36-37 დოლარი 1 ბარელზე - როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

36-37 დოლარი 1 ბარელზე - როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

არსებობს თუ არა საფრთხეების მოლოდინი რუსეთისგან, თუკი ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს და როგორც მენავთობეები პროგნოზირებენ, შესაძლოა, ის 30 დოლარამდეც გაუფასურდეს? როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ანალიტიკოსების თქმით, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლება პურის არარსებობას პოლიტიკური სანახაობით ანაცვლებს და რუსეთიც შიმშილის გადაფარვას მტრის ხატის პროპაგანდითა და კონფლიქტებით შეეცდება. მით უფრო იმ ფონზე, რომ რუსეთი თურქეთთან ცივი ომის პირობებში იმყოფება და რადგანაც ამ ორ ქვეყანას ინტერესთა კვეთა, სამწუხაროდ, საქართველოში და აზერბაიჯანშიც აქვს, დიდი ალბათობაა, ჩვენზე წნეხი გაიზარდოს.

ბოლო დღეებში ბარელი ნავთობის ფასი 36-37 დოლარამდე დაეცა და 2008 წლის ანტირეკორდს მიუახლოვდა. ის, რომ ნავთობის ფასის ასე დაცემა და არსებული პროგნოზები აშინებს რუსეთს, ამას მოსკოვში არც მალავენ. როგორც რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი აცხადებს, ქვეყნის ბიუჯეტი დაგეგმილია იმ ანგარიშით, რომ ბარელი ნავთობის ფასი 50 დოლარი იქნება. თუმცა დღეს მაკროეკონომიკური სიტუაცია შეიცვალა, ბარელის ფასი დაახლოებით 36-37 დოლარია და გაუგებარია, რა მოხდება შემდეგ.

"გამორიცხული არ არის, რომ 2016 წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბარელზე ფასი 30 დოლარი ან უფრო ნაკლებიც იყოს", - რუსული სააგენტო "ტასი" მინისტრის სიტყვებს ციტირებს.

ეს პერსპექტივა რუსეთის ბიუჯეტს სერიოზული საფრთხეების წინაშე აყენებს. ამიტომაც მინისტრმა ასევე გააკეთა მოწოდება, რომ "რთული დროებისთვის" უნდა მოემზადონ და მისმა უწყებამ ექსტრემალური სიტუაციისათვის გეგმაც შეიმუშავა. ნავთობის ფასების დაცემის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკონომიკის დასახმარებლად შემუშავებული გეგმის დეტალები რუსულმა მედიამ 11 დეკემბერს გაამჟღავნა. უწყების შეთავაზებაა 5%-ით მოხდეს ბიუჯეტის სეკვესტრი; ტრილიონ რუბლამდე გაიზარდოს შემოსავლები პრივატიზაციიდან და გაიყინოს კაპიტალური მშენებლობები; ანტიკრიზისული რეზერვების მოცულობა 557 მილიარდი რუბლია, თუმცა, ამ რეზერვების გამოყენება შეთავაზებულია მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში. იმავე დღეს, ბრენტის მარკის 1 ბარელი ნავთობის ფასი 38 დოლარამდე დაეცა და 2008 წლის მინიმალურ დონეს მიუახლოვდა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს გეგმა "ბე" და კიდევ გეგმა "ცე" ნავთობის ბაზარზე არასასურველი კონიუნქტურის შემთხვევაში.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა