სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქართული ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ მის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იქნება"
"ქართული ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ მის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იქნება"

ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ ნა­ტოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის თავ­ყრი­ლო­ბა­ზე კვლა­ვაც არ გა­ე­ცა პა­სუ­ხი შე­კი­თხვას: რო­დის შეს­რულ­დე­ბა 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რო­დის გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევ­რი? თუმ­ცა ერთი რამ მა­ინც გა­ირ­კვა - რო­გორც დას­კვნით კო­მუ­ნი­კე­ში ჩა­ი­წე­რა, ქვე­ყა­ნას ნა­ტო­ში გა­სა­წევ­რებ­ლად აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა გა­წევ­რე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა (MAP). ამ და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სხვა სა­კი­თხებ­ზე ექ­სპერტ მა­მუ­კა არე­ში­ძეს ვე­სა­უბ­რე­ბით:

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ნა­ტოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლის შე­დე­გებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მი­ღე­ბულ კო­მუ­ნი­კეს? მონ­ტე­ნეგ­როს ალი­ან­სში მიწ­ვე­ვა შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის პო­ზი­ტი­ურ გზავ­ნი­ლად?

- ეს შე­საძ­ლოა უფრო კე­თილ­გან­წყო­ბის გზავ­ნი­ლად მი­ვიჩ­ნი­ოთ, ვიდ­რე ხელ­შე­სა­ხებ პრე­ცე­დენ­ტად, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ზეც გავ­რცელ­დე­ბა. არა იმი­ტომ, რომ და­ვუშ­ვათ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით მონ­ტე­ნეგ­რო უს­წრებს სა­ქარ­თვე­ლოს, ან სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა უკე­თე­სი აქვს. არა, აქ, სამ­წუ­ხა­როდ, ისევ და ისევ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ამ თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლო და მონ­ტე­ნეგ­რო გან­სხვა­ვე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში არი­ან. ამ მი­ნის­ტე­რი­ალ­ზეც გა­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა არ­სე­ბობს, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ არ­სე­ბობს ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვადა. ვიდ­რე მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა მისი მე­ზობ­ლე­ბის მი­მართ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი საფ­რან­გე­თი და გერ­მა­ნია, ამ ნა­ბიჯს არ გა­დად­გა­მენ. ბოლო დროს მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, შევ­ხვედ­რო­დი და მე­სა­უბ­რა იმ პი­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ნა­ტოს პო­ლი­ტი­კის შექ­მნა­სა და წარ­მარ­თვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ესე­ნი არი­ან ჩვე­ნი ბალ­ტი­ის­პი­რე­ლი და პო­ლო­ნე­ლი პარტნი­ო­რე­ბი. მათ გვი­თხრეს, რომ ნა­ტოს წევრთა შო­რის ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი ბრძო­ლაა სწო­რედ ალი­ან­სის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ზე. ხმე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, 50/50-ზე იყო­ფა. ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს არ შე­ე­ხე­ბა.…ბოლო ხანს გა­მო­იკ­ვე­თა ტენ­დენ­ცია, რომ ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ერთი ნა­წი­ლი აშშ-ის წი­ნა­და­დე­ბებს მა­ინ­ცდა­მა­ინც ან­გა­რიშს აღარ უწევს, ბევ­რმა უკვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­მა­ში და­ი­წყო. დღეს მსოფ­ლიო წეს­რი­გი შე­იც­ვა­ლა, მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი ახ­ლე­ბუ­რად და­ლა­გე­ბის მე­ტად მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი და ცხა­დად ჩანს, რომ ეს კარ­გა ხანს გაგ­რძელ­დე­ბა. ამ არე­ულ ვი­თა­რე­ბა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა ყვე­ლას უჭირს. მოკ­ლედ, ამ მი­ნის­ტე­რი­ალ­ზეც გვი­თხრეს, ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბა გე­კუთ­ვნით, მაგ­რამ არ გე­კუთ­ვნი­თო.

- სხვა თუ არა­ფე­რი, ამ მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე ის მა­ინც და­ნამ­დვი­ლე­ბით გა­ვი­გეთ, რომ არც MAP-ზე უკე­თე­სი გვიშ­ვე­ლის და არც მის გა­რე­შე მი­იწ­ვევს ვინ­მე სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სში...

- ეს სა­კი­თხი ერ­თგვარ კუ­რი­ო­ზად არის ქცე­უ­ლი. ნა­ტო­შიც კარ­გა ხა­ნია ხვდე­ბი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს აკე­თებს ალი­ან­სში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის და სა­პა­სუ­ხოდ ბევ­რს ვე­რა­ფერს იღებს, ამი­ტო­მაც ცდი­ლო­ბენ, ახალ-ახა­ლი და­პი­რე­ბე­ბი მო­ი­გო­ნონ ჩვენ­თვის. ლა­პა­რა­კი, რომ მაპ-ზე უკე­თე­სი გვქონ­და ან სუ­ლაც არ იყოს გა­წევ­რე­ბის­თვის მაპ-ი სა­ჭი­რო, იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­მო­გო­ნი­ლი სა­ტყუ­ა­რა, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო ნი­ჰი­ლიზ­მი ნა­ტოს მი­მართ. დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იძუ­ლე­ბუ­ლია, ასე­თი ტი­პის და­პი­რე­ბე­ბი გას­ცეს. თუმ­ცა დღეს უფრო გამჭვირ­ვა­ლეა ეს პრო­ცე­სი.

ყო­ველ­გვა­რი მი­კიბ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე რომ გი­თხრათ, ამ ეტაპ­ზე ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცია პირ­და­პირ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სეთ­ზე და სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის შე­საძ­ლო კონ­ფლიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ტოს ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას ჩა­რე­ვა არ სურს. მათ ურ­ჩევ­ნი­ათ, რუ­სეთ­თან ნელთბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეთ და თავი აა­რი­დონ კონფრონ­ტა­ცი­ას, ასე ფიქ­რო­ბენ საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, იტა­ლია... მოკ­ლედ, ბე­ბე­რი ევ­რო­პა, დიდი ბრი­ტა­ნე­თის გა­მოკ­ლე­ბით.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ქართული ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ მის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იქნება"

"ქართული ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ მის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იქნება"

ბრიუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების თავყრილობაზე კვლავაც არ გაეცა პასუხი შეკითხვას: როდის შესრულდება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და როდის გახდება საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი? თუმცა ერთი რამ მაინც გაირკვა - როგორც დასკვნით კომუნიკეში ჩაიწერა, ქვეყანას ნატოში გასაწევრებლად აუცილებლად დასჭირდება გაწევრების სამოქმედო გეგმა (MAP). ამ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით:

- როგორ შეაფასებდით ნატოს მინისტერიალის შედეგებსა და საქართველოს შესახებ მიღებულ კომუნიკეს? მონტენეგროს ალიანსში მიწვევა შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიურ გზავნილად?

- ეს შესაძლოა უფრო კეთილგანწყობის გზავნილად მივიჩნიოთ, ვიდრე ხელშესახებ პრეცედენტად, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოზეც გავრცელდება. არა იმიტომ, რომ დავუშვათ, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მონტენეგრო უსწრებს საქართველოს, ან სამხედრო მომზადება უკეთესი აქვს. არა, აქ, სამწუხაროდ, ისევ და ისევ გეოპოლიტიკური მდგომარეობაა მნიშვნელოვანი. ამ თვალსაზრისით საქართველო და მონტენეგრო განსხვავებულ ვითარებაში არიან. ამ მინისტერიალზეც გამოჩნდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივა არსებობს, თუმცა, ჯერჯერობით, არ არსებობს ამის განხორციელების ვადა. ვიდრე მსოფლიოში არსებობს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მისი მეზობლების მიმართ, სავარაუდოდ, ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით კი საფრანგეთი და გერმანია, ამ ნაბიჯს არ გადადგამენ. ბოლო დროს მქონდა საშუალება, შევხვედროდი და მესაუბრა იმ პირებთან, რომლებიც ნატოს პოლიტიკის შექმნასა და წარმართვაში მონაწილეობენ. ესენი არიან ჩვენი ბალტიისპირელი და პოლონელი პარტნიორები. მათ გვითხრეს, რომ ნატოს წევრთა შორის ხმალამოღებული ბრძოლაა სწორედ ალიანსის გაფართოებისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე. ხმები, ფაქტობრივად, 50/50-ზე იყოფა. ეს მხოლოდ საქართველოს არ შეეხება.…ბოლო ხანს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ერთი ნაწილი აშშ-ის წინადადებებს მაინცდამაინც ანგარიშს აღარ უწევს, ბევრმა უკვე დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. დღეს მსოფლიო წესრიგი შეიცვალა, მიმდინარეობს მისი ახლებურად დალაგების მეტად მტკივნეული პროცესი და ცხადად ჩანს, რომ ეს კარგა ხანს გაგრძელდება. ამ არეულ ვითარებაში პასუხისმგებლობის აღება ყველას უჭირს. მოკლედ, ამ მინისტერიალზეც გვითხრეს, ნატოში გაწევრება გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო.

- სხვა თუ არაფერი, ამ მინისტერიალზე ის მაინც დანამდვილებით გავიგეთ, რომ არც MAP-ზე უკეთესი გვიშველის და არც მის გარეშე მიიწვევს ვინმე საქართველოს ალიანსში...

- ეს საკითხი ერთგვარ კურიოზად არის ქცეული. ნატოშიც კარგა ხანია ხვდებიან, რომ საქართველო ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ალიანსში ინტეგრაციისთვის და საპასუხოდ ბევრს ვერაფერს იღებს, ამიტომაც ცდილობენ, ახალ-ახალი დაპირებები მოიგონონ ჩვენთვის. ლაპარაკი, რომ მაპ-ზე უკეთესი გვქონდა ან სულაც არ იყოს გაწევრებისთვის მაპ-ი საჭირო, იყო მხოლოდ და მხოლოდ წინა ხელისუფლების გამოგონილი სატყუარა, რათა საზოგადოებაში არ გაჩენილიყო ნიჰილიზმი ნატოს მიმართ. დღევანდელი ხელისუფლებაც ხშირ შემთხვევაში იძულებულია, ასეთი ტიპის დაპირებები გასცეს. თუმცა დღეს უფრო გამჭვირვალეა ეს პროცესი.

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ნატოში საქართველოს ინტეგრაცია პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთზე და საქართველოსა და რუსეთის შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში, ნატოს ზოგიერთ ქვეყანას ჩარევა არ სურს. მათ ურჩევნიათ, რუსეთთან ნელთბილი ურთიერთობა ჰქონდეთ და თავი აარიდონ კონფრონტაციას, ასე ფიქრობენ საფრანგეთი, გერმანია, იტალია... მოკლედ, ბებერი ევროპა, დიდი ბრიტანეთის გამოკლებით.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."