სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემი მიზანი გემის კაპიტნობაა" - პირველი მეზღვაური ქართველი გოგონა, რომელიც გერმანულ კონტეინერმზიდზე მუშაობს
"ჩემი მიზანი გემის კაპიტნობაა" - პირველი მეზღვაური ქართველი გოგონა, რომელიც გერმანულ კონტეინერმზიდზე მუშაობს

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ალ­ბათ, არ იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­პიტ­ნო­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბე გო­გო­ნა გვყავს, პირ­ვე­ლი მე­ზღვა­უ­რი ქალი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნილ კონ­ტე­ი­ნერმ­ზიდ­ზე მე­სა­მე თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობს. 23 წლის ნა­თია­ ლა­ბა­ძე უკვე შო­რე­ულ ნა­ოს­ნო­ბა­შია. რო­გორ მო­ირ­გო ქალ­მა ასე­თი რთუ­ლი პრო­ფე­სია, რაც მა­მა­კა­ცე­ბის­თვი­საც კი არ არის იოლი? ნა­თი­ას მექ­სი­კა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

ნა­თია ლა­ბა­ძე: - ჯერ კი­დევ პა­ტა­რა­ ვი­ყა­ვი, როცა მე­ზღვა­უ­რო­ბა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი.

ერთ დღე­საც გა­მო­ვა­ცხა­დე, მე­ზღვა­უ­რო­ბა მინ­და-მეთ­ქი. დე­დას გა­ო­ცე­ბის­გან თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და, სხვებ­მა კი დამ­ცი­ნეს.

ოჯახ­ში ყვე­ლა მა­მა­კა­ცი მე­ზღვა­უ­რია,­ ძმაც, მა­მაც, ბი­ძაც და ბე­ბი­ის ძმე­ბიც მეზღ­ვაურ­ები იყ­ვნენ, მაგ­რამ ქალი მე­ზღვა­უ­რი?! რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, მა­მამ მხა­რი და­მი­ჭი­რა, სხვე­ბი კი ფიქ­რობ­დნენ, გა­იზ­რდე­ბა და ეს აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი იდე­აც და­ა­ვი­წყდე­ბაო. ასე არ მოხ­და. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის დროს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში სა­ზღვაო აკა­დე­მი­აც შე­მოვ­ხა­ზე და გა­მი­მარ­თლა, რომ ამ აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი გავ­ხდი. ვცდი­ლობ­დი მა­მა­კა­ცებს არაფ­რით ჩა­მოვ­რჩე­ნო­დი.

- სპე­ცი­ა­ლო­ბით გემ­თწამ­ყვა­ნი ხარ...

- დიახ, თუმ­ცა ასე­თი დიპ­ლო­მით უც­ბად კა­პიტ­ნო­ბას ვერ შეძ­ლებ. ამას გა­მოც­დი­ლე­ბა და ეტა­პობ­რი­ვი წინსვლა სჭირ­დე­ბა. ბევ­რს გა­უკ­ვირ­და, როცა შო­რე­ულ ნა­ოს­ნო­ბა­ში წა­ვე­დი. მი­ხა­რია, რომ ოც­ნე­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა შევ­ძე­ლი.

მე ვიქ­ნე­ბი პირ­ვე­ლი კა­პი­ტა­ნი ქალი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ის­ტო­რი­ა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა.

შო­რე­ულ ნა­ოს­ნო­ბა­ში ყოფ­ნი­სას თავი გა­მო­ვი­ჩი­ნე და და­მა­წი­ნა­უ­რეს. ახლა გემ­ზე მთა­ვა­რი მე­ნე­ჯმენ­ტის წევ­რი, კა­პიტ­ნის მე­სა­მე თა­ნა­შემ­წე ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი მი­ზა­ნი კა­პიტ­ნო­ბაა.

ჩვენს გემ­ზე ქარ­თვე­ლი მხო­ლოდ მე ვარ. კონ­ტე­ი­ნერმ­ზი­დია და სხვა­დას­ხვა პორ­ტში 7 000 კონ­ტე­ი­ნე­რი გა­და­აქვს. ეს გემი გე­რმა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ი­საა და პა­ნა­მის დრო­შით და­ცუ­რავს. ყვე­ლა მეხ­მა­რე­ბა, მას­წავ­ლის, გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ზი­ა­რებს. ეს პრო­ფე­სია კა­ცის­თვი­საც რთუ­ლია, მაგ­რამ თუ ზღვა გიყ­ვარს და შენი სამ­სა­ხუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს, ყვე­ლა­ფე­რი იოლ­დე­ბა.

- და მა­ინც, 5 თვე ზღვა­სა და ოკე­ა­ნე­ში ყოფ­ნა ძნე­ლი არ არის?

- აქ ისე­თი სი­ლა­მა­ზეა... დელ­ფი­ნი, ვე­შა­პი, კუ, მფრი­ნა­ვი თევ­ზი, ზღვის ლომი. ერთხელ, ღა­მით, გე­მის ირ­გვლივ ზღვა ისე­თი გა­ნა­თე­ბუ­ლი იყო, იმ­დე­ნი პლან­ქტო­ნი და­ცუ­რავ­და, მე­გო­ნა, ვარ­სკვლა­ვე­ბი ოკე­ა­ნე­ში ჩაც­ვივ­დნენ-მეთ­ქი. ეს ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო... უკვე არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა მო­ვი­ა­რე: მექ­სი­კა,­ ჩილე, პერუ, ჩი­ნე­თი, ია­პო­ნია, ტა­ი­ვა­ნი, სამ­ხრეთ კო­რე­ა­შიც კი ვი­ყა­ვი. კე­ე­ლუნ­გი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლა­ქია. მექ­სი­კა­ში შემ­თხვე­ვით კარ­ნა­ვალ­ზეც კი მოვ­ხვდი და ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნე. მოკ­ლედ, საქ­მეს­თან ერ­თად ყვე­ლა­ფერს ვას­წრებ.

- ბევ­რს ჰგო­ნია, რომ მე­ზღვა­უ­რე­ბი მი­წას­ თვე­ო­ბით ვერ ხე­და­ვენ...

- არ არის ასე, პორ­ტებ­ში გემი ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი­მე კვი­რაც ჩერ­დე­ბა...

- ალ­ბათ, მე­ზღვა­უ­რე­ბის ცო­ლე­ბი შენ­ზე­ ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ...

- სულ ტყუ­ი­ლად... ყვე­ლას ვურ­ჩევ, ამ­გვა­რი ფიქ­რით ნერ­ვე­ბი არ გა­ი­ფუ­ჭოს.

- კი­დევ რამ­დე­ნი ხნით აპი­რებ შო­რე­ულ ნა­ოს­ნო­ბა­ში ყოფ­ნას?

- უკვე 5 თვე გა­ვი­და, წა­მოს­ვლას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ რად­გან და­წი­ნა­უ­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, დავ­რჩი. ალ­ბათ, 2 თვე­ში ჩა­მო­ვალ, შემ­დეგ ისევ წა­ვალ...

სხვა­თა შო­რის, ჰო­როს­კო­პით ღრი­ან­კა­ლი ვარ, რაც წყლის ნი­შა­ნია. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც არ მი­ჭირს ზღვა­ში ყოფ­ნა. ამას­თან, მა­ი­მუ­ნის წელ­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და ახლა ჩემი წელი მო­დის. ვი­მე­დოვ­ნებ, ის ჩემ­თვის

კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჩემი მიზანი გემის კაპიტნობაა" - პირველი მეზღვაური ქართველი გოგონა, რომელიც გერმანულ კონტეინერმზიდზე მუშაობს

"ჩემი მიზანი გემის კაპიტნობაა" - პირველი მეზღვაური ქართველი გოგონა, რომელიც გერმანულ კონტეინერმზიდზე მუშაობს

საზოგადოებამ, ალბათ, არ იცის, რომ საქართველოში კაპიტნობაზე მეოცნებე გოგონა გვყავს, პირველი მეზღვაური ქალი, რომელიც გერმანული კომპანიის კუთვნილ კონტეინერმზიდზე მესამე თანაშემწედ მუშაობს. 23 წლის ნათია­ ლაბაძე უკვე შორეულ ნაოსნობაშია. როგორ მოირგო ქალმა ასეთი რთული პროფესია, რაც მამაკაცებისთვისაც კი არ არის იოლი? ნათიას მექსიკაში დავუკავშირდით.

ნათია ლაბაძე: - ჯერ კიდევ პატარა­ ვიყავი, როცა მეზღვაურობასა და მოგზაურობაზე ვოცნებობდი.

ერთ დღესაც გამოვაცხადე, მეზღვაურობა მინდა-მეთქი. დედას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, სხვებმა კი დამცინეს.

ოჯახში ყველა მამაკაცი მეზღვაურია,­ ძმაც, მამაც, ბიძაც და ბებიის ძმებიც მეზღ­ვაურ­ები იყვნენ, მაგრამ ქალი მეზღვაური?! რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მამამ მხარი დამიჭირა, სხვები კი ფიქრობდნენ, გაიზრდება და ეს აკვიატებული იდეაც დაავიწყდებაო. ასე არ მოხდა. ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში საზღვაო აკადემიაც შემოვხაზე და გამიმართლა, რომ ამ აკადემიის სტუდენტი გავხდი. ვცდილობდი მამაკაცებს არაფრით ჩამოვრჩენოდი.

- სპეციალობით გემთწამყვანი ხარ...

- დიახ, თუმცა ასეთი დიპლომით უცბად კაპიტნობას ვერ შეძლებ. ამას გამოც­დილება და ეტაპობრივი წინსვლა სჭირდება. ბევრს გაუკვირდა, როცა შორეულ ნაოსნობაში წავედი. მიხარია, რომ ოცნებასთან მიახლოება შევძელი.

მე ვიქნები პირველი კაპიტანი ქალი, რომელიც საქართველოს საზღვაო ისტორიაში ჩაიწერება.

შორეულ ნაოსნობაში ყოფნისას თავი გამოვიჩინე და დამაწინაურეს. ახლა გემზე მთავარი მენეჯმენტის წევრი, კაპიტნის მესამე თანაშემწე ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი კაპიტნობაა.

ჩვენს გემზე ქართველი მხოლოდ მე ვარ. კონტეინერმზიდია და სხვადასხვა პორ­ტში 7 000 კონტეინერი გადააქვს. ეს გემი გე­რმანული კომპანიისაა და პანამის დროშით დაცურავს. ყველა მეხმარება, მასწავლის, გამოცდილებას მიზიარებს. ეს პროფესია კაცისთვისაც რთულია, მაგრამ თუ ზღვა გიყვარს და შენი სამსახური სიამოვნებას განიჭებს, ყველაფერი იოლდება.

- და მაინც, 5 თვე ზღვასა და ოკეანეში ყოფნა ძნელი არ არის?

- აქ ისეთი სილამაზეა... დელფინი, ვეშაპი, კუ, მფრინავი თევზი, ზღვის ლომი. ერთხელ, ღამით, გემის ირგვლივ ზღვა ისეთი განათებული იყო, იმდენი პლანქტონი დაცურავდა, მეგონა, ვარსკვლავები ოკეანეში ჩაცვივდნენ-მეთქი. ეს ულამაზესი სანახაობა იყო... უკვე არაერთი ქვეყანა მოვიარე: მექსიკა,­ ჩილე, პერუ, ჩინეთი, იაპონია, ტაივანი, სამხრეთ კორეაშიც კი ვიყავი. კეელუნგი ძალიან საინტერესო ქალაქია. მექსიკაში შემთხვევით კარნავალზეც კი მოვხვდი და ძალიან ვისიამოვნე. მოკლედ, საქმესთან ერთად ყველაფერს ვასწრებ.

- ბევრს ჰგონია, რომ მეზღვაურები მიწას­ თვეობით ვერ ხედავენ...

- არ არის ასე, პორტებში გემი ზოგჯერ რამდენიმე კვირაც ჩერდება...

- ალბათ, მეზღვაურების ცოლები შენზე­ ეჭვიანობენ...

- სულ ტყუილად... ყველას ვურჩევ, ამგვარი ფიქრით ნერვები არ გაიფუჭოს.

- კიდევ რამდენი ხნით აპირებ შორეულ ნაოსნობაში ყოფნას?

- უკვე 5 თვე გავიდა, წამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ რადგან დაწინაურება შემომთავაზეს, დავრჩი. ალბათ, 2 თვეში ჩამოვალ, შემდეგ ისევ წავალ...

სხვათა შორის, ჰოროსკოპით ღრიანკალი ვარ, რაც წყლის ნიშანია. ალბათ, ამიტომაც არ მიჭირს ზღვაში ყოფნა. ამასთან, მაიმუნის წელში ვარ დაბადებული და ახლა ჩემი წელი მოდის. ვიმედოვნებ, ის ჩემთვის

კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია