სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თხილის ბიზნესში უმართავი სიტუაციაა" - 1 კვირის განმავლობაში 1კგ თხილი 3 ლარით გაიაფდა და შემდეგ 1,5 ლარით გაძვირდა
"თხილის ბიზნესში უმართავი სიტუაციაა" - 1 კვირის განმავლობაში 1კგ თხილი 3 ლარით გაიაფდა და შემდეგ 1,5 ლარით გაძვირდა

თხი­ლის ფასი თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, წინა კვი­რას თხი­ლი ერ­თბა­შად 3 ლა­რით გა­ი­აფ­და, თუმ­ცა ორ-სამ დღე­ში ფას­მა და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 ლა­რით მო­ი­მა­ტა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, თხი­ლის გა­ი­ა­ფე­ბა მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფას­ზე გავ­ლე­ნა ხა­რის­ხმაც მო­ახ­დი­ნა, რად­გან მო­გე­ბა 30-33%-ით შე­უმ­ცირ­დათ.

ერთი კვი­რის წინ 1 კგ პრო­დუქ­ტის ყიდ­ვა 8,70 ლა­რად შე­იძ­ლე­ბო­და, თუმ­ცა ორი­ო­დე დღის წინ ფასი ერ­თბა­შად 3-3,50 ლა­რით შემ­ცირ­და და 5,50 ლა­რამ­დე ჩა­მო­ვი­და. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თხი­ლი 6,30 ლარი ღირს, ხოლო გალ­ში ხალ­ხი თხილს 5 ლარ­ზე ძვი­რად ვერ ყი­დის. ამის მი­ზე­ზი ტრან­სპორ­ტი­რე­ბის გაზ­რდი­ლი ხარ­ჯია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზღვრი­დან 1 კგ პრო­დუქ­ტის გა­ტა­ნა­ში მე­სა­ზღვრე­ე­ბი და­მა­ტე­ბით 1 ლარს ითხო­ვენ, რის გა­მოც ად­გილ­ზე თხი­ლი, სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით, ია­ფია.

ზუგ­დიდ­ში მდე­ბა­რე თხი­ლის ჩამ­ბა­რე­ბელ პუნ­ქტებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ პრო­დუქ­ტის ფასი სა­მო­მავ­ლოდ შე­იც­ვლე­ბა, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 9-10 ლარს არ გა­და­ა­ჭარ­ბებს. შარ­შან ამ დროს თხი­ლი 12 ლარი ღირ­და. მა­ღა­ლი ფა­სის გამო ხალ­ხი მო­სა­ვალ­ზე დიდ იმედს ამ­ყა­რებ­და, ამი­ტომ სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში, როცა ფასი გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო, გა­ყიდ­ვის­გან თით­ქმის ყვე­ლამ თავი შე­ი­კა­ვა.

თხი­ლის გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მი­უ­ხე­და­ვად, დი­დია და­ინ­ტე­რე­სე­ბა თურ­ქე­ბის მხრი­დან. მე­ტიც, თით­ქმის ყვე­ლა ქარ­ხნის უკან დგა­ნან თურ­ქი მო­ვაჭ­რე­ე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თულ თხილს ია­ფად ყი­დუ­ლო­ბენ და დიდი მო­გე­ბით გა­აქვთ ექ­სპორტზე. თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბა თურ­ქებ­მაც შე­ამ­ცი­რეს. ინდმე­წარ­მე ლადო გერ­გე­და­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნედ­ლე­ულ­ზე მო­თხოვ­ნა თით­ქმის აღარ არის და თხი­ლის გული არ გა­აქვთ, რა­მაც ფასი ერ­თბა­შად "და­აგ­დო".

"თხი­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­აც და ფა­სიც შემ­ცი­რე­ბუ­ლია. სი­ი­ა­ფის გამო მო­სახ­ლე­ო­ბა თავს მაქ­სი­მა­ლუ­რად იკა­ვებს და მა­რა­გის გა­და­ნახ­ვას ცდი­ლობს. ხალ­ხს იმე­დი აქვს, რომ ფასი მო­ი­მა­ტებს. ქარ­ხნე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ბა­რებთ. დღე­ში, სა­შუ­ა­ლოდ, თითო ქარ­ხა­ნა 4-5 ტო­ნამ­დე თხილს ყი­დუ­ლობს, როცა სხვა პე­რი­ოდ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 40-50 ათას ტო­ნამ­დეა. გა­დამ­ყიდ­ვე­ლებს კი ყო­ველ­დღი­უ­რად 1 ტონა თხი­ლის შეს­ყიდ­ვაც უჭირთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თხილის ბიზნესში უმართავი სიტუაციაა" - 1 კვირის განმავლობაში 1კგ თხილი 3 ლარით გაიაფდა და შემდეგ 1,5 ლარით გაძვირდა

"თხილის ბიზნესში უმართავი სიტუაციაა" - 1 კვირის განმავლობაში 1კგ თხილი 3 ლარით გაიაფდა და შემდეგ 1,5 ლარით გაძვირდა

თხილის ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, წინა კვირას თხილი ერთბაშად 3 ლარით გაიაფდა, თუმცა ორ-სამ დღეში ფასმა დაახლოებით 1,5 ლარით მოიმატა. ერთ-ერთი ვერსიით, თხილის გაიაფება მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. იმპორტიორების ინფორმაციით, ფასზე გავლენა ხარისხმაც მოახდინა, რადგან მოგება 30-33%-ით შეუმცირდათ.

ერთი კვირის წინ 1 კგ პროდუქტის ყიდვა 8,70 ლარად შეიძლებოდა, თუმცა ორიოდე დღის წინ ფასი ერთბაშად 3-3,50 ლარით შემცირდა და 5,50 ლარამდე ჩამოვიდა. დღეის მდგომარეობით, დასავლეთ საქართველოში თხილი 6,30 ლარი ღირს, ხოლო გალში ხალხი თხილს 5 ლარზე ძვირად ვერ ყიდის. ამის მიზეზი ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯია. ადგილობრივების ინფორმაციით, საზღვრიდან 1 კგ პროდუქტის გატანაში მესაზღვრეები დამატებით 1 ლარს ითხოვენ, რის გამოც ადგილზე თხილი, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, იაფია.

ზუგდიდში მდებარე თხილის ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, რომ პროდუქტის ფასი სამომავლოდ შეიცვლება, მაგრამ მაქსიმალური ღირებულება 9-10 ლარს არ გადააჭარბებს. შარშან ამ დროს თხილი 12 ლარი ღირდა. მაღალი ფასის გამო ხალხი მოსავალზე დიდ იმედს ამყარებდა, ამიტომ სეზონის დასაწყისში, როცა ფასი გაცილებით მეტი იყო, გაყიდვისგან თითქმის ყველამ თავი შეიკავა.

თხილის გადამყიდველები ამბობენ, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის მიუხედავად, დიდია დაინტერესება თურქების მხრიდან. მეტიც, თითქმის ყველა ქარხნის უკან დგანან თურქი მოვაჭრეები, რომელიც ქართულ თხილს იაფად ყიდულობენ და დიდი მოგებით გააქვთ ექსპორტზე. თუმცა ამ ეტაპზე დაინტერესება თურქებმაც შეამცირეს. ინდმეწარმე ლადო გერგედავას ინფორმაციით, ნედლეულზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის და თხილის გული არ გააქვთ, რამაც ფასი ერთბაშად "დააგდო".

"თხილის რეალიზაციაც და ფასიც შემცირებულია. სიიაფის გამო მოსახლეობა თავს მაქსიმალურად იკავებს და მარაგის გადანახვას ცდილობს. ხალხს იმედი აქვს, რომ ფასი მოიმატებს. ქარხნები მინიმალური რაოდენობით ვიბარებთ. დღეში, საშუალოდ, თითო ქარხანა 4-5 ტონამდე თხილს ყიდულობს, როცა სხვა პერიოდში ეს მაჩვენებელი 40-50 ათას ტონამდეა. გადამყიდველებს კი ყოველდღიურად 1 ტონა თხილის შესყიდვაც უჭირთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია