”ურთიერთობა ქორწინებასთან კავშირში არაა" - ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სასიყვარულო ისტორია

”ურთიერთობა ქორწინებასთან კავშირში არაა" - ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სასიყვარულო ისტორია

გოლდი ჰოუნსა და კურტ რასელს ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სასიყვარულო ისტორია აკავშირებთ. გოლდიმ, როგორც იქნა, გაამხილა ერთი საიდუმლო, რომელიც მათ 32-წლიან ბედნიერ რომანს განაპირობებს.

”ხანგრძლივი ურთიერთობა ქორწინებასთან კავშირში არაა. მთავარია კომუნიკაციის და ერთმანეთთან შეთავსების უნარი. და ორივე მხარეს უნდა სურდეს, რომ ამან იმუშაოს. არ არის საჭირო ყველაფერში ეთანხმებოდე, მაგრამ უნდა ისწავლოთ, როგორ გაუმკლავდეთ უთანხმოებებს.

ქორწინება საბოლოოდ ბიზნეს გარიგებას ემსგავსება. ყოველ დილით ფიქრობ, ნამდვილად გინდა ამ ადამიანთან ცხოვრება? თუ ურთიერთობაში რაიმე დაიმსხვრა, ამას ვერანაირი საქორწინო ფიცი და ბეჭედი ვერ გამოასწორებს. ამიტომ მე და კურტს არასოდეს გვქონია სურვილი, ოფიციალურ ქორწინებაში ვყოფილიყავით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის დღემდე ყოველ დილით ბედნიერი იღვიძებს და ყავა მოაქვს საწოლში.

ადამიანები ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებით ვართ მდიდარი. თუ არ ვახდენთ საკუთარი პესონის კვლევას, ფსიქიკურ დაკვირვებას, შეცდომებზე სწავლას, მაშინ გამოდის, არ ვვითარდებით, უბრალოდ ვარსებობთ”, - ყვება გოლდი ჰოუნი.

მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება