ჩინელი წყვილები მეორე ბავშვის ყოლას ხარჯიანად მიიჩნევენ

ჩინელი წყვილები მეორე ბავშვის ყოლას ხარჯიანად მიიჩნევენ

ცოტა ხნის წინ ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ათწლეულების განმავლობაში მოქმედი "ერთი ბავშვის პოლიტიკა" გააუქმა.

აღნიშნული პოლიტიკა ჩინეთში მცხოვრებ ოჯახებს ორი და მეტი ბავშვის ყოლას უკრძალავდა. თუმცა, გაუქმებული მოდელის მიუხედავად, ჩინელი წყვილები მეორე ბავშვის ყოლას არ ჩქარობენ.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინელი მშობლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მეორე ბავშვის ყოლა მემკვიდრის "ფინანსური ღალატი" იქნება.

ერთ-ერთი ჩინელი ქალბატონის ჩენ ძიანის თქმით, კერძო სკოლა, სადაც მისი შვილი სწავლობს, ოჯახს წლიურად 4,7 ათასი დოლარი უჯდება, ინგლისურისა და ფორტეპიანოს კერძო გაკვეთილებში კი 1 500 დოლარს იხდიან.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა