როგორც აღმოჩნდა, საქართველოში მამაკაცების საშუალო ყოველთვიური ხელფასი ქალების ხელფასთან შედარებით გაცილებით მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების სფერო ერთი და იგივეა. მაგალითად, 2014 წელს დაქირავებით დასაქმებული კაცების საშუალო ხელფასი 980 ლარი იყო, ქალების კი - 617 ლარი.
საქმიანობის სახეების მიხედვით, გასულ წელს, დაქირავებით დასაქმებულთა ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი განათლების სფეროში იყო 456 ლარი, ყველაზე მაღალი კი საფინანსო საქმიანობაში - 1. 590 ლარი. გარდა ამისა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობის სახეებში საფინანსოს გარდა, სახელმწიფო მმართველობა შედის ხელფასით - 1. 232 ლარი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1. 074 ლარი, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - 1. 039 ლარი.
2014 წელს ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფერო, განათლების გარდა, სასტუმროები და რესტორნები იყო, სადაც საშუალო თვიური ხელფასი, საქსტატის ინფორმაციით, 477 ლარი გახლდათ, მას მოჰყვება თევზჭერა, მეთევზეობა - 503 ლარით.