ორ ცეცხლს შუა - გამოიწვევს თუ არა რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი სომხეთში ვითარების გამწვავებას?!

ორ ცეცხლს შუა - გამოიწვევს თუ არა რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი სომხეთში ვითარების გამწვავებას?!

თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამ რეგიონში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბა და იმის საშიშროებაც წარმოქმნა, რომ ამ მზარდმა დაპირისპირებამ მეზობელი სომხეთიც ჩაითრიოს. საშიშროებას კი სწორედ ის წარმოადგენს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული. ხოლო ამ ბაზის კონფლიქტში ნებისმიერი ხერხით ჩათვა გამოიწვევს სომხეთსა და თურქეთის საზღვარზე სიტუაციის გამწვავებას.

ერევანში შიშობენ, რომ თურქეთის პოლიტიკურმა და დიპლომატიურმა ქმედებებმა შესაძლოა ყარაბაღის კონფლიქტი გაამწვავოს. მოგეხსენებათ, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა უკვე ათეული წლებიაიმგვარია, როდესაც "არც მშვიდობაა და არც ომი" - ეს უკანასკნელი კი, თურქეთის უახლოესი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია.

ორ ცეცხლს შუა?

ერევანში არსებული დაძაბული ვითარება, რომლის გამომწვევი მიზეზი თურქეთ-რუსეთის კონფლიქტია, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პირველ რიგში ეს ეხება იმ ისტორიულ ფაქტორს, რამაც გამოიწვია სომხების უნდობლობა დასავლელი მეზობლის მიმართ. ოსმალეთის იმპერიაში, გასული საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის ხოცვა-ჟლეტას და მასობრივ განდევნას სომხეთში და რამდენიმე სხვა სახელმწიფოშიც გენოციდად აფასებენ. ამ საკითხზე ოფიციალური თურქეთი აცხადებს, რომ მომხდარი მოტივირებული იყო სამხედრო ქმედებით და ამ მოვლენის დროს ბევრი თურქიც დაიღუპა.

სომხეთში ყოველთვის დიდი სიფრთხილით უყურებდნენ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათმობას. ექსპერტები ღიად ამობდნენ, რომ ეს სომხეთისთვის შესაძლოა სავალალო აღმოჩნილიყო.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."