სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნუკრი ქანთარია რატიანს - სერგო, გენაცვალე, იმდენი არაფერი გეტკინოს, ვიდრე თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში და ჩვენ წავალთ
ნუკრი ქანთარია რატიანს - სერგო, გენაცვალე, იმდენი არაფერი გეტკინოს, ვიდრე თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში და ჩვენ წავალთ

სერ­გო, გე­ნაც­ვა­ლე, იმ­დე­ნი არა­ფე­რი გეტ­კი­ნოს, ვიდ­რე თქვენ მოხ­ვალთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ჩვენ წა­ვალთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა დე­პუ­ტატ­მა ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რის სერ­გო რა­ტი­ა­ნის სა­პა­სუ­ხოდ გა­ა­კე­თა.

ქან­თა­რი­ამ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მი­უ­ლო­ცა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, არა­მედ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბაც და­ტო­ვა.

"მინ­და მო­ლოც­ვით და­ვი­წყო მე­გობ­რე­ბო! მინ­და გულ­წრფე­ლად, ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე მი­ვუ­ლო­ცო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რომ მათ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ყო­ფილ­მა ბე­ლად­მა არა მხო­ლოდ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, არა­მედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ამით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გარ­კვე­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­გე­ცათ.

ჩვენ ად­რეც ვამ­ბობ­დით, ძა­ლი­ან რბი­ლად მინ­და ვთქვა, რომ ეს კაცი გან­სხვა­ვე­ბულ ფსი­ქი­კას წარ­მო­ად­გენ­და, თუმ­ცა თქვენ უფრო ადეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცით მას. ასე­ვე ვამ­ბობ­დით ად­რეც, რომ მას არ სჭირ­დე­ბა თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, სჭირ­დე­ბა მხო­ლოდ მო­ნე­ბი და ამა­შიც დაგ­ვი­დას­ტუ­რეთ და ესეც კარ­გია. იმა­საც ვამ­ბობ­დით, რომ ეს ადა­მი­ა­ნი სხვას­თან იყო პირ­მოთ­ნე და თქვენ­თან ბა­ქი­ბუ­ქობ­და. კარ­გია, რომ ამა­საც თქვენ ამ­ტკი­ცებთ. ახლა სა­ჭი­როა თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოთ კარ­გად. შე­ე­ცა­დოთ ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხიბ­ლი გა­ი­გოთ, მაგ­რამ ის, რაც თქვენ წარ­მო­ად­გი­ნეთ გუ­შინ რე­ზო­ლუ­ცი­ის სა­ხით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია", - მი­მარ­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნუკრი ქანთარია რატიანს - სერგო, გენაცვალე, იმდენი არაფერი გეტკინოს, ვიდრე თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში და ჩვენ წავალთ

ნუკრი ქანთარია რატიანს - სერგო, გენაცვალე, იმდენი არაფერი გეტკინოს, ვიდრე თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში და ჩვენ წავალთ

სერგო, გენაცვალე, იმდენი არაფერი გეტკინოს, ვიდრე თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში და ჩვენ წავალთ ხელისუფლებიდან, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრის სერგო რატიანის საპასუხოდ გააკეთა.

ქანთარიამ "ნაციონალურ მოძრაობას" მიულოცა, რომ მიხეილ სააკაშვილმა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა, არამედ პარტიის თავმჯდომარეობაც დატოვა.

"მინდა მოლოცვით დავიწყო მეგობრებო! მინდა გულწრფელად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მივულოცო "ნაციონალურ მოძრაობას", რომ მათმა ხელმძღვანელმა, ყოფილმა ბელადმა არა მხოლოდ მოქალაქეობა, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამით, რასაკვირველია, გარკვეული თავისუფლება მოგეცათ.

ჩვენ ადრეც ვამბობდით, ძალიან რბილად მინდა ვთქვა, რომ ეს კაცი განსხვავებულ ფსიქიკას წარმოადგენდა, თუმცა თქვენ უფრო ადეკვატური შეფასება მიეცით მას. ასევე ვამბობდით ადრეც, რომ მას არ სჭირდება თანამოაზრეები, სჭირდება მხოლოდ მონები და ამაშიც დაგვიდასტურეთ და ესეც კარგია. იმასაც ვამბობდით, რომ ეს ადამიანი სხვასთან იყო პირმოთნე და თქვენთან ბაქიბუქობდა. კარგია, რომ ამასაც თქვენ ამტკიცებთ. ახლა საჭიროა თავისუფლება გამოიყენოთ კარგად. შეეცადოთ ამ თავისუფლების ხიბლი გაიგოთ, მაგრამ ის, რაც თქვენ წარმოადგინეთ გუშინ რეზოლუციის სახით, აბსოლუტურად გაუგებარია", - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ნუკრი ქანთარიამ.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."