიცხა, ხოლო შპს "ჯი დი გრუფს" 24 380 ლარი.

წყლის დატაცების ფაქტები, სამშენებლო კომპანიების გარდა, გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ობიექტებში, მათ შორისაა: შპს "თანადგომა" და შპს "პეკინი" (ჩინური რესტორანი) - საზოგადოებრივი კვების ობიექტები, შპს "ლაიმლაითი" - სასტუმრო, შპს "მეგობრობა" - ავტოსამრეცხაო, შპს "შვიდი მითი" - სასაწყობე მეურნეობა.

დარღვევის მქონე თითქმის ყველა ობიექტი წყლის დატაცებას უკანონო ხაზების მეშვეობით ახდენდა. ყოველ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური აქტის შედგენა და დატაცებული წყლის ოდენობის დაანგარიშება სემეკ-ის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად მოხდა.

აბონენტების მხრიდან წყლის უკანონო მოხმარება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს აყენებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია აგრძელებს აქტიურ ქმედებებს წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად. პარალელურად, კომპანია თანამშრომლობას სთავაზობს ყველა იმ ობიექტის მეპატრონეს, რომელიც სასმელ წყალს ჯერ კიდევ უკანონოდ მოიხმარს. აღიარების შემთხვევაში, ისინი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, კომერციული ობიექტების მეპატრონეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ GWP-ის ცხელ ხაზს - 293 11 11 ან მიმართონ კომპანიის სათავო ოფისს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მხრიდან ანონიმურობა სრულად იქნება დაცული", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია