სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საახალწლო ნაბახუსევის დაძლევის მარტივი ხერხები
საახალწლო ნაბახუსევის დაძლევის მარტივი ხერხები

წინ ახა­ლი წლის დღე­ე­ბი გვე­ლის, რა­საც მე­ო­რე დი­ლით მძი­მე ნა­ბა­ხუ­სე­ვი მოყ­ვე­ბა. წარ­მო­გიდ­გენთ ნა­ბა­ხუ­სე­ვი­დან გა­მოს­ვლის მარ­ტივ ხერ­ხებს.

გა­ვიქ­როთ თა­ვის ტკი­ვი­ლი

ხმა­უ­რი ყუ­რებ­ში, სი­ნათ­ლის­გან დის­კომ­ფორ­ტის გრძნო­ბა და თა­ვის ტკი­ვი­ლი - ძლი­ე­რი ნა­ბა­ხუ­სე­ვის სიმპტო­მე­ბია. ამის თა­ვი­დან მო­სა­შო­რებ­ლად "ას­პი­რი­ნი", "ალკა ზელ­ცე­რი", "ან­ტი­ნა­ბა­ხუ­სე­ვი", "ზო­რაქ­სი" და­გეხ­მა­რე­ბათ. და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ თა­ვის ტკი­ვი­ლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი სის­ხლში გლუ­კო­ზის ნაკ­ლე­ბო­ბაა. ამი­ტომ მა­გა­რი ტკბი­ლი ჩაი და­ლი­ეთ ორი კოვ­ზი თაფ­ლით, მი­ირ­თვით ქიშ­მი­ში ან ტკბი­ლი ხილი.

შე­ებ­რძო­ლეთ გა­უ­წყლო­ე­ბას

სიმ­შრა­ლე პი­რის ღრუ­ში და გა­უ­ნე­ლე­ბე­ლი წყურ­ვი­ლი ძლი­ე­რი ნა­ბა­ხუ­სე­ვის კი­დევ ერთი სიმპტო­მია. დიდი დო­ზით ალ­კოჰო­ლი გა­უ­წყლო­ე­ბას იწ­ვევს. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყლის ბა­ლან­სი შე­ივ­სოთ. და­ლი­ეთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 3-4 ბოთ­ლი გა­ზი­ა­ნი წყა­ლი.

მი­ი­ღეთ კონ­ტრას­ტუ­ლი შხა­პი

ნა­ბა­ხუ­სევ­ზე არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა გა­დატ­ვირ­თუ­ლია და აბა­ნო­ში მის­ვლა უფრო აუ­ა­რე­სებს სი­ტუ­ა­ცი­ას. ამი­ტომ მი­ი­ღეთ კონ­ტრას­ტუ­ლი შხა­პი. ყვე­ლა­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ციკ­ლი გახ­ლავთ 20-30 წამი ცხე­ლი და ცივი წყლის მო­ნაც­ვლე­ო­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცხე­ლი წყლით და­წყე­ბა, შემ­დეგ ცივ­ზე გა­დარ­თვა და ასე 5-6-ჯერ გაგ­რძე­ლე­ბა.

ისუნ­თქეთ სუფ­თა ჰა­ე­რით

რო­გორც კი იგ­რძნობთ, რომ სი­ა­რუ­ლი შე­გიძ­ლი­ათ, გა­დით სა­სე­ირ­ნოდ. ეცა­დეთ ქუ­ჩა­ში აქ­ტი­უ­რად იმოძ­რა­ოთ. რაც უფრო აქ­ტი­უ­რად იმოძ­რა­ვებთ, მით მეტი ჰა­ე­რი მოხ­ვდე­ბა ორ­გა­ნიზ­მში, რაც ორ­გა­ნო­ე­ბის მუ­შა­ო­ბას შე­უ­წყობს ხელს და ალ­კოჰო­ლი უფრო სწრა­ფად გა­მო­ვა ორ­გა­ნიზ­მი­დან.

აღიდ­გი­ნეთ ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა

გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გან­წყო­ბა, ნერ­ვო­ზუ­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა - აგ­რეთ­ვე ძლი­ე­რი ნა­ბა­ხუ­სე­ვის სიმპტო­მე­ბია. ისი­ნი მაგ­ნი­უ­მის დე­ფი­ცი­ტის გამო ჩნდე­ბა. მათ გაქ­რო­ბა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­მამ­შვი­დებ­ლე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ. შე­გიძ­ლი­ათ და­ლი­ოთ კა­კაო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია kp.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საახალწლო ნაბახუსევის დაძლევის მარტივი ხერხები

საახალწლო ნაბახუსევის დაძლევის მარტივი ხერხები

წინ ახალი წლის დღეები გველის, რასაც მეორე დილით მძიმე ნაბახუსევი მოყვება. წარმოგიდგენთ ნაბახუსევიდან გამოსვლის მარტივ ხერხებს.

გავიქროთ თავის ტკივილი

ხმაური ყურებში, სინათლისგან დისკომფორტის გრძნობა და თავის ტკივილი - ძლიერი ნაბახუსევის სიმპტომებია. ამის თავიდან მოსაშორებლად ”ასპირინი”, ”ალკა ზელცერი”, ”ანტინაბახუსევი”, ”ზორაქსი” დაგეხმარებათ. დაიმახსოვრეთ, რომ თავის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი სისხლში გლუკოზის ნაკლებობაა. ამიტომ მაგარი ტკბილი ჩაი დალიეთ ორი კოვზი თაფლით, მიირთვით ქიშმიში ან ტკბილი ხილი.

შეებრძოლეთ გაუწყლოებას

სიმშრალე პირის ღრუში და გაუნელებელი წყურვილი ძლიერი ნაბახუსევის კიდევ ერთი სიმპტომია. დიდი დოზით ალკოჰოლი გაუწყლოებას იწვევს. ამიტომ აუცილებელია წყლის ბალანსი შეივსოთ. დალიეთ დღის განმავლობაში 3-4 ბოთლი გაზიანი წყალი.

მიიღეთ კონტრასტული შხაპი

ნაბახუსევზე არტერიული წნევა გადატვირთულია და აბანოში მისვლა უფრო აუარესებს სიტუაციას. ამიტომ მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ყველაზე მოსახერხებელი ციკლი გახლავთ 20-30 წამი ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა. აუცილებელია ცხელი წყლით დაწყება, შემდეგ ცივზე გადართვა და ასე 5-6-ჯერ გაგრძელება.

ისუნთქეთ სუფთა ჰაერით

როგორც კი იგრძნობთ, რომ სიარული შეგიძლიათ, გადით სასეირნოდ. ეცადეთ ქუჩაში აქტიურად იმოძრაოთ. რაც უფრო აქტიურად იმოძრავებთ, მით მეტი ჰაერი მოხვდება ორგანიზმში, რაც ორგანოების მუშაობას შეუწყობს ხელს და ალკოჰოლი უფრო სწრაფად გამოვა ორგანიზმიდან.

აღიდგინეთ ნერვული სისტემა

გაღიზიანებული განწყობა, ნერვოზულობა, დანაშაულის გრძნობა - აგრეთვე ძლიერი ნაბახუსევის სიმპტომებია. ისინი მაგნიუმის დეფიციტის გამო ჩნდება. მათ გაქრობაში ჩვეულებრივი დამამშვიდებლები დაგეხმარებათ. შეგიძლიათ დალიოთ კაკაო.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია