"რუსთავი 2"-ის თანამშრომელი შსს-ში დაიბარეს

"რუსთავი 2"-ის თანამშრომელი შსს-ში დაიბარეს

"რუსთავი 2"-ის თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ტელეკომპანიის თანამშრომელი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გასაუბრებაზეა დაბარებული, რომლის შემდეგაც დამატებითი დეტალები გაირკვევა.

"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები "რუსთავი 2"-ის თანამშრომლის გადაბირებას ცდილობდნენ, კერძოდ, კომპანიის ფინანსური დირექტორის მძღოლი კახა კუბლაშვილი ოპერატიულმა ავტომანქანამ გააჩერა და "ტოიოტა კამრიში" გადასვეს.

სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველები მას სუს-ის თანამშრომლებად წარუდგნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მძღოლისგან კი სუს-ის წარმომადგენლები თანამშრომლობას ითხოვდნენ. ისინი კუბლაშვილის ხელფასითაც დაინტერესდნენ და თანხმობის შემთხვევაში, პირობების გაუმჯობესებასაც დაჰპირდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია