რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მოგვიტანს თუ არა ის უზრუნველყოფილ სიბერეს და როდიდან გეგმავს მთავრობა საპენსიო ფონდების შექმნას?

რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მოგვიტანს თუ არა ის უზრუნველყოფილ სიბერეს და როდიდან გეგმავს მთავრობა საპენსიო ფონდების შექმნას?

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია. რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მოგვიტანს თუ არა ის უზრუნველყოფილ სიბერეს და როდიდან გეგმავს მთავრობა საპენსიო ფონდების შექმნას? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე BPN.GE ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმების მთავარ სპეციალისტს, ირაკლი ბურჭულაძეს ესაუბრა.

– როდის ამოქმედდება ახალი საპენსიო რეფორმა, რომელიც კერძო საპენსიო ფონდების შექმნას გულისხმობს?

– ახალ სისტემაზე გადასვლას მთავრობა 2017 წლის 1 იანვრიდან გეგმავს. დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი სახის პენსია, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეს. არსებული პენსია და მისი მოცულობა არ გამომდინარეობს კონკრეტული პენსიონერის სამუშაო სტაჟისა და გამოცდილებიდან, ამის გამოა, რომ ყველა იღებს ერთნაირი რაოდენობის პენსიას.

– რას გულისხმობს დაგროვებითი მოდელის საპენსიო სქემა? რა ასაკიდან შეძლებს ადამიანი მასში ჩართვას?

– თუ ადამიანი ფონდში გადარიცხავს საკუთარი ხელფასიდან 2%-ს, მიიღებს ასევე 2%-იან დანამატს სახელმწიფოსგან და 2%-ს საკუთარი დამსაქმებლისგან, შესაბამისად, ის ავტომატურად გახდება 6%-ის მფლობელი. აღნიშნული 6% გათავისუფლებულია დაბეგვრისგან და ის სრულად ჩაერიცხება აღნიშნულ სისტემაში მონაწილეს. ასევე ადამიანი რომელიც, მონაწილეობს დაგროვებით საპენსიო სისტემაში, სახელმწიფოსგან წახალისდება. მას ექნება საგადასახადო შეღავათები და ფინანსური ინტერესი. რაც შეეხება ფონდში მონაწილეობას, ასაკი არ არის ჯერჯერობით განსაზღვრული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 20-25 წელი არის ის პერიოდი, რა დროშიც სისტემაში მონაწილე ადამიანი პენსიაზე გასვლის დროს ადეკვატური თანხის მიღებას შეძლებს. ეს თანხა დაფუძნებული იქნება შენატანებზე, დროზე და ფონდის მოგებაზე.

– დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის საპენსიო ფონდში მონაწილეობა ნებაყოფლობით იქნება?

– ფონდში მონაწილეობა იქნება ნახევრად სავალდებულო, ნახევრად ნებაყოფლობითი, ეს არის ჰიბრიდული სქემა, რომელშიც 2017 წლიდან ყველა ლეგალურად დასაქმებული ადამიანი ავტომატურად ჩაერთვება, თუმცა მათ უფლება ექნებათ, რომ განცხადების საფუძველზე ამ სქემაზე უარი თქვან და დატოვონ. ნებაყოფლობით მონაწილეობის უფლება არ გავრცელდება დამსაქმებელზე, რადგან ის ვალდებული იქნება, თუ დასაქმებული დარჩება სისტემაში და საკუთარი ნებით არ დატოვებს ფონდს, ჩაურიცხოს მას კუთვნილი 2%.

– როგორ დააზღვევთ რისკებს და რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს ნდობა საპენსიო ფონდის მიმართ?

– ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, თითქოს ამ თანხას ვიღაც ვიღაცას უხდის. რეალურად, ეს განსხვავებული მოდელია, რომელიც საკუთარ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას ითვალისწინებს. მაგალითისთვის შეგვიძლია შევადაროთ ბანკებს და დაგროვებით ანაბარს, რომლის შემოწმება და თვალყურის დევნება პიროვნებას მუდმივად შეუძლია. პრინციპი საპენსიო ფონდისა, დაახლოებით იგივეა. უბრალოდ, აქ გვაქვს სახელმწიფოსგან და დამსაქმებლისგან დამატებითი ინვესტირება.

ფონდის სახსრებს დაიცავს მოგება, ფონდს კი უნდა ჰქონდეს ინფლაციაზე მაღალი მოგება. შემუშავდება ისეთი მექანიზმები, რომელიც მაქსიმალურად დააბლანსებს რისკებს და მეორე მხრივ, თანხის გარკვეული ნაწილის ინვესტირება მოხდება უცხოურ ვალუტაში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია