სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი მარგველაშვილი დღემდე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება - ლევან მამალაძე
გიორგი მარგველაშვილი დღემდე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება - ლევან მამალაძე

ქვე­მო ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ლე­ვან მა­მა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა, თუმ­ცა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მას შე­წყა­ლე­ბა­ზე უარი გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ლე­ვან მა­მა­ლა­ძემ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს დო­ნეც­კი­დან სკა­ი­პით ჩარ­თვი­სას გა­ნუ­ცხა­და, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი დღემ­დე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

"მო­ვამ­ზა­დეთ უამ­რა­ვი მა­სა­ლა, სა­დაც და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი იყო ჩემს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა და ეს პა­კე­ტი გა­და­ე­ცა მარ­გვე­ლაშ­ვილს. წი­ნას­წარ ვი­ცო­დით, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და და დღე­საც იმ­ყო­ფე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი გუნ­დის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ და ჩვენ­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა 1200-კა­ცი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტა­ცია მო­ა­წყვეს პრე­ზი­დენ­ტის მხარ­და­სა­ჭე­რად, რომ მას კა­ნო­ნის და კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ე­წყვი­ტა ჩემი სა­კი­თხი. მარ­გვე­ლაშ­ვილს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა აქვს, პი­რა­დად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა მან არც კი გა­ნი­ხი­ლა ეს სა­კი­თხი. კა­ნო­ნიც და­არ­ღვია, ვი­ნა­ი­დან ერთი თვის ვა­და­ში პა­სუ­ხი არ გაგ­ვცა. შემ­დეგ მე მო­ვი­პო­ვე მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და და­ვუ­რე­კე, ვუ­თხა­რი:

გი­ორ­გი, ლე­ვა­ნი ვარ, მა­მა­ლა­ძე, მი­თხა­რი, რა ხდე­ბა შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით-მეთ­ქი. მან ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­ი­ჭი­რა და მე­უბ­ნე­ბა - იცით რაა, მე ვი­ხი­ლავ მხო­ლოდ პა­ტიმ­რე­ბის სა­კითხსო. კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში არ­სად წე­რია, რომ პრე­ზი­დენ­ტი მხო­ლოდ პა­ტიმ­რე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს, არა­მედ წე­რია, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს. მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მი­თხრა, შენი სა­კი­თხი პო­ლი­ტი­კუ­რია და მე ამ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ვერ ჩავ­რთვე­ბიო. რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, თუ თვი­თონ ამ­ბობ და აღი­ა­რებ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რია, რა გა­მო­დის, შენ შე­გიძ­ლია მკვლე­ლი შე­ი­წყა­ლო და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ით დევ­ნი­ლი არ შე­ი­წყა­ლო-მეთ­ქი?! ისიც და­ვუ­ფიქ­სი­რე, რომ ჩემი მი­ზა­ნია ჩა­მო­ვი­დე და ღია სა­სა­მარ­თლო გავ­მარ­თო. არაო, მე ამას ვერ ვი­ზამ, პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი­აო. მე პირ­და­პირ ვუ­თხა­რი, რომ იგი სა­ა­კაშ­ვი­ლის ზე­გავ­ლე­ნის ქვე­შაა, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა: რო­გორც გინ­დათ, ისე ჩათ­ვა­ლეთ, მე ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცია მაქ­ვსო. სა­უ­ბა­რი და­ვამ­თავ­რეთ იმით, რომ ვუ­თხა­რი, თავს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე მაღ­ლა აყე­ნებ და მოვა დრო და ერ­თმა­ნეთს გა­ვუს­წო­რებთ თვალს-მეთ­ქი", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მა­მა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კონ­კრე­ტუ­ლად შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას­თვის შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია და ეს გან­ცხა­დე­ბა ეხე­ბა მხო­ლოდ მარ­გვე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც, მისი თქმით, ისე­ვე, რო­გორც ეკა ბე­სე­ლია, პი­რა­დი გან­წყო­ბის მი­ხედ­ვით წყვეტს ადა­მი­ა­ნის ბედს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"ბე­სე­ლია-ხი­და­შე­ლი ბინ­ძურ საქ­მე­ებს ჩა­დი­ან, ივა­ნიშ­ვილს მო­ვუ­წო­დებ, გა­რი­ცხოს "ოც­ნე­ბი­დან" - რას ყვე­ბა ლე­ვან მა­მა­ლა­ძე პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სი­ა­ზე

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიორგი მარგველაშვილი დღემდე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება - ლევან მამალაძე

გიორგი მარგველაშვილი დღემდე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება - ლევან მამალაძე

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ინფორმაციით, მასსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა მას შეწყალებაზე უარი განუცხადა.

როგორც ლევან მამალაძემ ქართველ ჟურნალისტებს დონეცკიდან სკაიპით ჩართვისას განუცხადა, გიორგი მარგველაშვილი დღემდე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

"მოვამზადეთ უამრავი მასალა, სადაც დასაბუთებული იყო ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა და ეს პაკეტი გადაეცა მარგველაშვილს. წინასწარ ვიცოდით, რომ მარგველაშვილი იმყოფებოდა და დღესაც იმყოფება სააკაშვილის და მისი გუნდის ზეგავლენის ქვეშ და ჩვენმა მხარდამჭერებმა 1200-კაციანი მანიფესტაცია მოაწყვეს პრეზიდენტის მხარდასაჭერად, რომ მას კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად გადაეწყვიტა ჩემი საკითხი. მარგველაშვილს კონსტიტუციური უფლება აქვს, პირადად მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა მან არც კი განიხილა ეს საკითხი. კანონიც დაარღვია, ვინაიდან ერთი თვის ვადაში პასუხი არ გაგვცა. შემდეგ მე მოვიპოვე მისი ტელეფონის ნომერი და დავურეკე, ვუთხარი:

გიორგი, ლევანი ვარ, მამალაძე, მითხარი, რა ხდება შეწყალებასთან დაკავშირებით-მეთქი. მან ოფიციალური დაიჭირა და მეუბნება - იცით რაა, მე ვიხილავ მხოლოდ პატიმრების საკითხსო. კონსტიტუციაში არსად წერია, რომ პრეზიდენტი მხოლოდ პატიმრების საკითხს განიხილავს, არამედ წერია, რომ მსჯავრდებულის საკითხს განიხილავს. მარგველაშვილმა მითხრა, შენი საკითხი პოლიტიკურია და მე ამ პოლიტიკურ სიტუაციებში ვერ ჩავრთვებიო. რაზეც ვუპასუხე, თუ თვითონ ამბობ და აღიარებ, რომ პოლიტიკურია, რა გამოდის, შენ შეგიძლია მკვლელი შეიწყალო და პოლიტიკური მოტივაციით დევნილი არ შეიწყალო-მეთქი?! ისიც დავუფიქსირე, რომ ჩემი მიზანია ჩამოვიდე და ღია სასამართლო გავმართო.  არაო, მე ამას ვერ ვიზამ, პოლიტიკური საკითხიაო. მე პირდაპირ ვუთხარი, რომ იგი სააკაშვილის ზეგავლენის ქვეშაა, რაზეც მიპასუხა: როგორც გინდათ, ისე ჩათვალეთ, მე ჩემი პირადი პოზიცია მაქვსო. საუბარი დავამთავრეთ იმით, რომ ვუთხარი, თავს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებ და მოვა დრო და ერთმანეთს გავუსწორებთ თვალს-მეთქი", - განაცხადა ლევან მამალაძემ.

მისივე თქმით, კონკრეტულად შეწყალების კომისიასთვის შეხება არ ჰქონია და ეს განცხადება ეხება მხოლოდ მარგველაშვილს, რომელიც, მისი თქმით, ისევე, როგორც ეკა ბესელია, პირადი განწყობის მიხედვით წყვეტს ადამიანის ბედს.

"ინტერპრესნიუსი"

"ბესელია-ხიდაშელი ბინძურ საქმეებს ჩადიან, ივანიშვილს მოვუწოდებ, გარიცხოს "ოცნებიდან" - რას ყვება ლევან მამალაძე პოლიტპატიმრების სიაზე

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია